ირაკლი კოვზანაძე : სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშში გათვალისწინებულია ჩვენი კომიტეტის შენიშვნები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში განიხილა და პლენარულ სესიაზე გასატანად რეკომენდაცია მისცა.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცლად და დეტალურად არის მოცემული, შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშში გათვალისწინებულია 2017 წლის ანგარიშზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის  შენიშვნები და რეკომენდაციები.


ირაკლი კოვზანაძის თქმით, გასულ წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტი პარლამენტში შექმნილი  დროებითი კომისიის მიერ ხორციელდებოდა. 2018 წლის ანგარიში საპარლამენტო საქმიანობაში პირველი ანგარიშია, რომელსაც  თან ერთვის  მსოფლიო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრის,   „დელოიტი და ტუშის“  მიერ  გაცემული  დასკვნა  აუდიტის სამსახურის 2018 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.


 „ეს დასკვნა  უპირობოა, რაც მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების მიმართულებით  განხორციელებული  საქმიანობის მაღალ სტანდარტზე“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


მან დადებითად შეაფასა ასევე ფაქტი, რომ აუდიტორული საქმიანობის შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2017 წლის შესაბამის  მაჩვენებელთან შედარებით, 4%-ით გაზრდილია და 85%-ს შეადგენს, ჯამში კი,  11 მლრდ ლარს მოიცავს.


„მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი გაზრდილია 43%-მდე და წელს ამ მაჩვენებლის 60%-მდე გაზრდა იგეგმება“, -   აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.


 


პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატების ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას იწყებს.

23-30 სექტემბერს საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით, წელს საქართველოში მეორედ გაიმართება ევროპის სპორტის კვირეული.

არჩილ თალაკვაძემ ველომარათონში - "დღე ავტომობილის გარეშე" მიიღო მონაწილეობა

"პარლამენტის საშემოდგომო სესიის ათ გამოწვევას, ათ მთავარ სამუშაო საკითხს შორის არის ეკოლოგია და გარემო - ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინიციატივებს ვგეგმავთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

თბილისში 14 წლის გოგო მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

თბილისში, ფონიჭალაში 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. მოზარდი "ნიუ ჰოსპიტალშია" რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

ბექა ლომთაძე რუსი მეტოქე დაამარცახა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა.

თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

23 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო მე-60 ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა მესამოცედ იმართება.

"ნონას თასი 2019" საზეიმოდ გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

 

მაია ბითაძე აქციას დღე მანქანის გარეშე შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის "დღე მანქანის გარეშე" მხარდასაჭერად გაიმართა.

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ნმოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ტ. თბილისში დააკავეს.

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება

ერთი დღე მანქანის გარეშე - მსოფლიო სოციალურ აქციას საქართველოც უერთდება. ორგანიზტორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღეს ავტომობილების გარეშე გამოვიდნენ ქალქში. 

კახეთში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.

დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი პირის  მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"თუ ვერ ვცვლით ხეილუფლებას მაშინ ის უნდა დავაბათ" - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

რომან გოცირიძე: მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი

„მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფეისბუკ გვერდზე წერს.

"არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "იმედის" პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო  და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში თბილისში ქარის გამო 30 შეტყობინება შევიდა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.

"დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო"

საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – "დავასუფთაოთ მსოფლიო" ურთდება. კამპანიის პარალელურად, საქართველოში პროექტი - "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ხორციელდება.