„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება აკუმულატორებზე

“თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ყველა სეგმენტის აკუმულატორებზე სპეციალურ აქციებს სთავაზობს.

სპეციალური აქციის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიუმ ხარისხის Varta-ს აკუმულატორები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნავს, რომ თუ „თეგეტა მოტორსში“ შეძენილი აკუმულატორი დაზიანდა, კომპანია 100%-მდე თანხას აგინაზღაურებთ.


“თეგეტა მოტორსი“ 2000 წლიდან არის Varta-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. Varta მრავალი წელია მსოფლიო ბაზრის ლიდერია თავის სეგმენტში. აქციის ფარგლებში ასევე 3 წლამდე საგარანტიო პირობით შეგიძლიათ შეიძინოთ ევროპული წარმოების Exide-ის აკუმულატორები ნებისმიერი ავტომობილისთვის. Exide-ის ბრენდის აკუმულატორები გამოირჩევა უსაფრთხოების საუკეთესო მახასიათებლებით და სწრაფი დამუხტვით. მიმდინარე აქციის ფარგლებში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალურ ფასად MacPower-ის აკუმულატორები, რომლის ფასი 74 ლარიდან იწყება.


“თეგეტა მოტორსის“ პორტფელს დაემატა  აკუმულატორების ახალი, იტალიური პრემიუმ ხარისხის ბრენდი Fiamm. Fiamm-ი ევროპის წამყვანი ბრენდია აკუმულატორების წამოებაში, რომელსაც იყენებენ ისეთი ავტომწარმოებლები, როგორიც არის - Ferrari. Fiamm აწარმოებს მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის პროდუქციას, რომელიც ნაკლებად აბინძურებს გარემოს. Fiamm-ის აკუმულატორების დახმარებით, 2010 წლიდან მსოფლიოში CO2-ის გამონაბოლქვი 5 მილიონამდე ტონით შემცირდა.


მეტი კომფორტისთვის, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლს "თეგეტა კომფორტის“ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვის ცენტრში მისვლის გარეშე. ამ სერვისის ფარგლებში, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის მომსახურებით - “თეგეტას“ პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას უზრუნველყოფს აკუმულატორის მოტანას და მონტაჟის მომსახურებას. მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ თეგეტას ცხელ ხაზზე 226 44 44 ან ეწვიეთ ვებგვერდს tegetamotors.ge.


აკუმულატორი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. მისი მთავარი ამოცანა ძრავის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაა, თუმცა ავტომობილის განვითარებასთან ერთად აკუმულატორის ფუნქცია-მოვალეობები გამუდმებით იზრდება. აკუმულატორს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ავტომობილის გულს. სწორედ აკუმულატორი აწვდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ელექტრო ენერგიას სხვადასხვა მოწყობილობებს, რომელებიც მძღოლისა და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობაზე არის პასუხისმგებელი.


აღსანიშნავია, რომ ავტომობილების მწყობრიდან გამოსვლის ყველაზე ხშირი მიზეზი, სწორედ აკუმულატორის გაუმართაობაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკუმულატორის გამართულად მუშაობაზე ზრუნვის აუცილებლობას, ამასთანავე აუცილებელია პერიოდულად  შევამოწმოთ აკუმულატორის შესაძლებლობები სასიცოცხლო ლიმიტი, ვიდრე უშუალოდ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.


პრემიერ-მინისტრმა  აშშ ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებთან პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  აშშ ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს ეცნობიან.

საქართველოს პრეზიდენტი ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს მია ამორ მოტლის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საული ნიინისტოს შეხვდა.

ზაზა გაბუნია ევროსაბჭოს კონგრესის გენმდივანს - მოხარული ვარ, რომ კვლავ გხედავთ თბილისში, როგორც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს 70 წლის, ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პროფკავშირები: მეშახტეებს ხელფასი 2-3 დღეში ჩაერიცხებათ

ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს ხელფასი რამდენიმე დღეში ჩაერიცხებათ.

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს  ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

ჩაჟაში, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო „ICOMOS საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ჩაჟაში შეძლება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის "დისტანციური ზონდირების გამოყენება ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციისათვის და მის საფუძველზე კრიზისის მართვა საქართველოში" შეხვედრა გაიმართა.

მიხეილ ჩხენკელი: ევროკომისარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს

„ივანიშვილის „საჩუქარი“ ერთ მილიარდ ევროს შეადგენს“, - განაცხადა განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიუსელში, ევროკომისართან კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშთან შეხვედრის შემდგომ.

ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბავშვთა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, რომელიც აშშ-ს წამყვანი კლინიკების ხუთეულში შედის.

კარლოს მოედაში: ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეული პროექტია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს შეცვლის

ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება და ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ ევროკომისარმა კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში, კარლოს მოედაშმა განაცხადა.

სომხეთის ყოფილი შს მინისტრი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სომხეთის შინაგან საქმეთა ყოფილი უფროსი ჰაიკ ჰარუთუნიანი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ, 23 სექტემბერს ნახეს.

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა

ბაკურიანში 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდმა განახორციელა.

„დირსის“ ინვესტორმა ბაქოში მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი გახსნა

ბაქოში უნიკალური, მასშტაბური და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „რენესანს პალასი“ (Renessans Palace) გაიხსნა.

მოსამართლე ადასტურებს, რომ საკომიტეტო მოსმენისას თამარ ალანიას მობილურზე შეტყობინება გაუგზავნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი ადასტურებს, რომ გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, მოსამართლე თამარ ალანიას მობილურზე გამამხნევებელი შეტყობინება გაუგზავნა.

პაატა მხეიძე ოჯახის დეფინიციასთან დაკავშირებით თამარ ალანიას დამოკიდებულებით დაინტერესდა

კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატის თამარ ალანიას კანდიდატურის განხილვისას,უმრავლესობის წევრმა პაატა მხეიძემ, მოსამართლეს ოჯახის განმარტების მისეულ დეფინიციასთან დაკავშრებით კითხვით მიმართა.

ლევან კობერიძე: ჩემს ყველა კოლეგა დეპუტატს მოვუწოდებ, ჩააგდოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ჩაგდებასა და იუსტიცისს საბჭოს დაშლას ითხოვს.

მოსამართლე: თუ ჩემს ღირსებას პირადად შეეხებიან, მაქვს დაცვის უფლება, მაგრამ მედიისგან არასასიამოვნო შეფასება, დასათმენია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

კარლოს მოედაში: მინდა მივულოცო საქართველოს ის შედეგი, რასაც განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიაღწიეთ

საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

ვოლდროფის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ვოლდროფის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.