საქართველოს საგარეო მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და მის უკრაინელ კოლეგას, ვადიმ პრისტაიკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

დავით ზალკალიანმა ვადიმ პრისტაიკოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. მხარეებმა დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავების სურვილი, მათ შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.


დავით ზალკალიანმა ვადიმ პრისტაიკოს საუბრისას,ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერას და აღნიშნეს რომ საერთო გამოწვევების კუთხით მიმართავენ ერთობლივ ძალისხმევას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.


საუბრის ბოლოს, მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს სამომავლო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა.


მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიებით სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება

მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიებით სხვადასხვა სამუშაო დაფინანსდება.

ეკატერინე მიქაბაძე: საინვესტიციო ფონდების კანონი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ინვესტორების შემოსვლას

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ  „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტი მოიწონა, რომელიც კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

გია ვოლსკი: გიორგი მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

ოთო კახიძე: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთო კახიძის თქმით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება.

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.

მზია გიორგობიანი დეცენტრალიზაციაზე: ყველა ნაბიჯი, მიმართული იქნება თვითმმართველობების გასაძლიერებლად

"გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები" - აღმოსავლეთ პარტნიორობის სემინარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მიიღო მონაწილეობა.

ლევან დავითაშვილი: დაცული ტერიტორიების ხარისხიანი მართვა ჩვენი პრიორიტეტია

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ორი კანონპროექტი. ეს კანონპროექტებია: "ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" და "ბორჯომ ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ".

გაბუნია: "სითი პარკისადმი" მოქალაქეთა საჯარიმო დავალიანებასთან დაკავშირებით თბილისის მერის ინიციატივას, მივესალმებით

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომრე ზაზა გაბუნია,"სითი პარკის" ჯარიმების ამნისტირების საკითხზე თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება.

ომბუდსმენი აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში" მიმდინარე მოვლენების გამო.

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან  გაფორმებული ხელშეკრულებების შესწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

 

საბურთალოს რაიონში არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა

საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ქედის მუნიციპალიტეტში პროექტი - "მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში" აქტიურ ფაზაში შედის

GIZ-ის მიერ მხარდაჭერილი საპილოტე პროექტი 2020 წელს დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში (რომელიც 3 სოფელს მოიცავს - ჭინკაძეები, ჭალახმელა, დოლოგანი) განხორციელდება.

ციხელაშვილი: ოკუპირებულ ცხინვალში ჰუმანიტარული კრიზისი მძიმდება

"დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება", - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილ ვითარებას.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმებით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 21 თებერვლიდან რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიით განახლდება. 

იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი, სავარაუდოდ, გაიზრდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შეხვედრაში გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი მონაწილეობს

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ლაშა ლობჯანიძე ევროკომისიის მიწვევით ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც კლიმატის დირექტორატის მიერ ორგანიზებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება

კომპანია „თბილისი ენერჯიმ“, უსაფრთხოების ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად, დედაქალაქის მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრები დაიწყო.

მანდატურის სამსახურის უფროსი მომავალ მანდატურებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატთა პირველი ნაკადის მოსამზადებელი კურსი დაიწყო.

მოქალაქეებს "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს კომპანია "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ.

საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნა.