გრიგოლ ფერაძის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავს მიეძღვნა I საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია”

საერთაშორისო კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.


„ჩვენთვის საამაყოა, რომ გრიგოლ ფერაძის რანგის ადამიანები გვყავდა საქართველოში, რომელიც გახდა სიმბოლო ევროპეიზმის, სიმბოლო ჰუმანიზმის. ეს არის ერთგვარი სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი იყო კარგი მეცნიერი, კარგი მკვლევარი, პატრიოტი. წმინდა გრიგოლ ფერაძე გახლდათ ის ადამიანი, ვინც იარაღით ხელში შეებრძოლა რუსეთის ოკუპაციას, ებრძოდა მეთერთმეტე არმიას. გასაბჭოების შემდგომ საპატრიარქოსთან არსებული კომისია იძულებული გახდა, რომ იგი გერმანიაში სასწავლებლად გაეგზავნა, სადაც ბევრ უნივერსიტეტში მოღვაწეობდა; ბონის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, შემდეგ გახდა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი და იყო მკვლევარი. გრიგოლ ფერაძე იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჰუმანისტურ იდეებს,“- განაცხადა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მოუყვა ისტორია, თუ როგორ ელოდნენ ქართველი ემიგრანტები ევროპაში პირველ ქართველ მღვდელს გრიგოლ ფერაძეს, რომელიც მონათლავდა ემიგრანტთა შვილებს.


მისი თქმით, „გრიგოლ ფერაძემ ის როლი შეასრულა ქართულ ემიგრაციაში, რასაც მუდამ ასრულებდა ქართული ეკლესია საქართველოს ისტორიაში - შეინახა ქართული იდენტობა, ქართული სული. მან თავისი მაგალითით, ღირსებით, განათლებით, თავისუფლებით გვაჩვენა, თუ როგორ შეეეჭიდა ტოტალიტარულ სისტემას. ამიტომ გვჭირდება ასეთი ფიგურები ჩვენს ისტორიაში. გრიგოლ ფერაძე იყო ნამდვილი ევროპელი, ნამდვილი ქართველი.“ „გრიგოლ ფერაძე არ იყო მხოლოდ ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება, ის მნიშვნელოვანი იყო პოლონეთის ისტორიისთვის. ის იყო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი მკვლევარი, მხარს უჭერდა ქართულ დიასპორას. გერმანული ოკუპაციის დროს მან გამოავლინა პრინციპულობა. ის ძალიან დიდ ადამიანად ითვლება პოლონეთში. გვახსოვს ეს ადამიანი, გვახსოვს მისი საქმიანობა. ვიმედოვნებ, რომ მისი სამეცნიერო საქმიანობა ისევ გაგრძელდება ქართული და პოლონური თანამშრომლობით,“ - აღნიშნა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა.


კონფერენციაში 50-ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობს საქართველოდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, საქართველოს საპატრიარქო, წმიდა გრიგოლ ფერაძის კავშირი.


„ჩვენი მთავარი მიზანი იყო ურთიერთობის გაღრმავება ევროპასთან, პირველ რიგში კი, ვარშავის უნივერსიტეტთან და დაარსება მუდმივმოქმედი ფორუმისა, რომელიც მიეძღვნებოდა ქართველოლოგიურ კვლევებს და დაუკავშირდებოდა იმ დიდი პიროვნების, წმინდანის სახელს, რომელიც იყო წარმოშობით ქართველი და ცხოვრების წესით ევროპელი და ვისი დამსახურებითაც ევროპამ ბევრი რამ შეიტყო საქართველოს სიძველეთა შესახებ. ეს ფორუმი იქნება მუდმივმოქმედი, წარმატებული და ხელს შეუწყობს საქართველოს და ქართველი ერის უკეთ გაცნობას დასავლეთში,“- განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი ჭეიშვილმა.


წმ. გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ ქართველ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თამილა მგალობლიშვილს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის წმ. გრიგოლ ფერაძის პრემია მიანიჭა. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება და დაიხურება წმინდანის დაბადების დღეს, 13 სექტემბერს ბაკურციხეში.


23-30 სექტემბერს საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით, წელს საქართველოში მეორედ გაიმართება ევროპის სპორტის კვირეული.

არჩილ თალაკვაძემ ველომარათონში - "დღე ავტომობილის გარეშე" მიიღო მონაწილეობა

"პარლამენტის საშემოდგომო სესიის ათ გამოწვევას, ათ მთავარ სამუშაო საკითხს შორის არის ეკოლოგია და გარემო - ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინიციატივებს ვგეგმავთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

თბილისში 14 წლის გოგო მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

თბილისში, ფონიჭალაში 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. მოზარდი "ნიუ ჰოსპიტალშია" რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

ბექა ლომთაძე რუსი მეტოქე დაამარცახა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა.

თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

23 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო მე-60 ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა მესამოცედ იმართება.

"ნონას თასი 2019" საზეიმოდ გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

 

მაია ბითაძე აქციას დღე მანქანის გარეშე შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის "დღე მანქანის გარეშე" მხარდასაჭერად გაიმართა.

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ნმოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ტ. თბილისში დააკავეს.

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება. ორგანიზტორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღეს ავტომობილების გარეშე გამოვიდნენ ქალქში. 

კახეთში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.

დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი პირის  მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"თუ ვერ ვცვლით ხეილუფლებას მაშინ ის უნდა დავაბათ" - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

რომან გოცირიძე: მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი

„მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფეისბუკ გვერდზე წერს.

"არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "იმედის" პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო  და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში თბილისში ქარის გამო 30 შეტყობინება შევიდა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.

"დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო"

საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – "დავასუფთაოთ მსოფლიო" ურთდება. კამპანიის პარალელურად, საქართველოში პროექტი - "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ხორციელდება.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.