"არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "იმედის" პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო  და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ, საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინების შედეგად, 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ მიღებული დემოკრატიული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გახსნის პოლიტიკურ სისტემას და  პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის მეტ შანსებს მისცემს.


"ეს მოგვცემს ნაკლებ დესტაბილიზაციას გარეთ და პარლამენტის შიგნით მეტ, უფრო აქტიურ პოლიტიკურ პროცესს. ჯერჯერობით კონსულტაციები კარგად მიდის, რომელშიც 70-ზე მეტი მონაწილე არის ჩართული. არის წინაპირობები, რომ შეთანხმებები შედგეს და მართლაც შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა. ეს არის უდავოდ ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილებები და გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს გადაწყვეტილებები ავსახოთ კანონმდებლობაში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი აზრისა და მხარეთა ფართო ჩართულობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ არჩევნების პროპორციული წესით 2024 წელს ჩატარების არგუმენტები დღესაც არსებობს, მაგრამ უპირატესი მმართველი გუნდისთვის  საზოგადოების აზრი და დაკვეთაა.


"დემოკრატიაში მთავარი არის ხალხის აზრი.  ჩვენ ვენდობით ჩვენს ამომრჩეველს, ვენდობით მოქალაქეებს.  რა არჩევანსაც ისინი გააკეთებენ, ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ", - აღნიშნა მან. 


არჩილ თალაკვაძემ პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებული ცვლილებები და მთავარი პრინციპებიც განმარტა. "ძალიან პრინციპულ ცვლილებას ვთავაზობთ ოპოზიციას და ისინიც ეთანხმებიან ამ ცვლილებებს:


შემოგვაქვს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ დაფინანსებას - ვინც რამდენ ხმას აიღებს არჩევნებში, იმის მიხედვით ექნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, ამასთან, შემოგვაქვს რეგრესული წესიც: იმის გარდა, რომ დაფინანსება პროპორციულად განაწილდება, იმოქმედებს რეგრესული წესიც, რაც ნიშნავს, რომ პარტიებს, ვინც ნაკლები ამომრჩეველი მოიზიდა - ხმებთან შედარებით მეტი დაფინანსება გამოეყოფა. ამ პრინციპით, გარკვეული წახალისება მოხდება და ახალ პარტიებსაც მიეცემათ საშუალება, რომ იმუშაონ და გაძლიერდნენ. თუ დიდი წარმატებული პარტია მიიღებს ყოველთვის უფრო მეტ დაფინანსებას, მომავალში კონკურენცია ვერ იქნება სამართლიანი. ამიტომ ჩვენ ამ პრინციპსაც ვითვალისწინებთ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


ვაშინგტონმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალ ტრამპმა განაცხადა.

გიორგი გახარია: ქველმოქმედების აქტზე შეტევა უსამართლოა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შეთხვევაში კი, ორჯერ უსამართლო

„ქველმოქმედების აქტზე შეტევა უსამართლოა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შეთხვევაში კი, ორჯერ უსამართლო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეულ ქველმოქმედების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

გია აბაშიძე: ტოტალური ნაცსექტის წევრად ყოფნა ან იქ მუდმივად წარუმატებელი გაწევრიანების მცდელობა საშინელი დიაგნოზია

„ტოტალური ნაცსექტის წევრად ყოფნა ან იქ მუდმივად წარუმატებელი გაწევრიანების მცდელობა საშინელი დიაგნოზია“, -  ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.

თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება

„ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმიანება, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მომავალში იმუშაოს, რომ ეს დოკუმენტი რეალურ პოლიტიკურ პრობლემაში გადაიზარდოს ოკუპანტისთვის.

ნიკოლოზ მეტრეველი: ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის მისასალმებელია, როდესაც საქართველო ბერა ივანიშვილის სახით მსოფლიო კრიზისის დაძლევაში მონაწილეობს

„ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის მისასალმებელია, როდესაც საქართველო ბერა ივანიშვილის სახით მსოფლიო კრიზისის დაძლევაში მონაწილეობს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.  

ქარელის საკრებულოს წევრი და მერიის თანამშრომელი ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე დააკავეს

ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. და ქარელის მერიის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ. დააკავეს.

 

ლევან ნიკოლეიშვილი: კი არ უნდა ვიქილიკოთ, არამედ მხარი უნდა დავუჭიროთ და ვიამაყოთ

„კი არ უნდა ვიქილიკოთ, არამედ მხარი უნდა დავუჭიროთ და ვიამაყოთ“, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

დავით საგანელიძე: საპარტნიორო ფონდის ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი კომფორტი შეუქმნას ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის დასაწყებად

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ საინვესტიციო პანელში მონაწილეობა მიიღო.

გურამ ნიკოლაშვილი: ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის აღდგენის ფონდში გადარიცხულ მილიონსაც მყისიერად გამოუჩნდნენ მაკრიტიკებლები

„ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის აღდგენის ფონდში გადარიცხულ მილიონსაც მყისიერად გამოუჩნდნენ მაკრიტიკებლები“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედზე“ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი: ოჯახის საკუთარი, პირადი კონტრიბუცია, მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია

„ოჯახის საკუთარი, პირადი კონტრიბუცია, მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია“, - ასე გამოეხმაურა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებული ეკოლოგიური კამპანიის #PovosDaFloresta ელჩი გახდა

ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია „იესეი“ (ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალს დაესწრება

24-25 ოქტომბერს ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს.

ბილ კიტინგი: საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია! ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ ამ საკანონმდებლო აქტის გამოცემით

„საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია! ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ ამ საკანონმდებლო აქტის გამოცემით“, - განაცხადა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

ადამ კინზინგერი: საქართველომ საკუთარი შრომისა და სისხლის ფასად დაამტკიცა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი ნაკისრი ვალდებულება

„საქართველომ საკუთარი შრომისა და სისხლის ფასად დაამტკიცა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი ნაკისრი ვალდებულება“, - განაცხადა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

ადამ კინზინგერი: საქართველო არის აშშ-ის მტკიცე მოკავშირე და მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისა და ამერიკის ინტერესებისთვის

„საქართველო არის აშშ-ის მტკიცე მოკავშირე და მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისა და ამერიკის ინტერესებისთვის", - განაცხადა კონგრესმენმა ილინოისის შტატიდან ადამ კინზინგერმა აშშ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას. 

ირაკლი ბერაია : ეს არის პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და წინდახედული ლიდერის მიერ ჩამოყალიბებული სიღრმისეული ანალიზი საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებ

„ეს არის პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და წინდახედული ლიდერის მიერ ჩამოყალიბებული სიღრმისეული ანალიზი საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებ”, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა "SWOT ანალიზს", სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

ელიოტ ენგელი: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც თავდაცვისკენაა მიმართული

„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც თავდაცვისკენაა მიმართული", - განაცხადა კონგრესმენმა ნიუ იორკის შტატიდან ელიოტ ენგელმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ბილაინის პარტნიორობით ჩატარებული NASA Space Apps Challenge-ის გამარჯვებულები ცნობილია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი ბილაინი, წელს მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი ეტაპის მხარდამჭერი გახდა.

გია აბაშიძე: ხაზარაძე-ჯაფარიძემ რაჭველი გლეხები მოატყუა

„ხაზარაძე-ჯაფარიძემ რაჭველი გლეხები მოატყუა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილობრივების მიერ დღეს გამართულ აქციას.

მაია ცქიტიშვილი: მისასალმებელია ის წვლილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახს შეაქვს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შედეგების შესამცირებლად

"ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის უცხო ნამდვილად არ არის ქველმოქმედება და რამდენადაც ვიცი, მთლიანობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ამ მიმართულებით დახარჯული საქართველოში. ქველმოქმედების სივრცე არ იზღუდება და ნამდვილად მისასალმებელია ის წვლილი, რომელიც ბატონი ბიძინას ოჯახს შეაქვს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შედეგების შესამცირებლად".