ეროვნული ბანკის განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულის მასის სხვადასხვა აგრეგატებსა და გაცვლით კურსს შორის კავშირზე განმარტებას აკეთებს, რომელსაც ,,პირველი" უცვლელად გთავაზობთ:

,,ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ ფულის მასის სხვადასხვა აგრეგატებსა და გაცვლით კურსს შორის კავშირზე. ამ საკითხზე ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ გააკეთა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოში, ისევე, როგორც განვითარებული მონეტარული პოლიტიკის მქონე ყველა სხვა ქვეყანაში, ფულის მიწოდება ხდება ავტომატურად ფულზე მოთხოვნის მიხედვით. ვინაიდან ეკონომიკის ზრდასთან ერთად დროთა განმავლობაში ფულზე მოთხოვნაც შესაბამისად იზრდება, ფულის აგრეგატების ზრდაც მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდას, და არა ეკონომიკისთვის ფულის ჭარბ მიწოდებას ასახავს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ყველა ცენტრალური ბანკი (მათ შორის სებ-იც), ოპერაციულ მიზნად იყენებს საპროცენტო განაკვეთს. სწორედ საპროცენტო განაკვეთის, და არა ფულადი აგრეგატების, ცვლილება აწვდის ბაზარს ინფორმაციას იმის შესახებ, გამკაცრდა, შერბილდა თუ უცვლელი დარჩა მონეტარული პოლიტიკა. რაც შეეხება სახელდობრ ფულადი აგრეგატების ცვლილებას, ის მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდასა ან შემცირებაზე მიუთითებს. შესაბამისად, მოსაზრებები, თითქოს ფულადი აგრეგატების ზრდა იწვევს ინფლაციას და/ან ლარის გაუფასურებას, მცდარია.


ზემოხსენებული მოსაზრებების ავტორებს ხშირად არგუმენტად მოჰყავთ მაღალი კორელაცია ფულის მასასა და გაცვლით კურსს შორის, რაც ასევე არასწორი მიდგომაა. ხშირად, მაღალი კორელაცია ორ ცვლადს შორის იმის შედეგია, რომ ორივე ცვლადი  დროში იზრდება (როგორც ფულის მასასა და გაცვლით კურსს შეიძლება ჰქონდეს მაღალი კორელაცია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნებისმიერ ორ დროში მზარდ მწკრივს მაღალი კორელაცია აქვს). მაგალითად, მაღალია კორელაცია გაცვლით კურსსა და საქართველოში სხვადასხვა წყაროებით უცხოური ვალუტის შემოდინებას შორისაც (2015 წლიდან როგორც ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების კორელაცია გაცვლით კურსთან არის დაახლოებით 70%), თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველა სტატისტიკა დროში აღმავალი ტრენდით ხასიათდება. ხოლო თუ მხოლოდ ამ კორელაციაზე დაყრდნობით დავასკვნით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება იწვევს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას, ეს, ცხადია, აზრს მოკლებული იქნება...


გარდა ამისა, სტატისტიკის საწყისს წარმოადგენს ის, რომ კორელაცია არ გულისხმობს მიზეზ-შედეგობრიობას. მაღალი კორელაციის დროს შეიძლება პირველი მწკრივი ახდენდეს გავლენას მეორეზე, ან პირიქით მეორე პირველზე, ან იყოს მესამე მწკრივი, რომელიც ორივეს განსაზღვრავს, ან ამ ორ მწკრივ შორის რაიმე კავშირი საერთოდ არ იყოს. ამიტომ, მიზეზ-შედეგობრიობის სტატისტიკური კავშირის დასადგენად დამატებითი ანალიზისა და კვლევის ჩატარებაა საჭირო.


აქედან გამომდინარე, გვინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ მოსახლეობას, რომ ინფლაციის თარგეთირების პირობებში ფულის მასა არ არის და ვერ იქნება მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობის ინდიკატორი და ფულის მასაზე დაყრდნობით რაიმე დასკვნის გაკეთება ინფლაციის ან გაცვლითი კურსის მომავალი დინამიკის შესახებ მხოლოდ მცდარ შედეგს მოგვცემს.


ექპერტებს გვინდა ვთხოვოთ, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისაგან. ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს დამატებით ვთავაზობთ ქვემოთ მოყვანილი პუბლიკაციების გაცნობას. კერძოდ, არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ ფულად აგრეგატებზე დაყრდნობით მონეტარული პოლიტიკის წარმართვა ან მისი ადეკვატურობის შეფასება სწორი არ არის. მაგალითად, ფულად მასაზე კონცენტრირებული ანალიზის ისტორიისა და მისი კრახისთვის იხ. Bindseil (2004) ან Mishkin, (1999), ხოლო უფრო ფართო საერთაშორისო გამოცდილების ემპირიული ანალიზისთვის იხ. de Grauwe and Polan (2005) ან IMF (2014). ამ საკითხის უფრო დეტალური განხილვა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში ინფლაციის თარგეთირებაზე", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განმარტებაში.


ბექა ლომთაძე რუსი მეტოქე დაამარცახა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა.

თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

23 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო მე-60 ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა მესამოცედ იმართება.

"ნონას თასი 2019" საზეიმოდ გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

 

მაია ბითაძე აქციას დღე მანქანის გარეშე შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის "დღე მანქანის გარეშე" მხარდასაჭერად გაიმართა.

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ნმოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ტ. თბილისში დააკავეს.

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება. ორგანიზტორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღეს ავტომობილების გარეშე გამოვიდნენ ქალქში. 

კახეთში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.

დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი პირის  მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"თუ ვერ ვცვლით ხეილუფლებას მაშინ ის უნდა დავაბათ" - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

რომან გოცირიძე: მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი

„მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფეისბუკ გვერდზე წერს.

"არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "იმედის" პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო  და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში თბილისში ქარის გამო 30 შეტყობინება შევიდა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.

"დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო"

საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – "დავასუფთაოთ მსოფლიო" ურთდება. კამპანიის პარალელურად, საქართველოში პროექტი - "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ხორციელდება.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მეხუზლას შეხვდა და რთველის მიმდინარეობისა და ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

ციხელაშვილი: ცხინვალი სრულ იზოლაციაშია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. 

ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-ში 270 შეტყობინება შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უამინდობით გამოწვეული პრობლემების დახმარების მიზნით შესულ განცხადებებზე განცხადებას ავრცელებს.