დავით ზალკალიანი : ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას სათანადო შეფასება აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან

„ყველა ფორმატი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნა არის მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა იყოს რაც შეიძლება პრიორიტეტული", - განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები აქვს და პარადოქსულია, რომ ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეიყვანისთვის სწორედ ამ მიმართულებას იყენებენ.


„პარადოქსულია, რომ ის მიმართულება სადაც ჩვენ გვაქვს ყველაზე ხელშესახები შედეგები, არის გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ სიცრუეში და აცხოვრონ სიყალბეში, წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ჩვენ საგარეო პოლიტიკურ კურსში გვაქვს პრობლემები. მე ფაქტებით ვისაუბრე ჩვენს საკომიტეტო მოსმენაზე, ამის შესახებ იყო საუბარი ფრაქციებთან შეხვედრაზე, ასევე დღევანდელ შემაჯამებელ გამოსვლაში იმ ძირითად პრიორიტეტებზე საუბრისას, რომელიც  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაასახელა.


საქართველო ყველა უმაღლეს ტრიბუნას იყენებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას და უკანონო ქმედებებს აქვს სათანადო შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, თუნდაც ის, რომ ჩვენ როგორც არასდროს, გაცხადებული გვაქვს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ის, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის.


ის, რომ  დღეს ვართ ასოცირებული წევრი და გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი უნდა, გვაქვს საგზაო რუკა, მივდივართ ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებისკენ, ნატოს, როგორს ყველაზე მოწინავე ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის - ყველაფერი  ეს მიანიშნებს  წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე, და მართლაც პარადოქსია, რომ ჩვენი ოპონენტები ამას ისევე  როგორც სხვა თემებს, იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ სიცრუეში“,- განაცხადა მინისტრმა.


 



 
 
 
 
 


 
 
 
 


არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.

PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში "სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის"

დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი - ბიზნესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის ტრენინგების ჩატარების იდეას კომპანია PSP პირველი გამოეხმაურა.

 

პრემიერი: სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერებაში ევროკავშირის მხარდაჭერა გვჭირდება 

"ევროპასთან დღეს ჩვენ გვაკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, გვაქვს წვდომა უზარმაზარ მაღალი სტანდარტების ბაზართან და ეს ყველაფერი თანხმობაში მოდის ჩვენს პოლიტიკურ მისწრაფებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.

ლეშეკ ბალცეროვიჩი: ინვესტიციების მაღალი დონის გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს

„საქართველოში რეგლამენტები სწორია, რეგულაციები სწორია, რაც მრავალი ინდიკატორით არის ნაჩვენები და აღნიშნული უნდა შენარჩუნდეს“ - ამის შესახებ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ ფარგლებში განაცხადა.

აპრილში მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაიწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება.

 

ხარაგაულში ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება. 

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ავტომობილების მოძრაობა აღდგა კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე. 

ივანე მაჭავარიანი: მომდევნო წლების პრიორიტეტი სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება

"მომდევნო წლების პრიორიტეტი ფისკალური კუთხით სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა შექმნეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი (NIAID) პრეპარატების მწარმოებელ კომპანია Moderna-სთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც ადამიანებზე დასატესტად მზადდება.

პრემიერი: ჩვენი ეკონომიკის საფუძველი არის ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის

"ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს".

"საქნახშირი" განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირი" ძიძიგურის შახტის შესასვლელის დროებით დახურვის მიზეზს განმარტავს.

თბილისის გარკვეულ ზონებში მეორადი საბურავების და ჯართის რეალიზაცია აიკრძალება

"საცხოვრებელ და რეკრეაციულ  ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, კიდევ ერთი ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის იძულებისა და გამოძალვისთვის  ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისთვის  ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო. 

კახა კალაძე: გლდანში სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა - ამაზე თვალს არ დავხუჭავთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც, შემსრულებელ კომპანიას აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება საკუთარი ხარჯებით დაევალა.

გურჯაანში საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით ისროლეს 

გურჯაანში, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი: საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ეკონომიკის თავისუფლების დონით ევროპაში პირველ ადგილზეა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ წარმოებული ინდექსის „თავისუფლების ბარომეტრი - ევროპა 2019“ მიხედვით, საქართველო ევროპაში 27-ე ადგილზე გავიდა და შეფასების 100-ბალიანი შკალიდან 69.06 ქულა მიიღო, რაც ქვეყნის ახალი ისტორიული მაქსიმუმია.

ყვარელში სანადიროდ წასული ჯგუფის მანქანა ამოტრიალდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სანადიროდ წასული ჯგუფის მანქანა ამოტრიალდა. 

დღეს ხოჯალის ტრაგედიის 28-ე წლისთავია

აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, ხოჯალის მსხვერპლს იხსენებენ.

საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

26-27 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. 

ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავა.