პაატა მხეიძე ოჯახის დეფინიციასთან დაკავშირებით თამარ ალანიას დამოკიდებულებით დაინტერესდა

კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატის თამარ ალანიას კანდიდატურის განხილვისას,უმრავლესობის წევრმა პაატა მხეიძემ, მოსამართლეს ოჯახის განმარტების მისეულ დეფინიციასთან დაკავშრებით კითხვით მიმართა.

"ჩემი კითხვა ეხება თქვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთასთან დაკავშირებით. საუბარია თქვენს მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე გაჟღერებულ თემაზე. თქვენ მიიჩნევთ, რომ (ციტატა ) "ერთსქესიანი ადამიანები თანაცხოვრობენ, არსებობენ და ამას წინ ვერ აღვუდგებით". შვილად აყვანის თემასაც შეეხეთ და თქვით, რომ პრობლემაა, მაგრამ ვერ შევზღუდავთო და ა.შ. ასევე, ყურადღება გაამახვილეთ საერთაშორისო სტანდარტებზე ოჯახის განმარტების და თქვით, რომ საერთაშორისო სტანდარტებით ოჯახი განიმარტება როგორც ჰეტერო სექსუალების ისე ჰომოსექსუალების კავშირი, მარტოხელა მშობელი და ა.შ. მაინტერესებს თქვენი, როგორც მოსამართლის მოსაზრება კონსტიტუციის 30-ე მუხლის ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრავს, რომ მამაკაცისა და ქალის ერთობა არის ოჯახი და თქვენ როგორ თვლით, ეს საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობაშია?-მიმართა თამარ ალანიას პაატა მხეიძემ.


რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის დროს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია

სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სეზონურ ვირუსს, რა ასაკის ადამიანები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფებს რა გზას შეიძლება მივმართოთ პრევენციისთვის, "პირველის" კითხვებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს.და 

ისანში, მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

ისნის რაიონში, ვაზისუბანში მდებარე, შალვა მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩის 15 000 კვ.მ. ფართობზე, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.

სოხუმის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

სოხუმის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც აფხაზური მედია წერს, სოფელ აჩადარაში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები გუშინ საღამოს შეეჯახნენ ერთმანეთს.

 
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურად, მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს ბოქლომი დაადეს.

 
თეა წულუკიანი: ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შერეული საარჩევნო სისტემის მომხრეა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორ დავიზღვიოთ თავი გინეკოლოგიური პათოლოგიებისგან - ნინო ჩოგოვაძის რეკომენდაციები

გინეკოლოგიური დაავადებები ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ალბათ, მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან

"როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა", - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყანაში მიმდინარე აქციებს.

 
როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად - სპეციალისტის რჩევები

ტემპერატურის კლებასთან და ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, იმატა გათბობის სისტემების აქტუალურობამაც.

ეკატერინე ტიკარაძე UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სოფელ ნაფეტვრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრების ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული მონაკვეთი თბილისიდან იწყება და სოფელ ნაფეტვრების აგარაკებამდე მიდის.

მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს

მთავრობის სხდომის პარალელურად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გეგმავენ კანცელარიის შესასვლელს ბოქლომი დაადონ.

პრემიერი ეროვნულ ბანკს ავალებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 
კარლ ჰარცელი მიმდინარე მოვლენებზე: მნიშვნელოვანია, ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება

"მნიშვნელოვანია, ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება, რომელშიც ორივე მხარე უნდა ჩაერთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლარიზაციას ვხედავ",- ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან ,,ღია შეხვედრები“ დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პროექტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

საქართველოს ელჩმა ლატვიაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთან სანდის გირგენსთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საქართველოს შესახებ წიგნები გადაეცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა, სადაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკას, საზეიმო ვითარებაში, საქართველოს შესახებ წინგები გადასცა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 
სახელმწიფო მიწების მითვისების ბრალდებით პასუხისგებაში შვიდი პირი მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა და  დანაშაულის ჩადენის უშუალო ორგანიზატორი ორი პირი დააკავა.

 
პრემიერი: შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი, შესაძლოა, განახევრდეს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს დაავალა, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების 200 000 ლარიანმა ზღვარმა 100 000 ლარამდე დაიწიოს.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებთან შეხვედრები გამართა.