საქონლის გადაადგილების წესის დარღვევისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილების  წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინეს. 

დაკავებულია ორი პირი.


გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შემოიტანეს 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რომელიც მოაქციეს საბაჟო სასაწყობო რეჟიმში და საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლების გადახდის გარეშე, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების გზით, საქართველოში მისი რეალიზაცია განახორციელეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


ისჯება  8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
 


ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ქონების გასხვისების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას სთავაზობს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ახალ სამთავრობო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელსაც ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები ერთობლივად ამუშავებენ.

თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თურნავა: იუსტიციის სახლებში რეგიონების მოსახლეობას ადგილზე აუხსნიან, რა შესაძლებლობები აქვს ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებს

"ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და ყოველდღიურ მძიმე შრომას ეწევიან, ნუ გაგვიკვირდება, მაგრამ საერთოდ არ იცოდნენ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" შესაძლებლობების შესახებ. პრემიერის ინიციატივით შევქმნით ერთიან ე.წ. ფრონტ-ოფისს",-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "მაესტროს" ეთერში განაცხადა. 

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნათია თურნავა: ბევრ სოფელში თავიდან არ სჯეროდათ, როდესაც გაზის გაყვანას დავპირდით, რადგან ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ მომხდარა

"გამიმართლა, რომ ჩამბარდა ისეთი უწყება, სადაც ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მოსახლეობისთვის", -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

გიორგი გახარია სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

რუსეთის საგარეო უწყებას კვლავ სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კვლავ სერგეი ლავროვმა დაიკავა.

ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეთის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

 

 

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები შეიქმნას

"მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები შეიქმნას, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის", - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის შესახებ განაცხადა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ვოლსკი: გამოყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის სფიჩრაითერი და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი იყო

„ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები იმ რაოდენობის შეკითხვას სვამენ, რომელიც პრაქტიკულად, დროში საშუალებას არ აძლევს ჩვენს დელეგაციას, დელეგაციის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს, პასუხი გასცეს შეკითხვებზე. 2 წუთიც კი არ იყო ამისთვის მიცემული“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ზურაბიშვილმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა.

გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ესტონელ კოლეგას იური რატასს შეხვდა.

დავით ჩიხელიძე: სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, სადაც გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება

„სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, პოზიცია სადაც გამოცდილება პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება“, - ამის შესახებ "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

სოფელ ფშაველში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ნაურდლის მაგისტრალური არხის, №1 წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

„თეგეტა მოტორსისთვის“ 2019 წელი მასშტაბური პროექტების განხორციელებით დაიწყო, კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ქსელის გაფართოების, ისე ინფრასტრუქტურისა და ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით.

ევროპარლამენტარი კუბილიუსი ქართულ დელეგაციას: პარტიის ლიდერები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დამპირდნენ

"თქვენი პარტიის ლიდერები დამპირდნენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადახვიდოდით", - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ვროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას.

ნათია თურნავა: რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიან.

არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდა.