OECD – „საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა“

„საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე ქვეყანაა“, -ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებმა განაცხადეს.

რომელშიც ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, ასევე სხვა სახელწიფო უწყებები, ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


შეხვედრაზე OECD–ის ექსპერტებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების ფარგლებში მიღებული პირველადი მიგნებები, რომლის მიხედვით ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დინამიური ეკონომიკური რეფორმების შედეგად შექმნილი საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული და  OECD–ის წარმომადგენლების განცხადებით, იგი უზრუნველყოფს საქართველოს მაღალ საინვესტიციო მიმზიდველობას საერთაშორისო დონეზე და მას უდავო ლიდერად წარმოაჩენს რეგიონში.


„ის, რაც OECD –ის წინასწარ ანგარიშში იყო წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უსვამს ხაზს  მთავრობის მიერ არჩეულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, იმ რეფორმების მიმდინარეობას, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება და ფართოდ უღებს კარს საერთაშორისო კომპანიებს, რომ მათ წარმატებით განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ალავიძემ.


მისი თქმით, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასება, როგორიც არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იმის პოზიციონირებისთვის, თუ რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის.


 „მათ მიერ გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, მათ შორის, ხაზგასასმელია შეფასება, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებაში  მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. შეხვედრაზე ასევე მივიღეთ  კარგი რეკომენდაციები იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა და ღირსეულად წარვდგეთ OECD–ის მიერ, მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე „OECD–ის ევრაზიის კვირეული - 2020“, “ - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.


„OECD ევრაზიის კვირეული - 2020“ (OECD Eurasia week 2020)  2020 წლის მარტში გაიმართება. ამ მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება, თავის მხრივ უპრეცენდენტო შემთხვევაა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და სამხრეთ კავკასიაში ასეთი საერთაშორისო ფორუმის ჩატარების კუთხით. აღნიშნული კვირეული წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგის პლატფორმას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები, ბიზნესწრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიის წარმომადგენლები, მათ შორის OECD-ის წევრი ქვეყნებიდან, OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის წევრი ქვეყნებისა და ასევე, საერთაშორისო განვითარების პარტნიორი ორგანიზაციების (EBRD, WB  და სხვ.) 300-მდე წარმომადგენელი. აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისა და არსებული ბიზნესგარემოს შესახებ უფრო დეტალური და ვრცელი შეფასებები გაკეთდება.


 


ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

ე.წ. ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. 

გლდანის პირველ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება.

თბილისის აეროპორტში და წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური, მათი კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, ჯამში, 45,896.34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 319.73 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

წითელ ხიდთან არადეკლარირებული მედიკამენტები ამოიღეს 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს.

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის მუნიციპალიტეტში 6 154 000 ლარს დახარჯავს

"მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უკუმიგრაციაზე დადებითად აისახება. კეთილმოწყობილ სოფლებში დაბრუნების და მიწის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია", - ამის შესახებ ქედის მერიაში აცხადებენ. 

ვახტანგ გომელაური იტალიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

"სპარის" თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.

საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება 

საპროკურორო საბჭოში დღეს მთავარი პროკურორობის 2 კანდიდატს, რაულ გამისონიას და მერაბ გამყრელიძეს მოუსმენენ. 

პენტაგონი ადასტურებს, რომ ავღანეთში ჩამოგდებული თვითმფრინავი ამერიკული იყო

ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ავღანეთში ჩამოგდებული თვითმფრინავი აშშ-ს ეკუთვნოდა.

"სპარის" თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პოლიციამ "სპარის" თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავა. შემთხვევა თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. 

თბილისში "სპარის" თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომელი დაჭრეს. 

დავით ზალკალიანი: ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით,  რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

"თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“.

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო

2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიან სიაში  შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

ლევან იზორია გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად ინიშნება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას თავად განაცხადა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.