ექსპერტი: უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ეკონომიკის 6,1 %-ით ზრდას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დადებითად აფასებს. 

,,2019 წლის ივლისში წინა თვეების ანალოგიურად, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.1 პროცენტს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ივლისის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია პირველი ორი კვარტლის ზრდის მაჩვენებლებზეც.


ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი ზეგავლენა იქონია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.7 % ით გაიზარდა, და რაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


2019 წლის ივლისში, დარგობრივ ჭრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა როგორც ტრადიციულად ვაჭრობაში, ასევე მშენებლობაში და რაც ნიშანდობლივია დამამუშავებელ მრეწველობაში ანუ ადგილობრივი წარმოების გამოშვების ზრდის კუთხით.


2019 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი მნიშვნელოვნად 17.5 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 12.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 4.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე.


შესაბამისად, 2019 წლის იანვარ-ივლისში წმინდა ექსპორტის ზრდის ანუ იმპორტის ექსპორტით გადაფარვის შედეგად, სავაჭრო დეფიციტი შემცირდა 473.9 მლნ. აშშ. დოლარით, ხოლო დეფიციტის შემცირება მხოლოდ დადებითად აისახება ეკონომიკის ზრდაზე რადგან უფრო მეტი ფული რჩება ეკონომიკაში.


ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის იანვარ-ივლისში, საქონლის ექსპორტი საქართველოდან გაზრდილია, როგორც ტრადიციულ დსთ-ის ქვეყნებში 26.6 პროცენტით, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში 20.6 პროცენტით. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 503.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 პროცენტს შეადგენს.


ივლისის თვეში მაღალი ეკონომიკური ზრდა ადასტურებს, წლის დასაწყისიდან აკრეფილ პოზიტიურ ტრენდს და რომ არა 20-21 ივნისიდან განითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, რაც რუსეთის მხრიდან ავია ემბარგოში აისახა, ეკონომიკური ზრდა ივლისში სულ მცირე 6.5 % იქნებოდა.


მართალია, მთავრობის მხრიდან დღეს ბევრი რამ კეთდება ტურინდუსტრიის მხარდაჭერის კუთხით, რამაც მოსალოდნელი ზარალი შეამცირა, ჩვენ მაინც ვიმკით 20-21 ივნისის რევოლუციური სცენარიდან დამდგარ საგარეო შოკების ზეგავლენას ეკონომიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ივლისის თვეში წინასწარი შეფასებით ზრდა დაფიქსირდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვეში დაფიქსირებული წლიურ ზრდასთან შედარებით, თითქმის 3-ჯერ ნაკლებია, რაც საგულისხმოა.


ამ სახის ექსტრალეგალური შოკების ზეგავლენა ყოველთვის ნეგატიურ კვალს ტოვებს, რაც გასაგები მიზეზების გამო ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული საექსპერტო ჯგუფებისათვის იყო რატომღაც გაუგებარი. თორემ, ნაკლები მგზავრი აეროპორტებში, რომ ნაკლებ ტურისტს ნიშნავს, ასევე ნაკლებ შემოსავალს ტურისტულ მომსახურებაში, თუ სხვა მასთან დაკავშირებულ სერვისებში, ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო.


ამიტომ, დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და ნაკლები რყევები, ყველა პროგნოზით, უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა, რაც არის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის უტყუარი წინაპირობა.


ამასთან, ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება თუნდაც აზიის განვითარების ბანკთან(ADB) ხელმოწერილი ახალი გრძელვადიანი სტრატეგია, რაც 2019-2023 წლებს მოიცავს, ხოლო საინვესტიციო თანხის მოცულობა 2 მლრდ დოლარამდეა. იგი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც დღემდე ჩვენი ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება", - წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შესაფებით, 2019 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.1% შეადგინა.
 


ბექა ლომთაძე რუსი მეტოქე დაამარცახა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა.

თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

23 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო მე-60 ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა მესამოცედ იმართება.

"ნონას თასი 2019" საზეიმოდ გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

 

მაია ბითაძე აქციას დღე მანქანის გარეშე შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის "დღე მანქანის გარეშე" მხარდასაჭერად გაიმართა.

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ნმოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ტ. თბილისში დააკავეს.

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება. ორგანიზტორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღეს ავტომობილების გარეშე გამოვიდნენ ქალქში. 

კახეთში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.

დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი პირის  მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"თუ ვერ ვცვლით ხეილუფლებას მაშინ ის უნდა დავაბათ" - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

რომან გოცირიძე: მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი

„მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფეისბუკ გვერდზე წერს.

"არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "იმედის" პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო  და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში თბილისში ქარის გამო 30 შეტყობინება შევიდა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.

"დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო"

საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – "დავასუფთაოთ მსოფლიო" ურთდება. კამპანიის პარალელურად, საქართველოში პროექტი - "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ხორციელდება.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მეხუზლას შეხვდა და რთველის მიმდინარეობისა და ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

ციხელაშვილი: ცხინვალი სრულ იზოლაციაშია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. 

ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-ში 270 შეტყობინება შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უამინდობით გამოწვეული პრობლემების დახმარების მიზნით შესულ განცხადებებზე განცხადებას ავრცელებს.