„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ სტატია დააკორექტირა საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ

სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“, დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.

„გიორგი გახარია, რომელსაც ოპოზიციამ ადრე „მოსკოვის კაცის“ იარლიყი მიაკრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. მას აბრალებენ ანტი-სამთავრობო პროტესტის ძალადობრივი დარბევის ორკესტრირებას, რომლის მონაწილეთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ.


საქართველოს პარლამენტმა კვირას წინააღმდეგობრივი ფიგურა დანიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თბილისში გამოწვეული საპროტესტო მოვლენების შემდეგ. 98 კანონმდებელი მომხრე იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია გამხდარიყო მთავრობის მეთაური, ხოლო ოპოზიციამ - რომელმაც მას „მოსკოვის კაცის“ იარლიყი მიაკრა - კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა.


გახარიას ფართო მასებში მიიჩნევენ ივნისის თვეში საქართველოს ანტი-სამთავრობო პროტესტის ძალადობრივი დაშლის მთავარ არქიტექტორად.


პროტესტი გამოიწვია რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრის სიტყვით მიმართვამ მისივე მშობლიურ რუსულ ენაზე საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან. თუმცა, გახარია ოპოზიციის პრეტენზიების უარყოფას ცდილობდა. მოსკოვთან მჭიდრო კავშირების საპირწონედ ის აპელირებდა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე.


„ყველანი ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემა, გამოწვევაა და ბოროტებაა“, - განაცხადა გახარიამ.


„საქართველოს საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების განზომილების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ქვეყნის პრო-დასავლური ორიენტაცია ისევე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია... შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს თანამშრომლობას საზღვარი არ გააჩნია“, - დასძინა გახარიამ.


„ბოლო მარიონეტი“


ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა მიზანში ამოიღეს ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ლიდერი, რომელმაც წინა ორშაბათს წამოაყენა გახარიას კანდიდატურა და მისით ჩაანაცვლა 2 სექტემბერს გადამდგარი მამუკა ბახტაძე.


„გახარია იქნება ივანიშვილის ბოლო მარიონეტი პრემიერ-მინისტრის სავარძელში“ განაცხადა ოპოზიციური პარტიის „გაერთიანებული ეროვნული მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ კორესპონდენტთან საუბრისას.


„ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა დემოკრატიასთან შეუფერებელია და ყველა ქართული დემოკრატიული ან პრო-დასავლურ პარტია გააერთიანებს ძალებს მომდევნო წლის საპარლამენტო არჩევნებში მის დასამარცხებლად“, - დასძინა მან.


პროტესტის ათობით მონაწილე შეიკრიბა პარლამენტის შენობის გარეთ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „არ დავნებდებით“, - წერს „დოიჩე ველე“.


ბექა ლომთაძე რუსი მეტოქე დაამარცახა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა.

თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

23 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო მე-60 ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა მესამოცედ იმართება.

"ნონას თასი 2019" საზეიმოდ გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

 

მაია ბითაძე აქციას დღე მანქანის გარეშე შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის "დღე მანქანის გარეშე" მხარდასაჭერად გაიმართა.

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ნმოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ტ. თბილისში დააკავეს.

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება. ორგანიზტორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღეს ავტომობილების გარეშე გამოვიდნენ ქალქში. 

კახეთში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.

დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი პირის  მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"თუ ვერ ვცვლით ხეილუფლებას მაშინ ის უნდა დავაბათ" - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

რომან გოცირიძე: მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი

„მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფეისბუკ გვერდზე წერს.

"არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "იმედის" პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო  და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში თბილისში ქარის გამო 30 შეტყობინება შევიდა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.

"დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო"

საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – "დავასუფთაოთ მსოფლიო" ურთდება. კამპანიის პარალელურად, საქართველოში პროექტი - "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ხორციელდება.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მეხუზლას შეხვდა და რთველის მიმდინარეობისა და ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

ციხელაშვილი: ცხინვალი სრულ იზოლაციაშია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. 

ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-ში 270 შეტყობინება შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უამინდობით გამოწვეული პრობლემების დახმარების მიზნით შესულ განცხადებებზე განცხადებას ავრცელებს.