დავით ზალკალიანი: საქართველოს მთავარობა მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ალიანსში გაწევრიანების გზაზე 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით, საერთაშორისო კონფერენციის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

„მაკკეინი საქართველოს ნამდვილი მეგობარი და მისი ინტერესების დამცველი იყო  და საქართველოს მიმართ  მეგობრობას  ის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან ავლენდა. საელჩოში მუშაობის პერიოდში მე მას რამდენჯერმე შევხვდი.  მას მართლაც საინტერესო ხედვები ჰქონდა საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკური  პერსპექტივების შესახებ“ - ასე მიმართა ზალკალიანმა სენატორ მაკკეინის მეუღლეს სინდი მაკკეინს.


მინისტრის თქმით, სწორედ სენატორ მაკკეინის მიერ გაწეული ძალისხმევისა წყალობითა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს და ვითარდება.


„თუ 10 წლის წინანდელ საქართველოს დღევანდელ სიტუაციასთან შევადარებთ, პროგრესი მართლაც შთამბეჭდავია“ - აღნიშნა ზალკალიანმა. როგორც მან განაცხადა, საქართველო ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანაა და თავისი საბოლოო მიზნის - წევრობის მისაღწევად მას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს, კერძოდ,  ევროპული სამეზობლო პოლიტიკა,  ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნულ პროგრამა.


ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ინტენსიურ ხასიათს ატარებს და კონკრეტულ შედეგებში ვლინდება.


ამ კუთხით, მინისტრის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ალიანსის რეკომენდაციების შესაბამისად გატარებული  რეფორმები.


საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა და საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში საკუთარი წვლილის შეტანას განაგრძობს.


„საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანაა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ნატოს დროშის ქვეშ ამაყად დგანან მოკავშირეთა ჯარისკაცების გვერდით და წარმატებით ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს“ - განაცხადა ზალკალიანმა.


დავით ზალკალიანის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, ასახულია მთელ რიგ საპარლამენტო რეზოლუციებში და  ახალი მთავრობის პროგრამაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.    


„საქართველოს მთავარობა მზადაა გადადგას კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე,“ - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


 


არჩილ თალაკვაძემ ველომარათონში - "დღე ავტომობილის გარეშე" მიიღო მონაწილეობა

"პარლამენტის საშემოდგომო სესიის ათ გამოწვევას, ათ მთავარ სამუშაო საკითხს შორის არის ეკოლოგია და გარემო - ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინიციატივებს ვგეგმავთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

თბილისში 14 წლის გოგო მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

თბილისში, ფონიჭალაში 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. მოზარდი "ნიუ ჰოსპიტალშია" რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

ბექა ლომთაძე რუსი მეტოქე დაამარცახა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა.

თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

23 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო მე-60 ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა მესამოცედ იმართება.

"ნონას თასი 2019" საზეიმოდ გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

 

მაია ბითაძე აქციას დღე მანქანის გარეშე შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის "დღე მანქანის გარეშე" მხარდასაჭერად გაიმართა.

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ნმოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ტ. თბილისში დააკავეს.

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება. ორგანიზტორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღეს ავტომობილების გარეშე გამოვიდნენ ქალქში. 

კახეთში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.

დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი პირის  მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"თუ ვერ ვცვლით ხეილუფლებას მაშინ ის უნდა დავაბათ" - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

რომან გოცირიძე: მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი

„მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფეისბუკ გვერდზე წერს.

"არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "იმედის" პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო  და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში თბილისში ქარის გამო 30 შეტყობინება შევიდა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.

"დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო"

საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – "დავასუფთაოთ მსოფლიო" ურთდება. კამპანიის პარალელურად, საქართველოში პროექტი - "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ხორციელდება.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მეხუზლას შეხვდა და რთველის მიმდინარეობისა და ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.