ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის „DAMEN“ - ის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან

მსხვილი ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის „DAMEN“ - ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან.

ვიზიტის დროს ისინი ადგილზე შეისწავლიან გემთსაშენი საწარმოსთვის შერჩეულ ინფრასტრუქტურას, რის შემდეგაც ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატს შეარჩევენ.


აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნიდერლანდური კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე, რომელიც „DAMEN“ - ის შტაბ - ბინაში გაიმართა.


ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ვასილ ვაშაკიძე.  


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართული მხარის მიერ სპეციალურად კომპანია “DAMEN“-ისთვის მომზადებული საინვესტიციო შეთავაზება, რომელიც საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, დიდ ყურადღებას უთმობს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტულია გემთმშენებელი წარმოებისა და საზღვაო ხომალდების სარემონტო სერვისების შექმნა. „ჩვენ მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ ისეთ მსხვილ გემთმშენებელ კომპანიასთან, როგორიცაა “DAMEN“-ი და ერთად ავაღორძინოთ საქართველოს გემთმშენებლობა, რისი დიდი ტრადიციაც გაგვაჩნია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. 


მისი თქმით, საქართველოში ასეთი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო პოტენციალის გაძლიერებასა და ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად გარდაქმნის პროცესს.


აღსანიშნავია, რომ გემთმშენებელ კომპანიასთან პირველი შეხვედრა 2019 წლის იანვარში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა.


 


„საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ნათია თურნავასთან ერთად აზერბაიჯანს ესტუმრა

„საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე 17-18 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და მის მოადგილეებთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: Meredian Capital Ltd, ეს ფონდი არის ყაზახური ფონდი და რუსული შავი ფულის სარეცხი მანქანა

„თუ ანაკლიის კონსორციუმში Meredian Capital Ltd-ს შემოსვლაზეა საუბარი, ეს ფონდი არის ყაზახური და რუსული შავი ფულის სარეცხი მანქანა“, - ამის შესახებ ფადი ასლის მრჩეველი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

"სირცხვილიას" საორგანიზაციო ჯგუფი 20 სექტემბერს ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს

აქციების #სირცხვილია საორგანიზაციო ჯგუფი 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე საზოგადოებას ერთწლიან სამოქმედო გეგმას გააცნობს.

თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” ტრენინგები გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარება თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“ -ს ერთობლივი პროექტით გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის  მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს

არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

"ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურაში, ორ კარიერზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაასრულა

ჭიათურაში, სოფელ ზედა რგანში, ორ კარიერზე - ე.წ. კავთელაძეები 2 (4.21 ჰა) და "საშევარდნო“ (6.91ჰა), ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია - შპს "ნეზ გორგიამ" განახორციელა.

თბილისის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ორბელიანის მოედანზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

გიორგი გახარია გერმანიის ელჩს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთს შეხვდა. 

მამუკა ბახტაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის. ამის შესახებ ის, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ნინო ჭელიძე: უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო პროექტი იწყება

„უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო პროექტი იწყება“, - ასე აფასებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე.

გუდიაშვილის მოედანზე რებილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება

თბილისის მერმა მერმა კახა კალაძემ საქართველოს მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა.

აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა +4.9%-ით არის გაზრდილი.

ირაკლი სესიაშვილი: „მილიარდი ევროს ინვესტიცია, ეს არის ეროვნული იდეა, ეს არის ის ეროვნული სიმდიდრე, რომელიც ათწლეულები ჩვენს მომავალ თაობებს აღზრდის“

„ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გამოცხადება და სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობა, სულ სხვა განზომილებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მაია ცქიტიშვილი: „განვაგრძობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მუშაობას“

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს, ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციური ინვესტორის „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედის“ უარით გასტუმრების შესახებ.

სახელმწიფო მინისტრმა ევროსაბჭოს დელეგაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

ასაწონი თამბაქო და ელექტრო სიგარეტი აქციზით დაიბეგრება

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ასაწონი თამბაქოს საკითხი დასარეგულირებელია და ის აქციზით უნდა დაიბეგროს.

მაია ცქიტიშვილი: ბიუჯეტის შედგენისას მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა  

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობის გამოცხადების დღიდან, აქტიურ რეჟიმში მუშაობს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე.

ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე - ეს იქნება დასავლური ტიპის სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება დასავლური ტიპის სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი”, - განაცხადა ტელეკომპანია იმედის ეთერში ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა.

დამაბინძურებელი ნივთიერებების ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს.

გამყიდველის მიერ ნაცემ მყიდველ ქალს ტვინის შერყევა დაუდგინეს

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე მხარეები პოლიციამ დაადგინა. ქალი კი, რომელიც გამყიდველმა სცემა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.