თამარ ჩუგოშვილი: ვისურვებდი, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა უფრო მაღალი იყოს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეექვსე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

„კარგად მესმის, თუ რამხელა შრომა, ენერგია, თავდადება და გამბედაობა გაქვთ თითოეულ ქალს ჩადებული თქვენს საქმიანობაში და იმაში, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში იყოთ საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები. ვისურვებდი, რომ ყოველ მომდევნო წელს, ეს შემადგენლობა იყოს უფრო დიდი, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც საკრებულოებში, ასევე საქართველოს პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა იყოს უფრო მაღალი, უფრო სამართლიანი და რაც მთავარია, ნაკლები დაბრკოლებები გვხვდებოდეს ჩვენ ერთად იმ გზაზე, რასაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლობა ჰქვია,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.


თამარ ჩუგოშვილმა დეტალურად ისაუბრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ორ მიმართულებაზე: ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.


„ეს არის ორი თემა, რომელიც ჩვენთვის იყო და არის პრიორიტეტი, განსაკუთრებით ეკონომიკური გაძლიერება, რომელიც წელს შევარჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად. გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის ეს საკითხი კვლავ შეინარჩუნებს მნიშვნელობას და აქტუალობას, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ გქონდეთ შემოსავალი, გქონდეთ სამსახური, გქონდეთ დამოუკიდებლად არსებობის წყარო და შესაძლებლობა. ეს შემდგომ განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის - სურვილს, რომ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა პოლიტიკაში,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, ახლა უკვე, ძალიან ნათლად და მკაფიოდ არის გაწერილი სახელმწიფოს ვალდებულება არსებითი თანასწორობა უზრუნველყოს ქალებსა და კაცებს შორის.


„ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დეკლარაციული ნორმებით და ფრაზებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, არამედ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს თანასწორობა უზრუნველყოფილი იყოს,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


მისივე თქმით, 2017 წლის ბოლოს, ვერ მოხერხდა პოლიტიკური შეთანხმება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც გენდერულად დაბალანსებული საარჩევნო სიების წარდგენას შეეხებოდა, თუმცა, ახლა სხვა რეალობაა, რადგან ხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული.


„ჩვენ, პრინციპში, პოლიტიკურ პარტიებთან შევთანხმდით, რომ მივიღებთ მნიშვნელოვან წამახალისებელ ნორმებს. კანონმდებლობაში ჩავწერთ, რომ პარტია, რომლის საარჩევნო სიაში 30%, ანუ ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის იქნება, მიიღებს დამატებით საბიუჯეტო დაფინანსების 30%-ს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პარტიებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 2020 წელს არჩეული პარლამენტი იქნება ბევრად უფრო წარმომადგენლობითი ქალებისთვის, ვიდრე ეს დღეს არის და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ პროცესს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, იმედი მაქვს, რომ საკრებულოებისთვის 30%-იანი კვოტის გატანა შესაძლებელია. ვინაიდან თვითმმართველობის არჩევნებზე შერეული სისტემა რჩება, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ კვოტების გზით ხელი შევუწყოთ საკრებულოში ქალთა რაოდენობის გაზრდას,“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ წელს მიმდინარეობდა მუშაობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ეკონომიკური პროგრამების ქალებისთვის ხელმისაწვდომობის შესწავლის მიმართულებით.


„პარლამენტი არის აქტიური და მონდომებული იმისთვის, რომ ის პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, რთულად კი არ იყოს ქალებისთვის ხელმისაწვდომი, არამედ იყოს გახსნილი, ღია და მომართული იმისკენ, რომ დაეხმაროს და ხელი შეუწყობს რაც შეიძლება მეტი ქალი ჩართოს ამ პროგრამებში,“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


ჩუგოშვილის განმარტებით, ქალების ეკონომიკურ გაძლიერების საკითხზე მუშაობისას, ყურადღება ასევე გამახვილდა პროფესიულ გადამზადებაზე:


„პროფესიული გადამზადების კვლევა აჩვენებს, რომ თუ სწორად არის გამართული პროგრამები, მაშინ დასაქმების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი - 60%-ზე მეტი და ძალიან ბევრი ქალი, რომელიც გადამზადებას გადის, შემდეგ სამსახურს შოულობს“.


ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ დაგეგმილია შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომელიც ქალებისთვის კერძო სექტორში გარემოს უფრო ხელსაყრელს გახდეს.


მან ასევე ისაუბრა სექსუალური შევიწროების შესახებ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის ინიციატორიც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოა.


საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეექვსე ყოველწლიური კონფერენციის სადისკუსიო პანელში - „ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“  მონაწილეობა მიიღო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმაც, რომელმაც ისაუბრა საბჭოს მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის - „ქალთა ხელმისაწვდომობა სახელმწიფო ეკონომიკურ პროექტებზე” ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე.


ციხელაშვილი: ცხინვალი სრულ იზოლაციაშია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. 

ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-ში 270 შეტყობინება შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უამინდობით გამოწვეული პრობლემების დახმარების მიზნით შესულ განცხადებებზე განცხადებას ავრცელებს.

"ნაცები" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სპორტს იყენებდნენ მხოლოდ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს"

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ყოფილი უფროსი ეკა კვიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გენო პეტრიაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქართველი სპორტსმენების ბოლო პერიოდის უნიკალურ მოღწევებზე ისაუბრა.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.