სოსო არჩვაძე: 2012 წლიდან ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ფასი 1.4 მილიარდი ლარია

„ეკონომიკური ლიბერალიზაციისა და ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის
ფასი 1.4 მილიარდი ლარია!“ - ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე წერს.

„ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ამ სამი დღის წინ წარდგენილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას რამდენიმე ასპექტით იმსახურებს.


ჯერ ერთი, იმისდა მიხედვით, როგორ იქნება მასში გაკეთებული აქცენტები, წარმოდგენილი პრიორიტეტები, ეს დიდწილად განსაზღვრავს მოსახლეობის განწყობას და ელექტორალურ არჩევანს; შესაბამისად, სოციალური მიმართულება ბიუჯეტის პროექტში კიდევ უფრო გაძლიერებულად და კომპლექსურადაა წარმოდგენილი.


- ბიუჯეტის მთლიანი ზრდის ფონზე, უპირატესი ტემპით იზრდება ასიგნებანი სოციალური მიმართულებით (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა), სხვადასხვა კატეგორიების პირთა ხელფასები და საპენსიო უზრუნველყოფა;


მეორე, სახელმწიფო ბიუჯეტი ინტერესს იმსახურებს იმითაც, რომ მასში პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საგადასახადო შემოსავლებმა უნდა გადააჭარბოს 10-მილიარდიან ზღვარს, რაც მკაფიოდ წარმოაჩენს არა მარტო ქვეყნის გაზრდილ ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ საგადასახადო წესრიგისა და ადმინისტრირების საკმაოდ მაღალი დონესაც. ეს კი იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ მიმართულებებთან ერთად სახელმწიფომ განახორციელოს უფრო მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, დააფინანსოს ის ღონისძიებები, რომელთა შედეგად უფრო სრულად დაკმაყოფილდება მოსახლეობის ცხოვრების დონისა და პირობების ზრდის მოთხოვნილებები;


მესამე, თავად წარმოდგენილი კანონპროექტი და მასში მოტანილი საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების პარამეტრები უნდა მივიჩნიოთ იმ მინიმალურ ათვლის წერტილად, რომელიც მრავალკვირიანი საბიუჯეტო განხილვებისა და მოსმენების შედეგად დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაიზრდება რამდენიმე ასეული მილიონი ლარით. როგორც წესი, საკანონმდებლო ორგანოში მესამე განხილვის შემდეგ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები მნიშვნელოვნად აჭარბებენ მთავრობის მიერ თავდაპირველად წარდგენილ ვარიანტს. ასე მაგალითად, მიმდინარე, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებულმა ასიგნებებმა პარლამენტში თავდაპირველად წარდგენილ ვარიანტს 432.1 მლნ. ლარით ანუ 3.8 პროცენტით გადააჭარბა. აქედან 180 მლნ ლარით - სოციალურ ხარჯების (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა) პირვანდელ ვარიანტს.


ამ დღეებში, როდესაც აღინიშნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მორიგი წლისთავი, უპრიანია 2020 წლის პარამეტრების შედარება განხორციელდეს არა მარტო 2019 წლის, არამედ 2012 წლის ბიუჯეტის პარამეტრებთანაც. რა თქმა უნდა, აბსოლუტური ციფრებით აპელირება აუცილებელია და ამას მედიასაშუალებებში წარმატებით ახორციელებენ პოლიტიკოსებიც და ექსპერტებიც. მაგრამ რადგანაც ჩემი წერილი უფრო პუბლიცისტურია, ვიდრე ეკონომიკურ-მიმოხილვითი დატვირთვის, მსურს მკითხველთა ყურადღება მივაპყრო 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კონფიგურაციაში 2012 წელთან შედარებით განხორციელებულ რამდენიმე არსებით ცვლილებას.


2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლები იზრდება 56.3 პროცენტით, საგადასახადო შემოსავლები - 63.5 პროცენტით, მაშინ როდესაც ქვეყნის ნომინალური მშპ - 85.4 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო ტვირთი ქვეყანაში მცირდება - 2012 წლის დონის თანაფარდობა რომ ყოფილიყოს, 2020 წელს გადასახადის გადამხდელებს, ბიზნესს მოუწევდათ დაგეგმილთან შედარებით 1.4 მლრდ მეტი ლარის გადახდა. ეს 1.4 მლრდ ლარი - ფაქტობრივად ფულადი გამოსახულებაა, წლიური ფასია იმ ეკონომიკური თავისუფლებისა, რითაც ამჟამად სარგებლობს ბიზნესი საქართველოში.


