განათლების სამინისტრო : მიხეილ ბატიაშვილის ქონებასთან დაკავშირებული გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

"განათლების მინისტრის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და - მინისტრობის პერიოდში მიხეილ ბატიაშვილს არც ერთი ავტომანქანა არ შეუძენია",- ამის შესახებ განცხადებას განათლების სამინისტრო აკეთებს.

"ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარია, თითქოს მიხეილ ბატიაშვილის მიერ მინისტრობის პერიოდში შეძენილია ორი ძვირადღირებული ავტომობილი სრული სიცრუეა! სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მინისტრის დისკრედიტაციას.


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მისი მინისტრობის პერიოდში არცერთი ავტომანქანა არ ყოფილა შეძენილი.


მინისტრის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, მიხეილ ბატიაშვილმა „ლენდ როვერ რანჯ როვერ ველარი“ შეიძინა მისი კერძო სექტორში მოღვაწეობის დროს, 2018 წლის 22 მარტს. საფასურის გადახდა მოხდა იმავე დღეს, რაც დასტურდება სასესხო ხელშეკრულების გადარიცხვის დოკუმენტით - გადახდილ იქნა 82 115 ლარი კრედიტით და 59 700 ლარი კერძო დანაზოგიდან, რომელიც მას ასევე ბიზნესში მოღვაწეობის პერიოდში ჰქონდა (აღნიშნული ფაქტებიც ასახულია დეკლარაციაში).


ასევე, სტატიაში მოხსენიებული მეორე მანქანა, რომელსაც ბატიაშვილი წლების განმავლობაში ფლობდა, მეუღლეს მინისტრობამდე, 2018 წლის ივნისში აჩუქა. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია საშემოსავლო გადასახადიც. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციის არც ერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს! ამ განცხადების გავრცელებამდე, სამინისტროს პრეს-სამსახურმა სააგენტოს სრული ინფორმაცია მიაწოდა სტატიაში მოცემული არასწორის ფაქტების შესახებ",- ნათქვამია განცხადებაში.


ბათუმში, საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი მიმდინარეობს

ბათუმში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი მიმდინარეობს.

POSTV, გური სულთანიშვილი: ნეორასიზმი, დასავლეთი, შიდა კოლონისტები და ირმა ინაშვილი 

ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი ინტერნეტტელევიზია POSTV-ს გადაცემა „გურიზმებში“ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრობს, რომლის პირველი პანელი საქართველოში დემოკრატიის მომავლის განხილვას დაეთმო.

პრემიერ-მინისტრმა  აშშ ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებთან პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  აშშ ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს ეცნობიან.

საქართველოს პრეზიდენტი ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს მია ამორ მოტლის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საული ნიინისტოს შეხვდა.

ზაზა გაბუნია ევროსაბჭოს კონგრესის გენმდივანს - მოხარული ვარ, რომ კვლავ გხედავთ თბილისში, როგორც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს 70 წლის, ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პროფკავშირები: მეშახტეებს ხელფასი 2-3 დღეში ჩაერიცხებათ

ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს ხელფასი რამდენიმე დღეში ჩაერიცხებათ.

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს  ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

ჩაჟაში, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო „ICOMOS საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ჩაჟაში შეძლება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის "დისტანციური ზონდირების გამოყენება ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციისათვის და მის საფუძველზე კრიზისის მართვა საქართველოში" შეხვედრა გაიმართა.

მიხეილ ჩხენკელი: ევროკომისარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს

„ივანიშვილის „საჩუქარი“ ერთ მილიარდ ევროს შეადგენს“, - განაცხადა განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიუსელში, ევროკომისართან კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშთან შეხვედრის შემდგომ.

ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბავშვთა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, რომელიც აშშ-ს წამყვანი კლინიკების ხუთეულში შედის.

კარლოს მოედაში: ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეული პროექტია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს შეცვლის

ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება და ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ ევროკომისარმა კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში, კარლოს მოედაშმა განაცხადა.

სომხეთის ყოფილი შს მინისტრი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სომხეთის შინაგან საქმეთა ყოფილი უფროსი ჰაიკ ჰარუთუნიანი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ, 23 სექტემბერს ნახეს.

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა

ბაკურიანში 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდმა განახორციელა.

„დირსის“ ინვესტორმა ბაქოში მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი გახსნა

ბაქოში უნიკალური, მასშტაბური და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „რენესანს პალასი“ (Renessans Palace) გაიხსნა.

მოსამართლე ადასტურებს, რომ საკომიტეტო მოსმენისას თამარ ალანიას მობილურზე შეტყობინება გაუგზავნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი ადასტურებს, რომ გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, მოსამართლე თამარ ალანიას მობილურზე გამამხნევებელი შეტყობინება გაუგზავნა.

პაატა მხეიძე ოჯახის დეფინიციასთან დაკავშირებით თამარ ალანიას დამოკიდებულებით დაინტერესდა

კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატის თამარ ალანიას კანდიდატურის განხილვისას,უმრავლესობის წევრმა პაატა მხეიძემ, მოსამართლეს ოჯახის განმარტების მისეულ დეფინიციასთან დაკავშრებით კითხვით მიმართა.

ლევან კობერიძე: ჩემს ყველა კოლეგა დეპუტატს მოვუწოდებ, ჩააგდოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ჩაგდებასა და იუსტიცისს საბჭოს დაშლას ითხოვს.

მოსამართლე: თუ ჩემს ღირსებას პირადად შეეხებიან, მაქვს დაცვის უფლება, მაგრამ მედიისგან არასასიამოვნო შეფასება, დასათმენია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.