ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოსთან თანამშრომლობა ჩვენი თავდაცვითი ძალების განვითარების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს

„საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე და ურყევ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება,“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ისტორიული შედეგი სახეზეა:


„გვაქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ საკუთარი ძალებით და პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით ეტაპობრივად მოვახდინოთ ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარება და ნატოსთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევა“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას.


თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არსებულ საფრთხეებთან გამკლავებასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი თავდაცვის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს:


„ამ მიზნის მისაღწევად ვხელმძღვანელობთ დემოკრატიული პრინციპებით და დასავლური ღირებულებებით. საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება, მინდა მკაფიოდ და ხაზგასმით აღვნიშნო, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მიზნად ისახავს მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას და ემსახურება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.“


ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში ნატოსთან   თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.


„ჩვენი ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით, ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საიმედო და ღირსეულმა პარტნიორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკურ უსაფრთხოების მთელს არქიტექტურაში. საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საქართველო დღეს ნატოს ღირსეული  სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფო  მთელს რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების, მათი გმირობის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ნატოსთან თანამშრომლობის განხორციელებას და ალიანსის წინაშეა აღებული ვალდებულებების და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას პრინციპით - უფრო მეტი ნატოს საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.


 


ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე მოსწავლეები დაშავდნენ

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბაღში მიმდინარე სამეცნიერო პიკნიკზე მოსწავლეები დაშავდნენ.

აშშ-ს საელჩო: ეს სამართალდაცვითი ღონისძიება უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე, რომელზეც აშშ-ს მოქალაქეცაა დაკავებული, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების მხარემ.

„საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ნათია თურნავასთან ერთად აზერბაიჯანს ესტუმრა

„საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე 17-18 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და მის მოადგილეებთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: Meredian Capital Ltd, ეს ფონდი არის ყაზახური ფონდი და რუსული შავი ფულის სარეცხი მანქანა

„თუ ანაკლიის კონსორციუმში Meredian Capital Ltd-ს შემოსვლაზეა საუბარი, ეს ფონდი არის ყაზახური და რუსული შავი ფულის სარეცხი მანქანა“, - ამის შესახებ ფადი ასლის მრჩეველი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

"სირცხვილიას" საორგანიზაციო ჯგუფი 20 სექტემბერს ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს

აქციების #სირცხვილია საორგანიზაციო ჯგუფი 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე საზოგადოებას ერთწლიან სამოქმედო გეგმას გააცნობს.

თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” ტრენინგები გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარება თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“ -ს ერთობლივი პროექტით გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის  მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს

არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

"ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურაში, ორ კარიერზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაასრულა

ჭიათურაში, სოფელ ზედა რგანში, ორ კარიერზე - ე.წ. კავთელაძეები 2 (4.21 ჰა) და "საშევარდნო“ (6.91ჰა), ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია - შპს "ნეზ გორგიამ" განახორციელა.

თბილისის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ორბელიანის მოედანზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

გიორგი გახარია გერმანიის ელჩს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთს შეხვდა. 

მამუკა ბახტაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის. ამის შესახებ ის, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ნინო ჭელიძე: უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო პროექტი იწყება

„უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო პროექტი იწყება“, - ასე აფასებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე.

გუდიაშვილის მოედანზე რებილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება

თბილისის მერმა მერმა კახა კალაძემ საქართველოს მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა.

აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა +4.9%-ით არის გაზრდილი.

ირაკლი სესიაშვილი: „მილიარდი ევროს ინვესტიცია, ეს არის ეროვნული იდეა, ეს არის ის ეროვნული სიმდიდრე, რომელიც ათწლეულები ჩვენს მომავალ თაობებს აღზრდის“

„ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გამოცხადება და სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობა, სულ სხვა განზომილებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მაია ცქიტიშვილი: „განვაგრძობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მუშაობას“

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს, ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციური ინვესტორის „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედის“ უარით გასტუმრების შესახებ.

სახელმწიფო მინისტრმა ევროსაბჭოს დელეგაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

ასაწონი თამბაქო და ელექტრო სიგარეტი აქციზით დაიბეგრება

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ასაწონი თამბაქოს საკითხი დასარეგულირებელია და ის აქციზით უნდა დაიბეგროს.

მაია ცქიტიშვილი: ბიუჯეტის შედგენისას მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა  

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობის გამოცხადების დღიდან, აქტიურ რეჟიმში მუშაობს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე.

ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე - ეს იქნება დასავლური ტიპის სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება დასავლური ტიპის სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი”, - განაცხადა ტელეკომპანია იმედის ეთერში ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა.