ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება მიმოიხილეს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრების და განმახორციელებელი პარტნიორების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების მიმდინარეობის განხილვა იყო.


პრეზენტაციები და მსჯელობა შეეხეო სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განახლებულ სტრატეგიას, კანონპროექტს აკვაკულტურის შესახებ, სასოფლო-სამეურნეო გრანტებს, ახალგაზრდულ ინიციატივებს და სოფლის განვითარების მართვის სისტემას.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს სოფლის, სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის განვითარების სტრატეგიების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერმა, ქნ. ქეთევან ხუციშვილმა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერმა, ბნ. ჟორჟ დეუმ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ENPARD-ის მიმდინარე და ასევე მომავალი, მეოთხე ფაზის შესახებ, რომელიც სოფლის განვითარების და ქვეყანაში საკვების უვნებლობის მიმართულებების მხარდაჭერას გააგრძელებს.


"ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში სოფლის განვითარების და მასთან სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას. ველით სოფლის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან", განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.


FAO-ს პრეზენტაციაში, რომელიც ექსტენციის განახლებულ სტრატეგიას შეეხო, ყურადღება გამახვილდა სადემონსტრაციო ნაკვეთების ქსელის კოორდინირებაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის ექსტენციონერები განახორციელებენ.


გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეხვედრაზე აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც შიდა წყლებსა და ზღვაში თევზჭერას დაარეგულირებს. რეგულაციების ამოქმედებით საქართველოში წარმოების 30 000 ტონამდე გაზრდა ივარაუდება (რაც 15-ჯერ აღემატება არსებულ მონაცემს).


ENPARD-ის პროექტების განმახორციელებელმა არასამთანრობო ორგანიზაციებმა - RFDG-მ და CENN-მა საქართველოში ახალგაზრდა ფერმერების მხარდასაჭერი ინიციატივები წარმოადგინეს.


FAO-მ კი ENPARD III-ის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო გრანტების შესახებ საინფორმაციო და სარეგისტრაციო პლატფორმა წარადგინა, მისამართით - www.FAOGRANTS.ge შეხვედრის ფარგლებში ENPARD-ის პარტნიორებმა, ასევე იმსჯელეს საქართველოში სოფლის განვითარების მართვის სისტემაზე, ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების სამომავლო საქმიანობაზე. დიკუსიას გაეროს განვითარები პროგრამა (UNDP) უძღვებოდა.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციებიდან: UNDP, Mercy Corps, Care, PIN, RDFG, HEKS-EPER, GIPA, CENN, Caritas Czech Republic, Action Against Hunger, ასევე ჩეხეთისა და ჰოლანდიის საელჩოებიდან და კოოპერაციის სააგენტოებმა, USDA-მ, USAID-მა და SDC-იმ. ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022).


 

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნათია თურნავა: ბევრ სოფელში თავიდან არ სჯეროდათ, როდესაც გაზის გაყვანას დავპირდით, რადგან ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ მომხდარა

"გამიმართლა, რომ ჩამბარდა ისეთი უწყება, სადაც ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მოსახლეობისთვის", -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

გიორგი გახარია სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

რუსეთის საგარეო უწყებას კვლავ სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კვლავ სერგეი ლავროვმა დაიკავა.

ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეთის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

 

 

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები შეიქმნას

"მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები შეიქმნას, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის", - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის შესახებ განაცხადა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ვოლსკი: გამოყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის სფიჩრაითერი და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი იყო

„ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები იმ რაოდენობის შეკითხვას სვამენ, რომელიც პრაქტიკულად, დროში საშუალებას არ აძლევს ჩვენს დელეგაციას, დელეგაციის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს, პასუხი გასცეს შეკითხვებზე. 2 წუთიც კი არ იყო ამისთვის მიცემული“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ზურაბიშვილმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა.

გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ესტონელ კოლეგას იური რატასს შეხვდა.

დავით ჩიხელიძე: სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, სადაც გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება

„სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, პოზიცია სადაც გამოცდილება პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება“, - ამის შესახებ "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

სოფელ ფშაველში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ნაურდლის მაგისტრალური არხის, №1 წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

„თეგეტა მოტორსისთვის“ 2019 წელი მასშტაბური პროექტების განხორციელებით დაიწყო, კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ქსელის გაფართოების, ისე ინფრასტრუქტურისა და ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით.

ევროპარლამენტარი კუბილიუსი ქართულ დელეგაციას: პარტიის ლიდერები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დამპირდნენ

"თქვენი პარტიის ლიდერები დამპირდნენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადახვიდოდით", - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ვროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას.

ნათია თურნავა: რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიან.

არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდა.

კლუბ "ბასიანთან" მომხდარ თავდასხმაზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.

კახა კუჭავა ევროპარლამენტარებს: თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი

„ზოგიერთი წამოწეული საკითხი ცხადყოფს, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ევროპარლამენტარების კრიტიკას საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარი: საქართველოს ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ვერ შეასრულა და ეს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს

ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობას შემაშფოთებელი უწოდა.