საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ეწვევა

12-13 სექტემბერს, თბილისს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი, ნატოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

 


ვიზიტის ფარგლებში მედლინ მუნი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.


დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.


საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართება საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან. მედლინ მუნი ნატოს სამეკავშირეო ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.


პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სოფელ დიდ ხურვალეთში.


ეროვნული ბანკი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსებს ჩარჩოს განვითარების ფარგლებში მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხორციელებას განაგრძობს.

ოპოზიციამ პლენარულ სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პლენარულ სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნით შესვლა სცადეს.

დღეს არსი 31 წლის გახდა

დაბადების დღედ 18 თებერვალი ამ წერილის გამო ავირჩიეთ.

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას გზაზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავანის უღელტეხილზე 20:00 სთ-დან  08:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი მოიხსნა.

POSTV: უნდა დაუბრუნოს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიუჯეტს გიგი უგულავას მერობის პერიოდში გაფლანგული 48 მილიონი? 

უნდა დაუბრუნოს თუ არა ბიუჯეტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიგი უგულავას მერობის პერიოდში გაფლანგული 48 მილიონი? - ამ კითხვით POSTV-მ ოპოზიციას მიმართა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თალაკვაძე: ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი

"ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარადგინა.

 

ქვეყანაში მიმდინარე კლიმატის  ცვლილების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - "კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის მომზადება"  შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თალაკვაძე: სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის

"სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

გიორგი მოსიძე: გუდაურში რთული კრიმინალური სიტუაციაა

დეპუტატ გიორგი მოსიძის შეფასებით, გუდაურში რთული კრიმინალური სიტუაციაა, რაც ტურისტების რაოდენობაზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

ირაკლი კობახიძე: 200 "ნაცი" იდგა ხოლმე აქციებზე, 150 სად გაქრა, ვერ გავიგე

"ადრე 200 "ნაცი" იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა, ვერ გავიგე",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 
გუგული მაღრაძემ "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ მომზადებული ინიციატივა უარყოფითად შეაფასა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე ისაუბრა, რომელიც "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

მდინარაძე: ცუდია, როცა ოპოზიციას არ აინტერესებს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, სადაც საზოგადოებამ უნდა მოისმინოს რა გააკეთა პარლამენტმა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც დღევანდელი სხდომის ბოიკოტს ეხება.

პრემიერი: ირაკლი შოთაძე ღირსეული პროფესიონალია

"ღირსეული პროფესიონალი", - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე.

ბაქოში, ბაზარში გაჩენილი ხანძრისას ათი ადამიანი დაშავდა

ბაქოში "სადარაკის" ბაზარში ხანძრის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ქობულეთის ნაწილს 19 თებერვალს გაზმომარაგება შეუწყდება

19 თებერვლის დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, ქალაქ ქობულეთში, კერძოდ, 9 აპრილის, აღმაშენებლის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, თავისუფლების, თამარ მეფის, ჯორბენაძის, კომახიძის, ლესელიძის, ნინოშვილის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ტაბიძის, ყაზბეგისა და ჯავახიშვილის ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდება.

ოთარ დავითაშვილი: მივესალმებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას – ყვარელში ზურაბ ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება

5 თებერვალს ეროვნული მოძრაობის ლიდერის, ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის დაბადების დღე იყო. ჭავჭავაძეების სახლში, რომელიც დიდმა ნიკო ჭავჭავაძემ ააშენა, ოჯახის წევრები, ზურაბ ჭავჭავაძის მეგობრები ყვარლელები შეიკრიბნენ.

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე უყრიან კენჭს.

შალვა რამიშვილი: პლაგიატმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, მოპარული იდეებით განხორციელებული ხრიკი ოცნების საწინააღმდეგოდ შემოატრიალოს 

„პლაგიატმა სააკაშვილმა გადაწყვიტა მოპარული იდეებით განხორციელებული ხრიკი ოცნების საწინააღმდეგოდ შემოატრიალოს“, - ამბობს POSTV-ის ტოქშოუს „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ ავტორი და წამყვანი.

არჩილ თალაკვაძე: ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის.