ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი, პოზნანი - 7 ახალი ავიამიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 7 ახალი მიმართულებით იფრენს. 

პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.


აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.


,,არსებული 21 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია Wizz Air 10 სექტემბრიდან, ეტაპობრივად 7 ახალი ევროპული მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი დაიწყებს ოპერირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული. გარდა იმისა, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა.


 


 


 


ცქიტიშვილი ქუთაისში მიმდინარე აქციაზე: მნიშვნელოვანია, რომ პროცესები ქუჩიდან სადისკუსიო სივრცეებში გადავიდეს

"მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროცესები ქუჩიდან სადისკუსიო სივრცეებში გადავიდეს", - ასე გამოეხმაურა ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 7-8 დეკემბერს, 12:00-18:00 საათამდე პერიოდში შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლებს. 

 

ქუთაისში მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 

ქუთაისში მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

"სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის", - თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ამ სახელწოდების მშვიდობიანი აქცია გაიმართა საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. 

თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან მსოფლიო კამპანიას კვლავ შეუერთდა.

"ქართული ოცნება" 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გეგმავს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გეგმავს.

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება Shell-ის და Mobil-ის ძრავის ზეთებზე

„თეგეტა მოტორსს“ მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზე.

ქარელში ცოლის ძმამ სიძე მოკლა

ქარელის მუნიციპალიტეტში ცოლის ძმამ სიძე მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

 
კახა კალაძე ქუთაისში მიმდინარე აქციაზე: დაპირისპირება არ იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა ეს კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

გიგი უგულავა: ქუთაისიდან ჩვენი მთავარი გზავნილია დაგვიბრუნონ პროპორციული არჩევნები

"თუ  დღეს ხმა არ ამოვიღეთ უზურპაცია ისე გაფორმდება, რომ 2040 წლამდე შეიძლება ვერაფერი მოვახერხოთ“, -ამის შესახებ "ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“  საინვესტიციო გეგმები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა.

მიხეილ ჩხენკელი: განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა.

 

კახა კალაძე: 2020 წელს გლდანში გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება

გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ რაიონის მცხოვრებლებს, გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. 

 
რუსეთმა „მალაიზიური ბოინგის“ ჩამოგდების საქმეზე მთავარი მოწმე გააქცია

მოსკოვი თავისი დეზინფორმაციული ომით მარცხის წინაშე დგება.

ვიქტორ დოლიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ნიკოლას ფლორისთან  შეხვედრა გამართა.  

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ს/გზის კმ99-კმ126 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რე|ბანკის საახალწლო აქცია

რე|ბანკი ტოპ|ქარდის მომხმარებლებს საახალწლოდ განვადების გაორმაგებულ ვადებს სთავაზობს, ხოლო მათ, ვისაც ტოპ|ქარდი ჯერ არ აქვს, ბარათის აღების  შემთხვევაში 50-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ*.

შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე გამართული ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

 

პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. 

ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.