თავდაცვის მინისტრი: "ვემსახურები საქართველოს" იდეის ქვეშ ყველა რაიონში ფრონტ ოფისების გახსნა იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნა, არსებობს ინიციატივა, რომ გავაკეთოთ თავდაცვის სამინისტროს ფრონტ ოფისები ყველა რაიონში, "ვემსახურები საქართველოს" იდეის ქვეშ.


"ჩვენ ვფიქრობთ, გაწვევის სამსახურის, რეკრუტის, ასევე სამობილიზაციო სამსახურის ერთ სივრცეში მოქცევას. ასევე, ჩვენ ჩავრთავთ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას -  ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაფერისი ცენტრი, რომელიც ამავდროულად, გაზრდის ჩვენი ჯარის პოპულარიზაციას და აამაღლებს ცნობადობას საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მე მინდა განსაკუთრებული ჩართულობა იყოს ბავშვების, ბაღის და სკოლის მოსწავლეების, რათა მათ ნახონ რეალურად რა ხდება ჯარში. მინდა, რომ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს სამინისტროში სრული გამჭვირვალობა იყოს. მე სრულად ჩავრთავ მედიასა და ყველა დაინტერესებულ პირს და ყველას ვაჩვენებ, თუ რას ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვგეგმავთ 2020 წელს",-განაცხადა ღარიბაშვილმა. 


მინისტრის განმარტებით, ახალი რეფორმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული გეგმები შესრულდება, რათა წვევამდელებმა ღირსეულ პირობებში იმსახურონ.  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა, რაც ჯარის განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.


ნინო ჯავახაძე: სახალხო დამცველის აპარატთან ერთად წარმატებული ღონისძიებები გავატარეთ წამების და არაადამიანური მოპყრობის სრულად აღმოფხვრისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საერთაშორისო კონფერენციაში - "პრევენციის ეროვნული მექანიზმების გავლენის შეფასება და გაძლიერება“ მიიღო მონაწილეობა. ნინო ჯავახაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

გივი მიქანაძემ პარლამენტის აპარატის უფროსების ასოციაციის წევრებს პარლამენტის სასწავლო ცენტრში განხორციელებული რეფორმები გააცნო

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, საპარალამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში, მიმდინარე პარლამენტის აპარატის უფროსების ასოციაციის შეხვედრაში ღებულობს მონაწილეობას.

ომბუდსმენი: სახელმწიფო, შესაძლოა, იყოს ბრალდებული იმაში, რომ მან პირის სიცოცხლის უფლება დაარღვია

სახალხო დამცველი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას, დეტალურად შეისწავლის.

არჩილ თალაკვაძე: საჭიროა მეტი დამოუკიდებლობა მივცეთ მარეგულირებელს და მოვიყვანოთ ერთიან სტანდარტში ორივე მარეგულირებლის პროცედურები

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკავაძემ მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა.

მაია ცქიტიშვილი: ამერიკელების ადგილი, რა თქმა უნდა, არის შავ ზღვაში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს, რომლის თქმითაც ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის.

საქართველოს ცხრაგზის ჩემპიონი ვალერი პერხტერევი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

"უშუს-სანდას" საქართველოს 9 გზის ჩემპიონი ვალერი პერხტერევი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. ჩემპიონატი ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში 19-24 ოქტომბერს გაიმართება.

„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება სამუხრუჭე ხუნდებზე

„თეგეტა მოტორსი“ პრემიუმ ხარისხის ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს.

მარნეულში შუახნის კაცი დაჭრეს

მარნეულში შუახნის კაცი დაჭრეს. ინფორმაცია "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

არჩილ თალაკვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს დიეგო კოლკას შეხვდა.

მდინარაძე "პროგრეს ბანკის" საქმეზე: სად იყო შავი ფული, რომ გათეთრებულიყო?

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძე, "პროგრეს ბანკის" მიერ ფულის შესაძლო, გათეთრების შესახებ გავრელებულ ინფორმაცას, არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოების ტერმინით სპეკულირება ხდება.

არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის ეს ბოლო შანსია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილება, არ გაწყვიტოს ხელშეკრულება, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის, ფაქტობრივად, ბოლო შანსია.

"თავს არ მოიკლავდა"- ქუთაისში, 30 წლის კაცის თვითმკვლელობის ოჯახს არ სჯერა

ქუთაისში, გუშინ გარდაცვლილი ზურაბ ჭონიშვილის ოჯახს მისი თვითმკვლელობის არ სჯერა. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ზურაბ ჭონიშვილს პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ არ სჯერა, რომ მისი ის თავს მოიკლავდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისთვის, საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისა და განათლების სფეროს, წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება.

ქრთამის აღებისთვის დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ბრალს არ აღიარებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი მიიჩნევს, რომ შეთქმულების მსხვერპლია.

მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის მაღარეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს.

საქართველოს ელჩი რიგის მერს შეხვდა

15 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე რიგის ახლად არჩეულ მერს, ოლეგ ბუროვს შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ფრანგ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული სტანდარტის ნორმებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის 2019 წლის 16 ოქტომბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

 
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა".