გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, როგორც ეკონომიკური ისე ფინანსური სტაბილურობა "

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიერ ლარის კურსთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განცხადა, რომ მისი ცვლილება პირდაპირ არა მარტო ქართულ ეკონომიკას არამედ სავაჭრო პარტნიორებს უკავშირდება.

თუმცა, მისი განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლარის კურსი ასე მერყეობდეს.


„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ პატარა და აბსოლუტურად ღია ეკონომიკა. უნდა ვიცოდეთ, რომ ლარის კურსის მერყეობა, ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული, არა მარტო ქართულ ეკონომიკასთან, არამედ იმასთან, რაც ხდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლარის კურსი ასე უნდა მერყეობდეს. ეს ერთი. მეორე: რა თქმა უნდა ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ლარის გაუფასურებას აქვს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი ეფექტი, როგორც ჩვენს მოსახლეობაზე, ასევე, ჩვენს ეკონომიკაზე. პირველ რიგში ეს არის ფიზიკური პირები და კომპანიები, რომლებსაც უცხოურ ვალუტაში აქვთ სესხი. ლარის გაუფასურების პირობებში, ეს ადამიანები პირდაპირი შოკის და სოციალური რისკის ქვეშ დგებიან, რაც პირდაპირი მოტივია ჩვენთვის, რომ ეფექტურად გავაგრძელოთ ლარიზაციის პროცესი. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ფაქტი.


შემდგომ, მეორე ნაწილი, რაზეც ლარის გაუფასურება პირდაპირ გავლენას ახდენს, ეს არის ფასები. აქ კიდევ უფრო მეტ სოციალურ რისკებს ვიღებთ. ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა ეს არის ის ძირითადი ამოცანა, რომელზეც უნდა იყოს კონცენტრირებული, როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის და მათი პარტნიორობის ძირითადი მიზანი. მე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეროვნულ ბანკთან მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობით და კოორდინირებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, როგორც ეკონომიკური, ისე ფინანსური სტაბილურობა და ეს შესაძლებელია. ამის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ბიზნესგარემოს სტაბილურობაც და კიდევ ბევრი რამ.


შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ კოორდინირებული მუშაობა, ეს არის ძირითადი პრინციპი, როდესაც როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე მთავრობამ, თავთავისი ფუნქციები უნდა შეასრულონ. ჩვენ უნდა შევძლოთ, როგორც მინიმუმ, პროგნოზირებადი და რბილი გავხადოთ ლარის კურსის მერყეობა. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ხაზგასმით უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ პატარა და ღია ეკონომიკა და შრომა მოგვიწევს ძალზედ ბევრი. ასევე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შევქმნათ მითები. ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს მითები, მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ლარის კურსის მოულოდნელი გამყარების ან რაღაც მსგავსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ეს ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე. სხვა არაფრის ხარჯზე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ქვეყნის საგარეო ვალი გაიზარდა ბოლო 7 წლის განმავლობაში მხოლოდ 7-8%-ით.


ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 2012 წელს საგარეო ვალი გაზრდილი იყო 1 მილიარდზე მეტით და შესაბამისად, ეს უბრალოდ არჩევანია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ეკონომიკა არის ჯანსაღი, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვწევს და უნდა გვქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ ის დავიცვათ სერიოზული რყევებისგან. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ყველანაირი ინსტრუმენტი და უნდა ვიყოთ ეფექტურები, ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ეროვნულ ბანკთან ერთად თანამშრომლობით.


რა თქმა უნდა, ჩვენი ბიზნესგარემო უნდა იყოს პროგნოზირებადი, იმისთვის, რომ ჩვენმა ბიზნესმა შეძლოს როგორც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე ბიზნესი უნდა იყოს უფრო ძლიერი. ძლიერი ბიზნესი არის ეკონომიკის ძლიერი და სტაბილური პროგნოზირებადი ეკონომიკის საფუძველი, ისევე როგორც სამუშაო ადგილების ზრდის საფუძველი.“-განაცხადა გიორგი გახარიამ.


 


გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნათია თურნავა: ბევრ სოფელში თავიდან არ სჯეროდათ, როდესაც გაზის გაყვანას დავპირდით, რადგან ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ მომხდარა

"გამიმართლა, რომ ჩამბარდა ისეთი უწყება, სადაც ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მოსახლეობისთვის", -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

გიორგი გახარია სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

რუსეთის საგარეო უწყებას კვლავ სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კვლავ სერგეი ლავროვმა დაიკავა.

ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეთის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

 

 

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები შეიქმნას

"მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები შეიქმნას, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის", - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის შესახებ განაცხადა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ვოლსკი: გამოყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის სფიჩრაითერი და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი იყო

„ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები იმ რაოდენობის შეკითხვას სვამენ, რომელიც პრაქტიკულად, დროში საშუალებას არ აძლევს ჩვენს დელეგაციას, დელეგაციის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს, პასუხი გასცეს შეკითხვებზე. 2 წუთიც კი არ იყო ამისთვის მიცემული“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ზურაბიშვილმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა.

გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ესტონელ კოლეგას იური რატასს შეხვდა.

დავით ჩიხელიძე: სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, სადაც გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება

„სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, პოზიცია სადაც გამოცდილება პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება“, - ამის შესახებ "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

სოფელ ფშაველში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ნაურდლის მაგისტრალური არხის, №1 წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

„თეგეტა მოტორსისთვის“ 2019 წელი მასშტაბური პროექტების განხორციელებით დაიწყო, კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ქსელის გაფართოების, ისე ინფრასტრუქტურისა და ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით.

ევროპარლამენტარი კუბილიუსი ქართულ დელეგაციას: პარტიის ლიდერები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დამპირდნენ

"თქვენი პარტიის ლიდერები დამპირდნენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადახვიდოდით", - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ვროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას.

ნათია თურნავა: რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიან.

არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდა.

კლუბ "ბასიანთან" მომხდარ თავდასხმაზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.

კახა კუჭავა ევროპარლამენტარებს: თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი

„ზოგიერთი წამოწეული საკითხი ცხადყოფს, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ევროპარლამენტარების კრიტიკას საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარი: საქართველოს ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ვერ შეასრულა და ეს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს

ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობას შემაშფოთებელი უწოდა.