არჩილ თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს, ბროკ ბირმანს შეხვდა.

 


შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.


არჩილ თალაკვაძემ USAID-ის მიერ ჩვენს ქვეყანაში გაწეული საქმიანობის, ასევე, მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ბროკ ბირმანს მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა, საქართველოს პარლამენტის მთავარი სამუშაო საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. არჩილ თალაკვაძე სტუმარს მართლმსაჯულების სფეროს და საარჩევნო რეფორმებზე, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის შესახებ ესაუბრა.


ბროკ ბირმანის განცხადებით, USAID გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.


ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინიციატივით და მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება.

"საქართველოს რკინიგზა" ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის

მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან სს "საქართველოს რკინიგზა" ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის. ყოველდღიური, დღეგამოშვებით არსებული ჩქარი, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში გარკვეული ცვლილებები შედის.

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სურსათის უვნებლობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია "ბერლინ-ხემის" წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა

PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა.

ბაღების მართვის სააგენტომ 500 000-მდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა.

 
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. 

სიმონ ნოზაძე: ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ მისთვის 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდება მიუღებელი იყო. 

მედიააკადემიის საჯარო ლექცია - საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიის როლი კონფლიქტების მოგვარებაში

როგორ გავაშუქოთ საერთაშორისო კონფლიქტები, რა უნდა ვიცოდეთ დიპლომატიასა და საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ - ამ თემაზე პრაღიდან დაბრუნებულმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მედიააკადემიაში საჯარო ლექცია გამართა.

ქრთამის აღების ბრალდებით ქედის მერიის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თ. დააკავეს.

დღეს იუსტიციის საბჭოში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს აირჩევენ

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს აირჩევს.

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საურელიო ჩიკოის შეხვედრა გაიმართა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას გამართავენ

დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

ქეთევან ციხელაშვილი ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტზე: ვთხოვე პარტნიორებს გააძლიერონ ძალისხმევა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტს კრიტიკულ ჰუმანიტარულ საკითხს უწოდებს და საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დავით მათიკაშვილი დავით ჯანდიერს: ევროსასამართლო უთითებს ინფორმაციის გავრცელებაზე ან კრიტიკაზე და არა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე

„ევროსასამართლო უთითებს ინფორმაციის გავრცელებაზე ან კრიტიკაზე და არა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე. რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, არ არის ხელისუფლების კრიტიკა. ეს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი მოწოდებაა, რაც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით”, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშილი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრატისლავაში ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტივიჩს შეხვდა.

დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩუსთან შეხვედრა გამართა. 

ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალზე: ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები ჰყოფს

"ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები და ფიზიკური ბარიერები ჰყოფს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრატისლავაში ეუთო-ს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შეადრებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით.

გიორგი ცუცქირიძე: სამ კვირიანი აქციების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული ოპოფლანგის მიერ ორგანიზებული მიტინგების კუდი არც ისე გრძელვადიანი აღმოჩნდა

„ფაქტიურად სამ კვირიანი აქციების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული ოპოფლანგის მიერ ორგანიზებული მიტინგების კუდი არც ისე გრძელვადიანი აღმოჩნდა და ქართული ე.წ მედასავლეთე ოპოზიციაც მორიგი ფიასკოს წინაშე აღმოჩნდა“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის განცხადებით, ექიმის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

 საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის, ირინა გაფრინდაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ექიმის გათავისუფლების შესახებ ე.წ. ფეიკნიუსია.