ეროვნულმა ბანკმა აჭარაში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

ეროვნულმა ბანკმა აჭარის რეგიონში განხორციელებული შემოწმების ფარგლებში, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნათა დარღვევების გამო, 83 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.

ამასთან,  77 პუნქტს ფულადი ჯარიმა დაეკისრა.


"ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით,  სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ  სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე,  მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.


საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად, შეამოწმებს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.



ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge.",-აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” ტრენინგები გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარება თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“ -ს ერთობლივი პროექტით გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის  მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს

არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

"ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურაში, ორ კარიერზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაასრულა

ჭიათურაში, სოფელ ზედა რგანში, ორ კარიერზე - ე.წ. კავთელაძეები 2 (4.21 ჰა) და "საშევარდნო“ (6.91ჰა), ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია - შპს "ნეზ გორგიამ" განახორციელა.

თბილისის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ორბელიანის მოედანზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

გიორგი გახარია გერმანიის ელჩს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთს შეხვდა. 

მამუკა ბახტაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის. ამის შესახებ ის, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ნინო ჭელიძე: უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო პროექტი იწყება

„უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო პროექტი იწყება“, - ასე აფასებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე.

გუდიაშვილის მოედანზე რებილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება

თბილისის მერმა მერმა კახა კალაძემ საქართველოს მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა.

აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა +4.9%-ით არის გაზრდილი.

ირაკლი სესიაშვილი: „მილიარდი ევროს ინვესტიცია, ეს არის ეროვნული იდეა, ეს არის ის ეროვნული სიმდიდრე, რომელიც ათწლეულები ჩვენს მომავალ თაობებს აღზრდის“

„ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გამოცხადება და სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობა, სულ სხვა განზომილებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მაია ცქიტიშვილი: „განვაგრძობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მუშაობას“

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს, ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციური ინვესტორის „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედის“ უარით გასტუმრების შესახებ.

სახელმწიფო მინისტრმა ევროსაბჭოს დელეგაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

ასაწონი თამბაქო და ელექტრო სიგარეტი აქციზით დაიბეგრება

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ასაწონი თამბაქოს საკითხი დასარეგულირებელია და ის აქციზით უნდა დაიბეგროს.

მაია ცქიტიშვილი: ბიუჯეტის შედგენისას მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა  

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობის გამოცხადების დღიდან, აქტიურ რეჟიმში მუშაობს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე.

ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე - ეს იქნება დასავლური ტიპის სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება დასავლური ტიპის სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი”, - განაცხადა ტელეკომპანია იმედის ეთერში ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა.

დამაბინძურებელი ნივთიერებების ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს.

გამყიდველის მიერ ნაცემ მყიდველ ქალს ტვინის შერყევა დაუდგინეს

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე მხარეები პოლიციამ დაადგინა. ქალი კი, რომელიც გამყიდველმა სცემა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ბილაინი რეგიონის უმნიშვნელოვანესი რეკლამის ფესტივალის Ad Black Sea-ს პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი Ad Black Sea 2019 -ის პარტნიორია.

არჩილ თალაკვაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის ინვესტიცია საქართველოს მომავალში

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის ინვესტიცია საქართველოს მომავალში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა.