სამეგრელოს რეგიონში თხილის საშრობ-სასაწყობო ახალი საწარმო გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო ამოქმედდა.

საწარმოს თხილის საშრობის წარმადობა 1 000 ტონას, ხოლო შესანახი მეურნეობის - 500 ტონას შეადგენს. საწარმოში მუდმივად 17 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. თხილის საშრობ-სასაწყობო ახალი საწარმო სამეგრელოს რეგიონში,  ყოველწლიურად,  დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება. იგეგმება  წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც.


რეგიონში თხილის გამრჩევი, საშრობი და სასაწყობო (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისი თხილის მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ  მაღალი ხარისხისა და შესაბამისად, მაღალი ღირებულების მოსავალი.


„სოფელ კოკში გახსნილი ახალი საწარმო სახელმწიფოს, დონორ ორგანიზაციებს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ფერმერებისა და მწარმოებლების მხარდაჭერას. გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც გადამმუშავებელი წარმოების განვითარებას ემსახურება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.


ახალი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, AgriGeorgia/Ferrero-სა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით შეიქმნა. ჯამური ინვესტიცია შეადგენს 770 000 ლარს,  საიდანაც  285 000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა დონორებისა და ბენეფიციარის წილია.


საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ დაათვალიერეს.


2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდა 200 ახალი საწარმო, აქედან სამეგრელოს რეგიონში - 24. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ, მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


თამარ გაბუნია: მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც "კორონავირუსის" რისკი მაღალია

​ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია "კორონავირუსის" გამო მოგზაურობის შეზღუდვაზე განმარტებას აკეთებს. 

 
ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილის გადავარდის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა 

ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობას.

ზაზა შათირიშვილი: ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას

"ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მეუფე გრიგოლი მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეწყვეტაზე: ეს არ იყო შურისძიება

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ მამა ანდრია სარიამ, რომელსაც, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ჩამოერთვა მღველმსახურების უფლება, ეს გზა თავად აირჩია.

სოფელ გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დაიწყო

სოფელ გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

ღამის კლუბ "შავი ვარდის" მენეჯერი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით,
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება- ოპოზიციის  მორიგი შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ზაზა შათირიშვილი კონგრესმენების წერილებზე: ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს

"ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

ცაგერში საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - მესამე მამაკაცის ცხედარიც იპოვეს 

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამივე მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

თორნიკე მამალაძე: გორგი მამალაძის გათავისუფლების შემთხვევაში პატრიარქის კერპი დაიმსხვრევა 

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს - საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე.

გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებაა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილი: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.  

 
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. 

"კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, "კორონავირუსის" შედეგად ჩინეთში 56 ადამიანი დაიღუპა. 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. 

გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლებიც აღნიშნულ წერილებს დაედო საფუძვლად.

გიორგი ვოლსკი: „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება

გიორგი ვოლსკის მიიჩნევს, რომ „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება.