მუშგური ჩუბეხევთე - ანუ ჩუბეხევის თანამედროვე სატკივარი

რას იფიქრებდა გიორგი კალატოზიშვილი „ჯიმ შვანთეს“ გადაღებებზე, რომ 90 წლის შემდეგ სვანეთის რომელიმე ნაწილში სტუმრიანობის ნაკლებობა პრობლემა იქნებოდა?

არა, განა იმიტომ ვერ იფიქრებდა, რომ მაშინ ტურიზმი მსოფლიოშიც არ იყო განვითარებული - ალბათ იფიქრებდა, ამ სილამაზეს როგორ შეიძლება დამთვალიერებელი ოდესმე მოაკლდესო.


გიორგი კალატოზიშვილს „ნენსკრა ჰიდროს“ ინიციატივა კიდევ უფრო გააოცებდა - კომპანიის წარმომადგენლები, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მთელ ენერგიას დებენ იმაში, რომ ჩუბეხევს, ე.წ. ბალს ქვემო სვანეთს პოპულარიზაცია გაუწიონ და ადგილობრივ ტურისტებს დაანახონ, რომ სვანეთი მხოლოდ კოშკები როდია.


ჩუბეხევი რამდენიმე სოფელს აერთიანებს - ჩვენ ნაკრასა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებს ვსტუმრობდით და მოსახლეობას ვესაუბრეთ.


ორივე სოფელში ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბალს ზემო სვანეთს ბევრად მეტი ვიზიტორი ჰყავს. ამის მიზეზად კი სხვადასხვა გარემოებას ასახელებენ. გესტჰაუს „ნაკრას“ მფლობელი ნინო ცინდელიანი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეკლამა და ცნობადობის ამაღლებაა. „რეკლამირება ძალიან მნიშვნელოვანია. აი, მაგალითად, გადმოსახვევთან რომ განთავსდეს ბანერი და ნაკრაში გადმოხვევისას იგებდნენ ადამიანები, რას ნახავენ ჩვენს სოფელში განსაკუთრებულს. კამპანიებიც, ასევე, ძალიან კარგი იქნებოდა - ტურიზმის განვითარება, რა თქმა უნდა, ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას“. როგორც თავად ნინო გვიყვება, ნაკრაში ტურისტებისთვის ბევრი საინტერესო ადგილია. ლაკითანალი, ტბები და ჩანჩქერები, სამკურნალო თვისებების მქონე მჟავე წყლები და სხვ. ამ ყველაფრის შესახებ ლოკალურმა თუ საერთაშორისო ტურისტებმა არ იციან, ამიტომაც არ უჩნდებათ სურვილი დაათვალიერონ უცნობი სოფელი. არადა, სანახავი მართლაც ბევრია.


ნაკრას მკვიდრი შამილ გვარმიანი გვიამბობს, რომ ადრე აქ ორი ალპინისტური ბანაკი („ლოკომოტივი“ და „სტარტი“) ყოფილა, რომლებიც სოფელს განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ და ლოკალურ ტურისტებში უფრო პოპულარულს ხდიდნენ. „აქ ჩამოჰყავდათ მომავალი ალპინისტები, ავარჯიშებდნენ მათ, წვრთნიდნენ - ამით სოფლის სახელიც მეტმა ადამიანმა იცოდა და, რა თქმა უნდა, მეტი სტუმარი გვყავდა. რაც ბაზა გაუქმდა, სტუმრების რაოდენობამ აშკარად იკლო. არადა, ნაკრას აქვს პოტენციალი, რომ კვლავ იყოს ქართველ და არა მარტო ქართველ ალპინისტთა საწვრთნელი ადგილი“.


ტურისტების (განსაკუთრებით ადგილობრივების) ნაკლებობაზე საუბრობენ ჭუბერშიც. მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებული სერვისი ხარისხით ბალს ზემო და ბალს ქვემო სვანეთში არ განსხვავდება, პოპულარობის გამო სტუმრები ნაცნობ ადგილებს ამჯობინებენ. რა სერვისებს სთავაზობენ მოსულებს - ამის შესახებ სოფელ ტიტაში სასტუმროსა და საკალმახის მფლობელი გვესაუბრა. გია ვიბლიანის თქმით, ისინი სტუმრებს სხვადასხვა მომსახურებს ჰპირდებიან: მაგალითად, მის სასტუმროში მოსულ დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ კეთილმოწყობილი კოტეჯებით. თითოეულ კოტეჯს აქვს მყუდრო ოთახი თავისი სველი წერტილით. ასევე, სტუმრებს შეუძლიათ საკალმახეში თავად დაიჭირონ თევზი და სადილად საკუთარი ნადავლი მიირთვან, თუმცა, სადილად ისეთი სვანური კერძები ელოდებათ, უარს ვერც მათზე იტყვის ადამიანი.



ცხენებით გასეირნება, უთვირის ტბაზე ასვლა და ღირშესანიშნაობები - არასრული ჩამონათვალია იმისა, რითაც ადგილობრივები სტუმრებს უმასპინძლდებიან.


ხომ იცით, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო - თქვენც ნუღა გააჭიანურებთ. ჩუბეხევში ნამდვილად გელოდებათ დაუვიწყარი დასვენება წელიწადის ნესბიმიერ დროს - ამ ხეობის უნიკალური ბუნება იძლევა საშუალებას, ოთხივე სეზონი საქართველოში, ჭუბერსა და ნაკრაში გაატაროთ და მუდამ აღმოაჩინოთ რაღაც ახალი. უძველესი სალოცავები, მისტიკური ადგილები, ალპური ზონა და ტბები თუ ჩანჩქერები, სამკურნალი წყლები და, რაც მთავარია, ადამიანები - დასასვენებლად და განტვირთვისათვის სხვა ხომ არც არაფერია საჭირო. ასე რომ, „ჯიმ შვანთე“ აღარაა სვანების პრობლემა, მაგრამ თუკი მუშგურიდ (სტუმრად) ეწვევით ჩუბეხევს, უგემრიელეს სვანურ მარილს აუცილებლად გასინჯავთ და, კვლავ გიორგი კალატოზიშვილისდა გასაოცრად, სვანეთიდან წამოიღებთ მარილს.


ავტორი: თინათინ ლუხუტაშვილი, ჟურნალისტი.



გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნათია თურნავა: ბევრ სოფელში თავიდან არ სჯეროდათ, როდესაც გაზის გაყვანას დავპირდით, რადგან ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ მომხდარა

"გამიმართლა, რომ ჩამბარდა ისეთი უწყება, სადაც ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მოსახლეობისთვის", -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

გიორგი გახარია სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

რუსეთის საგარეო უწყებას კვლავ სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კვლავ სერგეი ლავროვმა დაიკავა.

ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეთის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

 

 

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები შეიქმნას

"მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები შეიქმნას, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის", - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის შესახებ განაცხადა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ვოლსკი: გამოყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის სფიჩრაითერი და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი იყო

„ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები იმ რაოდენობის შეკითხვას სვამენ, რომელიც პრაქტიკულად, დროში საშუალებას არ აძლევს ჩვენს დელეგაციას, დელეგაციის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს, პასუხი გასცეს შეკითხვებზე. 2 წუთიც კი არ იყო ამისთვის მიცემული“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ზურაბიშვილმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა.

გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ესტონელ კოლეგას იური რატასს შეხვდა.

დავით ჩიხელიძე: სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, სადაც გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება

„სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, პოზიცია სადაც გამოცდილება პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება“, - ამის შესახებ "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

სოფელ ფშაველში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ნაურდლის მაგისტრალური არხის, №1 წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

„თეგეტა მოტორსისთვის“ 2019 წელი მასშტაბური პროექტების განხორციელებით დაიწყო, კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ქსელის გაფართოების, ისე ინფრასტრუქტურისა და ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით.

ევროპარლამენტარი კუბილიუსი ქართულ დელეგაციას: პარტიის ლიდერები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დამპირდნენ

"თქვენი პარტიის ლიდერები დამპირდნენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადახვიდოდით", - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ვროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას.

ნათია თურნავა: რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიან.

არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდა.

კლუბ "ბასიანთან" მომხდარ თავდასხმაზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.

კახა კუჭავა ევროპარლამენტარებს: თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი

„ზოგიერთი წამოწეული საკითხი ცხადყოფს, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ევროპარლამენტარების კრიტიკას საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარი: საქართველოს ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ვერ შეასრულა და ეს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს

ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობას შემაშფოთებელი უწოდა.