შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის ინიციატივით, შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კერძოდ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის ინიტიატივით, შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანის, საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთის და ბულგარეთის პარლამენტების ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მონაწილეობით ჩატარდა.



„ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმართება, არის უპრეცედენტო. პირველად ხდება, როდესაც შავი ზღვის აუზის, ნატოს წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების აპარატის ხელმძღვანელები იკრიბებიან და იწყებენ მსჯელობას იმ საერთო გამოწვევების, შესაძლებლობების განხორციელების თვალსაზრისით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სამომავლო რეგიონულ თანამშრომლობას. ამ ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს ქოლგის ქვეშ და მათთან პარტნიორული ურთიერთობით ტარდება“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.



მან მადლობა გადაუხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მის გენერალურ მდივანს ისევე, როგორც თითოეული ქვეყნის დელეგაციას იმისთვის, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, ქართული მხარის მიერ გაჟღერებული ინიციატივა მხარდაჭერილი იქნა.



ასევე,  იმედი გამოთქვა, რომ ეს არის საწყისი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული თანამშრომლობისა.
„ვიმედოვნებ, რომ ეს ორი დღე იქნება არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის არამედ, იმ საერთო მიზნების დანახვის შესაძლებლობის მომცემი, რაზეც კონკრეტულ ნაბიჯებს დავგეგმავთ და უახლოეს მომავალში დავიწყებთ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.



დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.



„ადამიანური ურთიერთობები არის წინაპირობა სახელმწიფოებს შორის კარგი და ეფექტური თანამშრომლობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის აპარატებს შორის ურთიერთობა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირად აპარატის თანამშრომლები გადაწყვეტილების მომზადებამდე უფრო მეტ და პრაგმატულ სამუშაოს ასრულებენ და ამით გვეხმარებიან იმ სწორ გადაწყვეტილებებში, რასაც საბოლოო ჯამში პოლიტიკურ დონეზე ვიღებთ. მოხარული ვარ, რომ ასეთი საინტერესო ინიციატივის რეიალიზება მოხდა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, დეივიდ ჰობსის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ თებერვალში გაჟღერებული იდეა თავიდანვე იმედისმომცემი იყო და ამ იდეის რეალიზებისათვის, უდიდესი ენთუზიაზმი და ენერგია იქნა მიმართული.



„დემოკრატიის გზაზე დამდგარ ქვეყნებს სჭირდებათ დემოკრატიული პრაქტიკის და შესაბამისი ინსტიტუციების გაღრმავება. ჩვენ დავიწყეთ პარლამენტის წევრებთან მუშაობა და თავიდანვე, სრულიად ნათელი იყო, რომ ვერ მივაღწევდით წარმატებას თუ კი არ ვიმუშავებდით ადმინისტრაციებთან და პარლამენტის სტრუქტურებთან. პარლამენტის აპარატის ფუნქციონირება, ეს არის საუკეთესო გზა მთელს მსოფლიოში. თუ ამას სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ, მაშინ ვერ მივაღწევთ წარმატებას. დიდი იმედი მაქვს რომ დისკუსიები, რომელიც ამ ორი დღის განმავლობაში გაიმართება კიდევ უფრო ნათელს მოჰფენს ჩვენს მიზნებსა და ამოცანებს. მე ვარ უკიდურესად ოპტიმისტურად განწყობილი“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა.



სამუშაო შეხვედრისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და პარლამენტების თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში ადმინისტრაციის როლზე იმსჯელეს.



„სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებს, როგორც ნატოს წევრ ასევე, ასპირანტ ქვეყნებს წვლილი შეაქვს საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერებასა და განვითარებაში მთელს ევროატლანტიკურ სივრცეში ისევე, როგორც მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით კი, შავი ზღვის რეგიონში. მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ურთიერთობა შესაბამისი ქვეყნების პარლამენტებსა და მის აპარატებს შორის, რათა გაძლიერდეს შავი ზღვის და ნატოს ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების ადმინისტრაცია, მათი კავშირები ნატოსთან. ამისათვის საჭიროა განსაზღვროთ ზოგადი და საერთო ღირებულებები, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ და მოვაქციოთ ეს ყველაფერი ნატო-ს საპარლამენტო ქოლგის ქვეშ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


შეხვედრის მონაწილეები ხვალ რეგიონალურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.


არჩილ თალაკვაძემ ველომარათონში - "დღე ავტომობილის გარეშე" მიიღო მონაწილეობა

"პარლამენტის საშემოდგომო სესიის ათ გამოწვევას, ათ მთავარ სამუშაო საკითხს შორის არის ეკოლოგია და გარემო - ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინიციატივებს ვგეგმავთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

თბილისში 14 წლის გოგო მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

თბილისში, ფონიჭალაში 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. მოზარდი "ნიუ ჰოსპიტალშია" რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

ბექა ლომთაძე რუსი მეტოქე დაამარცახა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა.

თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

23 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო მე-60 ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა მესამოცედ იმართება.

"ნონას თასი 2019" საზეიმოდ გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

 

მაია ბითაძე აქციას დღე მანქანის გარეშე შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის "დღე მანქანის გარეშე" მხარდასაჭერად გაიმართა.

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ნმოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ტ. თბილისში დააკავეს.

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება. ორგანიზტორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღეს ავტომობილების გარეშე გამოვიდნენ ქალქში. 

კახეთში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.

დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი პირის  მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"თუ ვერ ვცვლით ხეილუფლებას მაშინ ის უნდა დავაბათ" - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

რომან გოცირიძე: მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი

„მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფეისბუკ გვერდზე წერს.

"არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "იმედის" პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო  და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში თბილისში ქარის გამო 30 შეტყობინება შევიდა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.

"დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო"

საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – "დავასუფთაოთ მსოფლიო" ურთდება. კამპანიის პარალელურად, საქართველოში პროექტი - "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ხორციელდება.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მეხუზლას შეხვდა და რთველის მიმდინარეობისა და ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.