გიორგი ცუცქირიძე : OECD-ის შეფასებებიი ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე OECD-ის მიერ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასებას მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებს.

"საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა - ამას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD წარმომადგენლები აცხადებენ. მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.


ეს OECD ეს შეფასებებია და ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს, რაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელში.


აღნიშნული აღიარება მთლიანად აბათილებს ქართული ოპოზიციის და ექსპერტთა ნაწილის მიერ ტირაჟირებულ ნარატივს ეკონომიკის კრახზე და წარუმატებლობაზე.
ამას ადასტურებს ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის ინდექსიც, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი საფეხურით გაუმჯობესებული პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადასვლა, მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ ეს ინდექსი, რომელიც 162 ქვეყანას აფასებს, საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორსაც წარმოადგენს. 


ნიშანდობლივია, რომ ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს შედეგები 2018 წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია ყველა ძირითადი პარამეტრის მიხედვით იქნება ეს
მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა/საკუთრების უფლება, მყარი სავალუტო ერთეული, საერთაშორისო ვაჭრობა თუ რეგულაციების ზომა.


„საქსტატის” მიერ 2007-2018 წლების საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ზრდის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, საქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წლიან პერიოდში. 2004-2012 წლებში 9 მლრდ 171 მლნ ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2018 პერიოდში კი 9 მილიარდ 483 მლნ. შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლებამ 5 წელიწადში 312.6 მლნ-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე წინა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის 9 წლიან პერიოდში.


კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ და ათვლა 2001 წლიდან დავიწყოთ, ასეთი სურათი იკვეთება: 2001 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში სულ 9 მილიარდ 508 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით კი საქართველოში 10 მილიარდ 36 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხორული ინვესტიცია შემოვიდა. თითქმის 6 წელიწადში - უფრო მეტი, ვიდრე იქამდე - თითქმის 12 წლის მანძილზე.


OECD ეს შეფასებები და საერთაშორისო ანგარიშები ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს, რაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელში. აღნიშნული აღიარებები მთლიანად აბათილებს ქართული ოპოზიციის და ექსპერტთა ნაწილის მიერ ტირაჟირებულ ნარატივს ეკონომიკური რეფორმების წარუმატებელ ხასიათზე, ზედმეტ რეგულაციებზე და ნაციონალების მართველობის პერიოდში ქვეყანაში საინვესტიციო „ბუმზე“", - წერს გიორგი ცუცქირიძე.
 


„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“ -ს ერთობლივი პროექტით გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის  მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს

არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

"ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურაში, ორ კარიერზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაასრულა

ჭიათურაში, სოფელ ზედა რგანში, ორ კარიერზე - ე.წ. კავთელაძეები 2 (4.21 ჰა) და "საშევარდნო“ (6.91ჰა), ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია - შპს "ნეზ გორგიამ" განახორციელა.

თბილისის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ორბელიანის მოედანზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

გიორგი გახარია გერმანიის ელჩს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთს შეხვდა. 

მამუკა ბახტაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის. ამის შესახებ ის, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ნინო ჭელიძე: უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო პროექტი იწყება

„უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო პროექტი იწყება“, - ასე აფასებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე.

გუდიაშვილის მოედანზე რებილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება

თბილისის მერმა მერმა კახა კალაძემ საქართველოს მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა.

აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა +4.9%-ით არის გაზრდილი.

ირაკლი სესიაშვილი: „მილიარდი ევროს ინვესტიცია, ეს არის ეროვნული იდეა, ეს არის ის ეროვნული სიმდიდრე, რომელიც ათწლეულები ჩვენს მომავალ თაობებს აღზრდის“

„ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გამოცხადება და სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობა, სულ სხვა განზომილებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მაია ცქიტიშვილი: „განვაგრძობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მუშაობას“

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს, ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციური ინვესტორის „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედის“ უარით გასტუმრების შესახებ.

სახელმწიფო მინისტრმა ევროსაბჭოს დელეგაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

ასაწონი თამბაქო და ელექტრო სიგარეტი აქციზით დაიბეგრება

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ასაწონი თამბაქოს საკითხი დასარეგულირებელია და ის აქციზით უნდა დაიბეგროს.

მაია ცქიტიშვილი: ბიუჯეტის შედგენისას მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა  

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობის გამოცხადების დღიდან, აქტიურ რეჟიმში მუშაობს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე.

ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე - ეს იქნება დასავლური ტიპის სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება დასავლური ტიპის სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი”, - განაცხადა ტელეკომპანია იმედის ეთერში ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა.

დამაბინძურებელი ნივთიერებების ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს.

გამყიდველის მიერ ნაცემ მყიდველ ქალს ტვინის შერყევა დაუდგინეს

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე მხარეები პოლიციამ დაადგინა. ქალი კი, რომელიც გამყიდველმა სცემა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ბილაინი რეგიონის უმნიშვნელოვანესი რეკლამის ფესტივალის Ad Black Sea-ს პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი Ad Black Sea 2019 -ის პარტნიორია.

არჩილ თალაკვაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის ინვესტიცია საქართველოს მომავალში

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის ინვესტიცია საქართველოს მომავალში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა.

ინფრასტრუქტურის მინისტრი NDI–სა და IRI–ს ქართველ პარტნიორებს აკრიტიკებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრი მაია ცქიტიშვილი აცხაზებს, რომ პატივს სცემს ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა NDI და IRI, თუმცა მათ ქართველ პარტნიორებს რეალური განწყობების არასწორ ასახვაში ადანაშაულებს.