POSTV, გური სულთანიშვილი: ნეორასიზმი, დასავლეთი, შიდა კოლონისტები და ირმა ინაშვილი 

ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი ინტერნეტტელევიზია POSTV-ს გადაცემა „გურიზმებში“ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრობს, რომლის პირველი პანელი საქართველოში დემოკრატიის მომავლის განხილვას დაეთმო.

მისი თქმით, ასეთ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდნენ აირაის დირექტორი სტივენ მიქსი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები.


„მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც აშშ-ში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან ნაციონალური მოძრაობისადმი. ზუსტად ესაა კოლონიალუსტური მიდგომა, როდესაც არ გაინტერესებს ხალხის აზრი და თავს უფლებას აძლევ განიხილო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიც დემოკრატიის განვითარებაა, საქართველოს ბედი გადაწყვიტო და ა.შ. ანუ შეეხო საკითხებს იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, რომლებიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებლია და დამნაშავეა. უფრო მეტიც, საზოგადოებას მოუწოდებ, შეიყვარონ გიგა ბოკერია და ისინი, ვინც მათ დამნაშავეებად მიაჩნიათ. ამით საზოგადოებას ფაქტობრივად ეუბნები, რომ მათი პოზიცია, მათი აზრი და მათი განწყობა საერთოდ არ გაინტერესებს. ესაა რეალურად კოლონიალისტური მიდგომა“ - ამბობს გური სულთანიშვილი და დასძენს - „ჩვენც ამ ცივილიზაციური რასიზმის, ნეოკოლონიალიზმის პერიოდი გვაქვს ახლა, სადაც ცოდნის და კულტურის მომტანი დასავლეთია. ეს დაახლოებით ის მოდელია როგორც XIX საუკუნეში რუსი ჩინოვნიკები ქართველებს ამადლიდნენ ცივილიზაციის შემოატანას საქართველოში. ილია ჭავაჭავაძის „მგზავრის წერილებში“ ჩანს ეს ცივილიზაციურ აღმზრდელობითი მიდგომების აბსურდულობა, როდესაც უკულტურო ოფიცერი ზემოდან დაყურებს სხვა, მასზე უფრო ძველი კულტურის წარმომადგენლებს“.


ფილოსოფოსი საუბრობს იმაზე, როგორ იქცევიან შიდა კოლონისტები, ვინ არიან ისინი და როგორ უყურებს ხალხი ამ ყველაფერს, როდესაც მათ გარეშე წყდება მათი ბედი.


„კოლონიალისტებს ყოველთვის სჭირდებოდათ შიდა დასაყრდენი, ისინი მათ შეაქებდნენ, გაათამამებდნენ, დაასაჩუქრებდნენ და საკუთარი საქმის კეთებაში დიდ როლს ასრულებინებდნენ. ეს შიდა კოლონისტია, რომელსაც ისე უნდა მოექცეს საკუთარ მოქალაქეს, როგორც თავის დროზე ევროპელი კოლონისტი ექცეოდა აფრიკელს ან აზიელს.


როდესაც ირმა ინაშვილი არ შეუშვეს იმ პანელზე, სადაც ირმას ბედსაც წყვეტდნენ ირმას გარეშე და ასევე ეხებოდნენ საქართველოს პრობლემებს, ოღონდ ქართველების გარეშე, ეს იყო კლასიკური შემთხვევა ცივილიზაციური რასიზმისა.


შიდა კოლონისტი როგორც წესი უფრო დაუნდობელია ხოლმე, იმიტომ რომ მისი მიზანია, თავი მოაწონოს დამპყრობლებს, და ის არ არის ანგარიშვალდებული ხალხთან, ხალხისგან არ იღებს ლეგიტიმაციას. გავიხსენოთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობა და მაგალითად გიგა ბოკერია, რომლის ერთადერთი მიზანიც ეგ იყო, გარე ლეგიტიმაცია და დასავლეთზე თავის მოწონება, ხოლო შიდა განწყობები არ ადარდებდა.


რატომ არიან ესენი ყველაზე დაუნდობლები? დაუნდობლობაზე შეგვიძლია ციხის მაგალითი ავიღოთ, სადაც პატიმარი, ე.წ. ნასედკა ხდება ბადრაგის დამხმარე და შიდა პალაჟენიის დამყენებელი. ის უფრო დაუნდობელი ხდება პატიმრებისადმი, იმიტომ რომ მას საკუთარი ანგარიშები აქვს თავის სივრცესთან. შესაბამისად ისტორიაც შიდა კოლონისტებს ცუდად ექცევა, ალჟირში ალჟირებელს რომლებიც ფრანგებთან თანამშრომლობდნენ არ უწონებდნენ ამ საქციელს, ანდაც რუანდაში, სადაც გამეხებულმა ჰუტუსებმა დიდი ხნის ნაგროვები ჩაგვრა მაჩეტეებში გადაიტანეს და ტუტსისების ხოცვა დაიწყეს.


ირმა ინაშვილს ფსევდოლიბერალებმა, ანუ შიდა კოლონისტებმა განსაკუთრებით აგინეს, სოცქსელებსა თუ ტელევიზიებში. არადა ყველა წესით, ლიბერალიზმისთვის დღეს მნიშვნელოვანია ქალთა ჩაგვრის ხაზი, ამას თუ ემატება დამატებითი გარემოებები ხომ საერთოდ. მაგალითად ქალი განვითარებადი ქვეყნიდან, რომელსაც ჩაგრავს განვითარებული, თეთრი ჰეტერო ქრისტიანი, ხვდებით რამხელა ჩაგვრის ხარისხია? მაგრამ ამაზე ხმის ამოღების ნაცვლად მაინც ირმა გაილანძღა. ამის მიზეზი იცით რა არის? ყოველი იდეოლოგია განსაზღვრავს თუ რა არის, როგორია ადამიანი, შესაბამისად ვინც ამ ადამიანის ტიპში ვერ ხვდება, მასზე არც ვრცელდება იდეოლოგია. ანუ ლიბერალური მიდგომა მხოლოდ ლიბერალებისათვის. ეს ისეთივე შემთხვევაა როგორც ნიკა გვარამიამ რომ ქალზე გაიწია, ვინმე მთვარისაზე, და მას ფემინისტებმა არ დაუჭირეს მხარი, იმიტომ რომ სიბნელის ნიშნებს ატარებდა, ანუ კონსერვატიულად იყო განწყობილი.


ამ ყველაფერს ისე ვერ დავასრულებთ, ერთი ორი სიტყვა მიშიზმზეც რომ არ ვთქვათ.


ეს რაც მოვყევი, აი ნეოკოლონიალიზმზე, შიდა კოლონისტებზე და ა.შ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი, სადაც უმაღლესი ავტორიტეტი იყო ამერიკა, ლეგიტიმაცია ხდებოდა იქიდან, ხოლო ქართველი ხალხი უბრალოდ განსავითარებელი ობიექტები.


2012 წელს, ამომრჩეველმა ერთ-ერთი რასაც უთხრა უარი, იყო ეს მიდგომები. ქართულმა ოცნებამ, მას თუ ნაციონალური მოძრაობის დასრულება სურს, რაც გამოჩნდა ახალი პრემიერ მინისტრის სიტყვებიდან, ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან უნდა მიიღოს, შესაბამისად ნუ შეეჯიბრება ბოკერიას და სამადაშვილს დასავლეთთან ფლირტში, წაგებული თამაშია ეგ. ხომ ხედავთ, მიშა ლიბერალიზმის პრინციპებს სრულად არღვევდა, ოცნება უფრო იცავდა, თუმცა ლიბერალები მაინც მიშას ირჩევენ გადამწყვეტ მომენტებში. ფსონის დადება მათზე არ გამოდის. ეგ ნიშა დაკავებულია უკვე.


აქ საუბარია იმაზე რომ საკრალურობა უნდა გამოვაკლოთ ამ თემას, თორემ პრაგმატულად შეიძლება ნატოც გვინდოდეს და ამერიკაც გვჭირდებოდეს, უბრალოდ როგორც ძაღლი უყურებს პატრონს, ეგ მზერა უნდა მოვიშოროთ. აი როდესაც გიგა ბოკერია, რომლის მეტაფიზიკურ მიზანს, უზენაეს იდეას წარმოადგენს მხოლოდ ამერიკული ჯარის ჩვენთან დაყენება და თითქოს ამის შემდეგ ცხოვრება ჩერდება, ეგ პრინციპი უნდა გადავიაზროთ. ახლა ნახეთ, თუ ევროპული საქართველო და ნაციონალები შიდა კოლონისტები არიან, რომლებიც ციტირებენ იმას რაც ცენტრში ხდება, ანუ სიმულირებენ, პროსახელისუფლებო ნაწილი, ლიბერალური ფლანგი მინიმუმ იგივეს უნდა აკეთებდეს თუ პროდასავლურობაზეა საუბარი და არა ბაძავდეს და უნდოდეს გახდნენ გიგა ბოკერიები და სალომე სამადაშვილები. თორემ ეს ორმაგი ტრაგედია გამოვა, მიბაძვის მიბაძვა. სიმულაციის სიმულაცია, სადაც რასაც ვბაძავთ, ანუ დასავლეთს, ის საერთოდ დაგვეკარგება და გამოგვეცლება ხელიდან“, - ამბობს გური სულთანიშვილი.


უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით

"ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს".

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ნათია თურნავა: უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა.

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა.

გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.

თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოვლინდა.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას  ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

 
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

15-21 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის
კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მხატვარ-დიზაინერის, მაკა ჯიშკარიანის პირველი პერსონალური გამოფენა იხსნება

21 ოქტომბერს, 19:00 თბილისში, ფოლკლორის ცენტრში, გაიხსნება მხატვარ- დიზაინერის, მაკა ჯიშკარიანის პირველი პერსონალური გამოფენა. მაკა ჯიშკარიანი ოთხმოცდაათიანელების წარმომადგენელია.

ნათია თურნავა: მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს.

სოსო ფხაკაძე: პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ არცერთი ახალი რეგულაციის შემოღება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან და ეკონომიკასთან ჩვენთან კონსულტაციების, აზრთა შეჯერების გარეშე არ მოხდება

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად საინტერესო შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ძალიან ღია დისკუსია იყო. შევეხეთ ძალიან ბევრ თემას და პრემიერი ცდილობდა ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა“.

ამირან სალუქვაძე: უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია

„უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია“, - ამ სიტყვებით ექსპერტი ამირან სალუქვაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი „აქსის თაუერსში“

პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - „აქსის თაუერსში“, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა.

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წეროსხევის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა.

თბილისში, კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად 5 გოგო მოიწამლა 

გლდანში "ბეთლაივის" ერთ-ერთი კაზინოდან, სავარუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის გამო 5 გოგო კლინიკაში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მაია ცქიტიშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მაღალი დონის პანელში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი  მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის ფარგლებში გამართულ პირველ პანელში - „მაღალი დონის დიალოგი საერთო მომავლისთვის“.

საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოს მერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას ტოკიოს მერთან შეხვედრა გამართა.

 
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტის “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” განხილვა გაიმართა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტის - “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან.

ნათია თურნავა: ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება

"მიხარია, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო უმსხვილესი ინდუსტრიული ფლაგმანის "რუსთავის აზოტის" ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნაში".