გოგა გულორდავა მირანდა ერემაძეს: „რა კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა საფრთხე სისტემის დამოუკიდებლობაზე და სასამართლო სისტემაზე თავდასხმა?

„რა კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა საფრთხე სისტემის დამოუკიდებლობაზე და სასამართლო სისტემაზე თავდასხმა?"-ამ კითხვით პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მირანდა ერემაძეს მიმართა.

„ყურადღებას გავამახვილებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებისას, ბატონი დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ დასმულ კითხვაზე - თქვენი აზრით, რატომ ვართ ასეთი ერთსულოვანი მოსამართლეები, რატომ არ არის განსხვავებული მოსაზრება და რა საკითხზე უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრება? თქვენი პასუხი იყო ასეთი - როდესაც საუბარი ეხება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, როგორ შეიძლება მოსამართლეებს შორის იყოს განსხვავებული აზრი.


კითხვაში მსგავსი რამ არ დაუსვამს ბატონ გვრიტიშვილს და თქვენ რატომ იგულისხმეთ და სად დაინახეთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ საფრთხეები? თქვენი აზრით, რატომ ვართ ასეთი ერთსულოვანი მოსამართლეები? რატომ არ არის განსხვავებული მოსაზრება და რა საკითხზე უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრება? სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, საუბარი არ ყოფილა. თქვენ პირდაპირ იგულისხმეთ რომ მისი კითხვა ერთსულოვნების საკითხში ეხებოდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. რატომ იგულისხმეთ ეს და რა საფრთხეები დაინახეთ? ეს კითხვა რატომ აღიქვით, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ იყო მიმართული და თუ ეს აღიქვით, თქვენ სად იგრძენით საფრთხე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ?“, - აღნიშნა გოგოა გულორდავამ.


დეპუტატი ასევე, დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატი მირანდა ერემაძე გარდა საკანონმდებლო სივრცისა, რა განსხვავებას ხედავს 2012 წლამდე და მის შემდგომი პერიოდის სასამართლოებს შორის.
„2012 წლამდე სასამართლოსა და მის შემდგომი პერიოდის სასამართლოს შორის საკანონმდებლო სივრცის გარდა სხვაობას არაფერში გრძნობთ? ან თუნდაც თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში არ ასახულა ეს? თქვენ გსმენიათ ზეწოლის შესახებ. რა ფორმით ხორციელდებოდა ეს ზეწოლა? რატომღაც ყველა კანდიდატი აღნიშნავს იმას, რომ პირადად მას არ განუცდია ეს ზეწოლა. ეს ცოტა ნაკლებ დასაჯერებელია პირადად ჩემთვის. 2012 წლის შემდეგ თუ გქონიათ ასეთი პრაქტიკა, რომ არ დაგიკმაყოფილებიათ პოლიციის შუამდგომლობა?“, - აღნიშნა გოგოა გულორდავამ.


დეპუტატი ასევე დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის შეხედულებით გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
„რას ნიშნავს თქვენთვის გამოხატვის თავისუფლება ? დღეს რომ ასფალტზე ვინმემ მზე დახატოს, და თქვენთან პოლიციამ წარმოადგინოს ის, როგორც იერსახის დამმახინჯებელი, დააჯარიმებთ მას? ეს არის გამოხატვის თავისუფლება თუ სამართალდარღვევა?“, - მიმართა მოსამართლეობის კანდიდატს გოგა გულორდავამ.


თამარ გაბუნია: მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც "კორონავირუსის" რისკი მაღალია

​ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია "კორონავირუსის" გამო მოგზაურობის შეზღუდვაზე განმარტებას აკეთებს. 

 
ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილის გადავარდის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა 

ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობას.

ზაზა შათირიშვილი: ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას

"ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მეუფე გრიგოლი მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეწყვეტაზე: ეს არ იყო შურისძიება

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ მამა ანდრია სარიამ, რომელსაც, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ჩამოერთვა მღველმსახურების უფლება, ეს გზა თავად აირჩია.

სოფელ გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დაიწყო

სოფელ გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

ღამის კლუბ "შავი ვარდის" მენეჯერი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით,
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება- ოპოზიციის  მორიგი შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ზაზა შათირიშვილი კონგრესმენების წერილებზე: ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს

"ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

ცაგერში საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - მესამე მამაკაცის ცხედარიც იპოვეს 

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამივე მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

თორნიკე მამალაძე: გორგი მამალაძის გათავისუფლების შემთხვევაში პატრიარქის კერპი დაიმსხვრევა 

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს - საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე.

გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებაა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილი: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.  

 
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. 

"კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, "კორონავირუსის" შედეგად ჩინეთში 56 ადამიანი დაიღუპა. 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. 

გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლებიც აღნიშნულ წერილებს დაედო საფუძვლად.

გიორგი ვოლსკი: „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება

გიორგი ვოლსკის მიიჩნევს, რომ „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება.