რუსეთის მოსალოდნელი რეაქცია საქართველოს სტრატეგიულ ნაბიჯებზე – სემინარი

საქართველოს-რუსეთის ურთიერთობათა პერსპექტივები, საერთაშორისო და რეგიონალურ კონტექსტში – ეს იყო მთავარი თემა ვენის უნივერსიტეტში გამართულ ექსპერტულ სემინარზე, რომელშიც ქართველი, რუსი და ავსტრიელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ვენის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის, ასევე პოლემოლოგიის (მეცნიერება ომის შესახებ – რედ.) და იურიდიული ეთიკის კვლევითი ჯგუფის მიერ ორგანიზებული სემინარი 16-17 სექტემბერს გაიმართა.


აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სააგენტო „პირველი“ შეხვედრების ერთ-ერთ მონაწილეს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.


–  ვინ მონაწილეობდა როგორც ქართული, ასევე რუსული მხრიდან 16-17 სექტემბერს გამართულ შეხვედრებში?


– ქართული მხრიდან ჩემ გარდა წარმოდგენილი იყვნენ აკაკი სეფერთელაძე (თავდაცვის მინისტრის დიმიტრი შაშკინის ყოფილი პირველი მოადგილე – რედ.) და ნიკოლოზ რამიშვილი (დასაქმების სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე – რედ.).


რუსული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს „საგარეო საქმეთა რუსული საბჭოს“ პროგრამის მენეჯერმა ეკატერინა ჩიმირისმა, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის და რეგიონული კვლევების კათედრის დოცენტმა სერგეი მარკედონოვმა და რფ-ის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სიტუაციური ანალიზის ცენტრის სტრატეგიული შეფასების ჯგუფის ხელმძღვანლმა სერგეი უტკინმა.


– რა საკითხები განიხილეთ ორდღიან სემინარზე?


– რუსეთის როლი რეგიონალურ და საერთაშორისო კონტექსტში; საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტები, მათ შორის, როგორც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში (ნატო) გაწევრიანების შესაძლებლობები, ასევე ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების პერსპექტივები საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად აღნიშნულ კონტექსტში რუსული მხარის ხედვები და შესაძლო რეაქცია.


– რა შეიძლება მივიჩნიოთ შეხვედრის შედეგად?


– მიღწეულ შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ სამომავლოდ „ვენის უნივერსიტეტთან“ ერთად იგეგმება საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მასალების მომზადება - ცალკე დასავლეთის ხედვა და ცალკე საქართველოს ხედვა. შემდგომ შევხედავთ რუსული მხარის რეაქციას მომზადებულ მასალებზე. დამატებით იგეგმება, რომ სერგეი მარკედონოვი საპასუხო ნაშრომს მოამზადებს, სადაც განხილული იქნება რუსული ხედვა ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.


ანალოგიურ ფორმატში სემინარი მანამდე 22 თებერვალს გაიმართა. შეხვედრის ადგილი მაშინაც ავსტრია იყო, კერძოდ ვენის დიპლომატიური აკადემია.


უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით

"ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს".

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ნათია თურნავა: უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა.

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა.

გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.

თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოვლინდა.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას  ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

 
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

15-21 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის
კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მხატვარ-დიზაინერის, მაკა ჯიშკარიანის პირველი პერსონალური გამოფენა იხსნება

21 ოქტომბერს, 19:00 თბილისში, ფოლკლორის ცენტრში, გაიხსნება მხატვარ- დიზაინერის, მაკა ჯიშკარიანის პირველი პერსონალური გამოფენა. მაკა ჯიშკარიანი ოთხმოცდაათიანელების წარმომადგენელია.

ნათია თურნავა: მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს.

სოსო ფხაკაძე: პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ არცერთი ახალი რეგულაციის შემოღება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან და ეკონომიკასთან ჩვენთან კონსულტაციების, აზრთა შეჯერების გარეშე არ მოხდება

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად საინტერესო შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ძალიან ღია დისკუსია იყო. შევეხეთ ძალიან ბევრ თემას და პრემიერი ცდილობდა ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა“.

ამირან სალუქვაძე: უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია

„უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია“, - ამ სიტყვებით ექსპერტი ამირან სალუქვაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი „აქსის თაუერსში“

პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - „აქსის თაუერსში“, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა.

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წეროსხევის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა.

თბილისში, კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად 5 გოგო მოიწამლა 

გლდანში "ბეთლაივის" ერთ-ერთი კაზინოდან, სავარუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის გამო 5 გოგო კლინიკაში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მაია ცქიტიშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მაღალი დონის პანელში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი  მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის ფარგლებში გამართულ პირველ პანელში - „მაღალი დონის დიალოგი საერთო მომავლისთვის“.

საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოს მერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას ტოკიოს მერთან შეხვედრა გამართა.

 
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტის “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” განხილვა გაიმართა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტის - “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან.

ნათია თურნავა: ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება

"მიხარია, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო უმსხვილესი ინდუსტრიული ფლაგმანის "რუსთავის აზოტის" ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნაში".