მოსამართლე ეკა ბესელიას: ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საქმე ადვოკატებმა შეცდომებით აწარმოეთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლე შოთა გეწაძეს კიდევ ერთხელ მოუწია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის და ეკა ხვედელიძისთვის  მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საქმეზე განმარტების გაკეთება.

ამჯერად მას კითხვები ბიძინა ივანიშვილის საქმის მაშინდელმა ადვოკატმა, ეკა ბესელიამ დაუსვა.


ბესელიამ ის პერიოდი დეტალურად  გაიხსენა და თქვა, რომ ხსენებულ  საქმეზე სახეზე იყო აშკარად პოლიტიკური გადაწყვეტილება.


„თქვენ თქვით, რომ სხვაგვარად არ შეგეძლოთ, რომ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდით ახლაც, რომ ის გადაწყვეტილება იყო კანონიერი, რომ არავის ზეგავლენა არ მოუხდენია. მაშინ ჩვენ მოვითხოვეთ 2-ჯერ თქვენი აცილება, რადგან თქვენს მიუკერძოებლობაში ეჭვი შევიტანეთ, რადგან მოგვთხოვეთ მტკიცებულებების გამოთხოვა იმ ადმინისტრაციული ორგანოდან, რომელმაც ერთ დღეში ისე ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს მოქალაქოება, არც დაუძახეს, არც აზრი ჰკითხეს, არც პროცედურა გაიარეს, არც მტკიცებულებები მოაგროვეს და დაამაგრეს, 7 ოქტომბერს რომ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება, 3 დღეში  სააკაშვილმა გადაწყვიტა, მოქალაქეობა ჩამოერთმია, რადგან საშიში იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა. თქვენ, მოსამართლემ, რომელმაც იცოდით, რომ ივანიშვილმა გააკეთა განცხადება 7 ოქტომბერს და თქვა, რომ უარს ამბობდა საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე და იტოვებდა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობას, ამით მან გააკეთა საჯარო განაცხადი, რომ მზად იყო ორივე ქვეყნის მოქალაქეობაზე ეთქვა უარი და დაეტოვებინა მხოლოდ  ის მოქალაქეობა, რომელიც საგამონაკლისო წესით მიენიჭა.


ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც მას მოქალაქეობა მიენიჭა მას შემდეგ, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სააკაშვილმა ეს აღიარა 2004 წელს, როცა უკვე ამ ერთი ქვეყნის მოქალაქეობა უკვე ჰქონდა. ამიტომ იყო თქვენი გადაწყვეტილება უკანონო. ეს კიარ იყო ის შემთხვევა, რომ მან მოქალქეობა ისე მიიღო, რომ დაუმალა თავის ქვეყანას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, არა, პრეზიდენტმა მას მიანიჭა საგამონაკლისო წესით, რაც იმას ნიშნავდა, რომ შემდეგ საფრანგეთის მოქალაქე გახდებოდა თუ გერმანიი,ს იმ საგამონაკლისო წესით მინიჭებულ გადაწყვეტილებაზე ეს ვერ იმოქმედებდა კონსტიტუციით.


მე მქონდა მისი პასპორტი და ასლი მოგიტანეთ. გთხოვდით მაშინ, რომ ეს დოკუმენტაცია გამოგეთხოვათ ადმინისტრაციული ორგანოსთვის. ეკატერინე ხვედელიძეს საფრანგეთის მოქალაქეობის შემდეგ ჰქონდა მინიჭებული, ეს კიდევ უფრო სხვა შემთხვევა იყო, თანაც ეკატერინე ხვედელიძე პოლიტიკურად არ იყო საშიში სააკაშვილისთვის.


ექსპერტების მოწევევაზე უარი გვითხარით, ეს ის შემთხვევა იყო, სადაც აშკარად პოლიტიკური გადაწტვეტილება იყო მიღებული“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.


როგორც ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ბესელიამ შოთა გეწაძეს სთხოვა,საქმეზე გულწრფელად, ღიად და  პატიოსნად ეთქვა, იყო თუ არა  პოლიტიკური გავლენა გადაწყვეტილებაზე.


მოსამართლის თქმით, იმ დროინდელი კანონმდებლობით, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. უფრო მეტიც, შოთა გეწაძემ თქვა, რომ ეკა ბესელიამ, როგორც ადვოკატმა, მაშინ შეცდომა დაუშვა.


„ფაქტები ცოტა სხვაგვარად არის. თუ ფაქტები არ გავასწორეთ, სხვა შედეგი იქნება. ივანიშვილთან დაკავშირებით იყო სრულიად სხვა შემთხვევა და აქ იყო ერთადერთი  სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით მოქალაქეობის შეწყვეტა.დღეს ასე აღარ არის. ჩემთვის მთავარი არ არის პერსონა, მთავარია სამართლებრივი საკითხი. შეიძლება მოსამართლეს ჰქონდეს სხვაგვარი შინაგანი განწყობები, და მქონდა გარკვეული შინაგანი განწყობა, მაგრამ ეს კანონს ვერ გადაწონიდა.ჩემი შინაგანი განწყობა არ უნდა მოქმედებდეს სასამართლო გადაწყვეტილებაზე.დღეს რომ ის კანონმდებლობა არსებობდეს, იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. როგორც ადვოკატებმა შეცდომები დაუშვით, შეცდომებით  აწარმოეთ ეს დავა“,-მიმართა მოსამართლე შოთა გეწაძემ ეკა ბესელიას.


 


 


თამარ გაბუნია: მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც "კორონავირუსის" რისკი მაღალია

​ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია "კორონავირუსის" გამო მოგზაურობის შეზღუდვაზე განმარტებას აკეთებს. 

 
ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილის გადავარდის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა 

ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობას.

ზაზა შათირიშვილი: ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას

"ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მეუფე გრიგოლი მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეწყვეტაზე: ეს არ იყო შურისძიება

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ მამა ანდრია სარიამ, რომელსაც, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ჩამოერთვა მღველმსახურების უფლება, ეს გზა თავად აირჩია.

სოფელ გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დაიწყო

სოფელ გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

ღამის კლუბ "შავი ვარდის" მენეჯერი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით,
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება- ოპოზიციის  მორიგი შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ზაზა შათირიშვილი კონგრესმენების წერილებზე: ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს

"ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

ცაგერში საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - მესამე მამაკაცის ცხედარიც იპოვეს 

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამივე მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

თორნიკე მამალაძე: გორგი მამალაძის გათავისუფლების შემთხვევაში პატრიარქის კერპი დაიმსხვრევა 

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს - საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე.

გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებაა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილი: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.  

 
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. 

"კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, "კორონავირუსის" შედეგად ჩინეთში 56 ადამიანი დაიღუპა. 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. 

გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლებიც აღნიშნულ წერილებს დაედო საფუძვლად.

გიორგი ვოლსკი: „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება

გიორგი ვოლსკის მიიჩნევს, რომ „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება.