თიანეთში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა გახსნილია

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ზ.მ. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1968 წელს დაბადებულ ო.მ.-ს დანით გულის არეში დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო",-აცხადებენ შსს-ში.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

ე.წ. ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. 

გლდანის პირველ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება.

თბილისის აეროპორტში და წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური, მათი კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, ჯამში, 45,896.34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 319.73 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

წითელ ხიდთან არადეკლარირებული მედიკამენტები ამოიღეს 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს.

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის მუნიციპალიტეტში 6 154 000 ლარს დახარჯავს

"მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უკუმიგრაციაზე დადებითად აისახება. კეთილმოწყობილ სოფლებში დაბრუნების და მიწის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია", - ამის შესახებ ქედის მერიაში აცხადებენ. 

ვახტანგ გომელაური იტალიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

"სპარის" თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.

საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება 

საპროკურორო საბჭოში დღეს მთავარი პროკურორობის 2 კანდიდატს, რაულ გამისონიას და მერაბ გამყრელიძეს მოუსმენენ. 

პენტაგონი ადასტურებს, რომ ავღანეთში ჩამოგდებული თვითმფრინავი ამერიკული იყო

ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ავღანეთში ჩამოგდებული თვითმფრინავი აშშ-ს ეკუთვნოდა.

"სპარის" თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პოლიციამ "სპარის" თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავა. შემთხვევა თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. 

თბილისში "სპარის" თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომელი დაჭრეს. 

დავით ზალკალიანი: ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით,  რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

"თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“.

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო

2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიან სიაში  შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

ლევან იზორია გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად ინიშნება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას თავად განაცხადა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.