გავლილ წლებში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი საბიუჯეტო რევერსი სოციალური საჭიროებების მიმართულებით. ასე მაგალითად, თავდაცვაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ასიგნებების ყოველ 100 ლარზე, ხარჯები ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დაცვაზე შეადგენდა: 2007 წელს - 53.9 ლარს, 2012 წელს - 99.1 ლარს, 2019 წელს - 272.7 ლარს, ხოლო 2020 წელს - მიაღწევს 282.0 ლარს. ანალოგიურად, ყოველ 100 ლარზე თავდაცვაზე გაღებულ ხარჯებზე ხარჯები განათლებაზე გაიზარდა 2007 წლის 30.5 ლარიდან 2019 წლის 152 ლარამდე და 2020 წლის 157.4 ლარამდე, ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, ქართული სახელმწიფოს სტრატეგია აღებულია იქეთკენ, რომ ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში ძალისხმევა „ძალის არგუმენტიდან გადავიტანოთ არგუმენტის ძალაზე“. და ეს პროცესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება 2020 წელს. - 2020 წლის ასიგნებანი მხოლოდ განათლებაზე გადააჭარბებს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთელ საგადასახადო შემოსავლებს, ხოლო სოციალური ხარჯების (ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა) მოცულობა - 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან შემოსავლებს. მთლიანად, სოციალურ ხარჯებზე მიმართული იქნება საბიუჯეტო ასიგნებების 47.9 პროცენტი (2012 წ. – 32%). ეს რეკორდულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და აბსოლუტურ განზომილებაში 2.6-ჯერ (3.5 მლრდ. ლარით) აღემატება 2012 წლის დონეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ასიგნებებში 2012 წლის წილის შენარჩუნების შემთხვევაში სოციალური ხარჯების აბსოლუტური მოცულობა 2020 წლისთვის დაგეგმილზე 2.0 მილიარდი ლარით ნაკლები იქნებოდა.


რა თქმა უნდა, 2020 წლის ბიუჯეტი ჯერაც შორსაა იდეალურისაგან, პირველ რიგში, მისი სიდიდის გამო. - სასურველია, რომ რომ მისი მოცულობა იყოს გაცილებით მეტი, რათა უფრო სრულად იქნას დაკმაყოფილებული საზოგადოებისა და მისი წევრების ინდივიდუალური და კოლექტიური მოთხოვნილებანი, თუმცა ისიც ხომ ფაქტია, რომ წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტი, რომლის პარამეტრები არსებული შესაძლებლობებიდან და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე, მაქსიმალურად პასუხობენ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს, მიმდინარე გამოწვევებს და სტრატეგიულ ინტერესებს“, - წერს სოსო არჩვაძე.


თამარ გაბუნია: მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც "კორონავირუსის" რისკი მაღალია

​ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია "კორონავირუსის" გამო მოგზაურობის შეზღუდვაზე განმარტებას აკეთებს. 

 
ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილის გადავარდის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა 

ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობას.

ზაზა შათირიშვილი: ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას

"ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მეუფე გრიგოლი მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეწყვეტაზე: ეს არ იყო შურისძიება

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ მამა ანდრია სარიამ, რომელსაც, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ჩამოერთვა მღველმსახურების უფლება, ეს გზა თავად აირჩია.

სოფელ გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დაიწყო

სოფელ გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

ღამის კლუბ "შავი ვარდის" მენეჯერი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით,
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება- ოპოზიციის  მორიგი შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ზაზა შათირიშვილი კონგრესმენების წერილებზე: ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს

"ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

ცაგერში საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - მესამე მამაკაცის ცხედარიც იპოვეს 

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამივე მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

თორნიკე მამალაძე: გორგი მამალაძის გათავისუფლების შემთხვევაში პატრიარქის კერპი დაიმსხვრევა 

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს - საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე.

გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებაა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილი: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.  

 
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. 

"კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, "კორონავირუსის" შედეგად ჩინეთში 56 ადამიანი დაიღუპა. 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. 

გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლებიც აღნიშნულ წერილებს დაედო საფუძვლად.

გიორგი ვოლსკი: „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება

გიორგი ვოლსკის მიიჩნევს, რომ „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება.