სოსო არჩვაძე: ეკონომიკური ზრდა ბევრად მაღალი იქნებოდა, რომ არა რუსეთის მიერ ივნისის მოვლენების შემდეგ განვითარებული პროცესები

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის არასრული 7 წლის მანძილზე ექსპორტის თანაფარდობა მშპ-სთან 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა",-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ განაცხადა. 

"2019 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკამ დააფიქსირა რეკორდული ზრდა - 6.1 პროცენტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ეს მაჩვენებელი თითქმის ¼-ით აღემატება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს (4.9%). ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ივლისში წინა ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შეიქმნა თითქმის 60 მლნ. ლარით მეტი დამატებული ღირებულება. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ფისკალური მობილიზაციის მაჩვენებელი - იგი ივლისში წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 192 მლნ. ლარით გაიზარდა და წელ პირველად გადააჭარბა მილიარდიან ზღვარს (1032 მლნ. ლარი). აღნიშნული წარმატება ეფუძნება როგორც ეკონომიკის რეალურ ზრდას, ისე ფისკალური დისციპლინის განმტკიცებას. ეკონომიკური ზრდა ბევრად მაღალი იქნებოდა, რომ არა რუსეთის მიერ ივნისის მოვლენების შემდეგ განვითარებული პროცესები.
ეკონომიკური ზრდა მოდიოდა დარგებზე, სადაც იქმნება ქვეყნის მშპ-ის თითქმის 9/10 (დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, უძრავი ქონებით ოპერაციები და სხვ.). თავისი წვლილი აღნიშნულ ზრდაში შეჰქონდა კომერციულ საბანკო სექტორსაც. - საბანკო სექტორის მთლიანი გამოშვებამ ივლისში დაახლოებით 170 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ბიზნესი სექტორის მთლიანი გამოშვების დაახლოებით 5.4 პროცენტია.
ეკონომიკური ზრდა მიღწეულია ძირითადად ბიზნეს-სექტორის აქტიურობით. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედრებით გაიზარდა 16.7 პროცენტით. ეს მიმდინარე წლის საუკეთესო მაჩვენებელია და წლის დასაწყისის მაჩვენებელს 2.1-ჯერ აღემატება (2019 წ. იანვარი - 7.9%). ბიზნეს სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვების დაახლოებით 89 პროცენტი უკვე მოქმედი საწარმოების მიერ წარმოების მასშტაბების გაფართოებაზე მოდიოდა, 11 პროცენტი კი - ბოლო ერთი წლის მანძილზე ახალი ბიზნეს-სუბიექტების ამოქმედების ხარჯზე იქნა მიღწეული. ასეთ სუბიექტთა რაოდენობა მხოლოდ ივლისში 4152 ერთეულით გაიზარდა, ანუ ივლისში საშუალოდ ყოველ საათში 6 ახალი ბიზნეს-სუბიექტი რეგისტრირდებოდა და იწყებდა სამეწარმეო საქმიანობას.
უკვე მეორე თვეა, წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზრდის ნაცვლად კლებულობს (ივნისი - მაისთან - -1.0%, ივლისი ივნისთან - 0.02%). ამან საშუალება მოგვცა წლის დასაწყისიდან ინფლაციის ტემპი 2019 წლის მაისის 3.3 პროცენტიდან ივლისში 2.3 პროცენტამდე შემცირებულიყო. თუმცა, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით იგი კვლავ საგრძნობია (2019 წლის ივლისი 2018 წლის ივლისთან - 4.6%).
ეკონომიკური ზრდა ქმნის საექსპორტო პოტენციალს. ექსპორტის ზრდამ წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტი შეადგინა, რაც ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ ზრდას 2-ჯერ და მეტად აღემატება. ლარებში დენომინირებით, ექსპორტის წილად ქვეყნის მშპ-ის თითქმის ¼ მოდის. შედარებისათვის: 2012 წელს ექპორტის თანაფარდობა მშპ-სთან მხოლოდ 15 პროცენტი იყო. ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის არასრული 7 წლის მანძილზე ექსპორტის თანაფარდობა მშპ-სთან 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა",-აღნიშნა სოსო არჩვაძემ. 


ბექა ლომთაძე რუსი მეტოქე დაამარცახა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა.

თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

23 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო მე-60 ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა მესამოცედ იმართება.

"ნონას თასი 2019" საზეიმოდ გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

 

მაია ბითაძე აქციას დღე მანქანის გარეშე შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის "დღე მანქანის გარეშე" მხარდასაჭერად გაიმართა.

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ნმოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ტ. თბილისში დააკავეს.

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება. ორგანიზტორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღეს ავტომობილების გარეშე გამოვიდნენ ქალქში. 

კახეთში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.

დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი პირის  მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"თუ ვერ ვცვლით ხეილუფლებას მაშინ ის უნდა დავაბათ" - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

რომან გოცირიძე: მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი

„მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფეისბუკ გვერდზე წერს.

"არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "იმედის" პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო  და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში თბილისში ქარის გამო 30 შეტყობინება შევიდა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.

"დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო"

საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – "დავასუფთაოთ მსოფლიო" ურთდება. კამპანიის პარალელურად, საქართველოში პროექტი - "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ხორციელდება.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მეხუზლას შეხვდა და რთველის მიმდინარეობისა და ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

ციხელაშვილი: ცხინვალი სრულ იზოლაციაშია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. 

ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-ში 270 შეტყობინება შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უამინდობით გამოწვეული პრობლემების დახმარების მიზნით შესულ განცხადებებზე განცხადებას ავრცელებს.