რომპეტროლის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა

რომპეტროლის კუთვნილმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ულტრათანამედროვე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანა „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა.

საზეიმო ღონისძიებები რუმენეთში, ქალაქ ნავოდარიში გაიმართა, სადაც რომპეტროლმა 11 ქვეყნის მედია წარმომადგენლებს და სტუმრებს უმასპინძლა.

კომპანიამ შეაჯამა 4 ათეული წლის მუშაობის შედეგები, დააჯილდოვა ქარხნის ვეტერანები და თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს „პეტრომიდიის“ განვითარებაში. საიუბილეო  ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია მოწვეული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის და პრესკონფერენცია. მოეწყო მედია ტური ქარხანაში, ზღვის ტერმინალზე და საოპერაციო ოფისში. ღონისძიებების ციკლი დაიხურა გრანდიოზული წვეულებით, რომელსაც 1500-მდე სტუმარი დაესწრო.

თავისი არსებობის მანძილზე ქარხანამ 122,8 მილიონი ტონა პროდუქცია გადაამუშავა. მასშტაბური, კომპლექსური და ეტაპობრივი მოდერნიზაციის შედეგად ბოლო წლებში ქარხნის წარმადობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს დამყარდა 11 საწარმოო რეკორდი, ხოლო  მთელი წლის განმავლობაში გადამუშავდა 5,92 მილიონი ტონა ნედლეული, რაც პეტრომიდიის 40 წლიანი ისტორიის ყველაზე მაღალი შედეგია და ქარხნის ნომინალურ მაჩვენებელსაც კი აღემატება.

კომპანია „რომპეტროლი“ წარმოადგენს ჯგუფ „ქეიემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის  ნავთობკომპანია კაზმუნაიგაზს (KazMunayGaz) ეკუთვნის. KMG რომპეტროლი მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. 11 ქვეყანაში მომუშავე ჯგუფში 6000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.  საქართველოში რომპეტროლი 14 წლის წინ შემოვიდა და ერთ-ერთ ლიდერ ნავთობკომპანიას წარმოადგენს. მისი ქსელი მთელი ქვეყნის მაშტაბით 81 სადგურითაა წარმოდგენილი.

„პეტრომიდია“ სწორედ ის ქარხანაა, საიდანაც რომპეტროლი გადამუშავებულ ევრო-5-ის საწვავს  ქართველ მომხმარებელს აწვდის. როგორც რომპეტროლის პირველი პირები აცხადებენ, საქართველოში კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს -  სოლიდური ინვესტიციის შედეგად ბაზრის წილის 20-დან 25 %-მდე ზრდა, 2020 წლის ბოლომდე 10 ახალი ბენზინ-გასამართი სადგურის გახსნა და დამატებითი სერვისების დანერგვა.

„კომპანია რომპეტროლი ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა ყველა იმ ბაზარზე, სადაც წარმოდგენილია. ვაგრძელებთ განვითარებას საქართველოს ბაზარზეც. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ რომ ჩვენს სადგურებზე მომხმარებლებს საწვავის გარდა სხვა პროდუქტებიც შევთავაზოთ, კერძოდ კი ჩვენი ბრენდის - „ჰეის“ სუპერმარკეტების შემოსვლა საქართველოშიც იგეგმება. ყოველწლიურად რომპეტროლი 60 მილიონამდე კლიენტს ემსახურება და უახლოეს წლებში ამ რაოდენობის ზრდა მოხდება“- გააცხადა რომპეროლის საცალო გაყიდვების მენეჯერმა ანკა ბანჩუმ.

„საქართველო დღეს მზად არის იმისთვის, რომ სრულად უზრუნველყოს ევროპული სტანდარტის მიწოდება. ჩვენი მთავარი ქარხანა ევროკავშირში მდებარეობს და შესაბამისად მხოლოდ ევროპული სტანდარტის პროდუქციას ვაწარმოებთ. ჩვენს ზოგიერთ კონკურენტს საქართველოს ბაზარზე მოუწევს გარკვეული ცვლილებების გატარება, მათ შორის მიმწოდებლების შეცვლის კუთხით, თუმცა ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან უკვე წლებია საქართველოს ევრო 5 სტანდარტის საწვავს ვაწვდით“- აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.

ჯგუფის მფლობელობაშია ასევე, მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ვეგა“, რომელსაც 114 წლიანი ისტორია აქვს. იგი კლასიკური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ნახევრად გადამუშავებული ნავთობ პროდუქტების მწარმოებელ და  მომწოდებელ კომპანიად გადაიქცა, რომელიც სრულყოფს „პეტრომიდიას“ მიერ მიწოდებულ ნახევრად გადამუშავებულ ნავთობპროდუქტს. 

KMG თრედინგ AG-ის მეშვეობით, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს, ჯგუფი გახდა ლიდერი ნავთობ ბაზარზე, რომელიც ოპერირებს შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში. 


23-30 სექტემბერს საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით, წელს საქართველოში მეორედ გაიმართება ევროპის სპორტის კვირეული.

არჩილ თალაკვაძემ ველომარათონში - "დღე ავტომობილის გარეშე" მიიღო მონაწილეობა

"პარლამენტის საშემოდგომო სესიის ათ გამოწვევას, ათ მთავარ სამუშაო საკითხს შორის არის ეკოლოგია და გარემო - ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინიციატივებს ვგეგმავთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

თბილისში 14 წლის გოგო მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

თბილისში, ფონიჭალაში 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. მოზარდი "ნიუ ჰოსპიტალშია" რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

ბექა ლომთაძე რუსი მეტოქე დაამარცახა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა.

თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

23 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო მე-60 ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა მესამოცედ იმართება.

"ნონას თასი 2019" საზეიმოდ გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

 

მაია ბითაძე აქციას დღე მანქანის გარეშე შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის "დღე მანქანის გარეშე" მხარდასაჭერად გაიმართა.

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ნმოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ტ. თბილისში დააკავეს.

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება. ორგანიზტორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღეს ავტომობილების გარეშე გამოვიდნენ ქალქში. 

კახეთში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.

დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი პირის  მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"თუ ვერ ვცვლით ხეილუფლებას მაშინ ის უნდა დავაბათ" - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

რომან გოცირიძე: მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი

„მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფეისბუკ გვერდზე წერს.

"არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "იმედის" პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო  და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში თბილისში ქარის გამო 30 შეტყობინება შევიდა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.

"დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო"

საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – "დავასუფთაოთ მსოფლიო" ურთდება. კამპანიის პარალელურად, საქართველოში პროექტი - "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ხორციელდება.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.