"წაეღოთ ყველაფერი, ოღონდ არ მოეკლათ" - რას ამბობს თემქაზე მოკლული ქალის და

თემქაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ქალს, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, ახლობელმა დილის 10:00 საათზე ტელეფონზე  დაურეკა, თუმცა არ უპასუხა.


აქედან გამომდინარე, ის ვარაუდობს, რომ დანაშაული უკვე მომხდარი იყო.


დაახლოებით 11:30 საათზე კი მეზობლებმა საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულზე კვამლი შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს, რომლებსაც ადგილზე 62 წლის ქალის ცხედარი დახვდათ. მას დაზიანებები აქვს მიყენებული.ოჯახის ახლობელის თქმით, ქალს „ტაბურეტკა“ ჩაარტყეს. ამასთან, მეზობლები ამბობენ, რომ კარი ნაწვალები არ იყო, ქალმა ის გარდაცვალებამდე  ბოროტმოქმედს თავად გაუღო.


„უცხოს კარს არ გაუღებდა, როგორც ჩანს, იცნობდა ამ ოჯახს“,-ამბობენ ახლობლები.


გარდა ამისა, ერთ-ერთი ნათესავის ინფორმაციით, ოჯახმა რამდენიმე დღის წინ ოქროულობა ბანკიდან გამოიტანა. არსებული ცნობით, წაღებულია ოქროულობა და სხვა ნივთებიც. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ მკვლელობის მოტივი, შესაძლოა, ძარცვა იყოს.


გარდაცვლილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც შემთხვევის დროს სამსახურში იმყოფებოდა. მკვლელობის შემდეგ, ხანძრის დროს, სახლის კარი სწორედ მან გააღო. ამწუთებში გარდაცვლილის მეუღლეს გამომძიებლები კითხავენ.


ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ჯერჯერობით დამნაშავე დაკავებული არ არის. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და ოჯახის ახლობლებს  ბინაში შესვლის საშუალება საგამოძიებო მოქმედებების გამო არ ეძლევათ.


 


დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო

2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიან სიაში  შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

ლევან იზორია გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად ინიშნება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას თავად განაცხადა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს

"ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის".

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში რეგიონში უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთში თვითმფრინავი მან ჩამოაგდო

მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციის მახლობლად თვითმფრინავი მათმა დაჯგუფებამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. 

არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელით მიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.

ჯივიპი ხვალ, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 28 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.

სებ: 2020 წლის პირველი იანვრისათვის არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 26.26 მლრდ ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი იანვრისათვის 26.26 მლრდ ლარი შეადგინა, რაც პირველი დეკემბრის მაჩვენებელზე 21.23 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია.

სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნეს

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ გულგრილობაში  ბრალდებული ქ. ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ იქნენ ცნობილი.

უკრაინა კორონავირუსის გამოვლენის ფაქტს არ ადასტურებს

მიმდინარე წლის 27 იანვრის მდგომარეობით უკრაინაში ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.