ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობას მიმდინარე წლის ბოლოს დაასრულებს.

პროექტი საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.


,,ჭიათურის მოსახლეობა დიდი ხანია ელოდება ამ პროექტის დასრულებას. სამუშაოები ითვალისწინებს საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციას. სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ ,,POMA“ უზრუნველყო.


პროექტის განხორციელებისას იყო სირთულეები, როგორც კონტრაქტორთან, ასევე  სუბ-კონტრაქტორთან დაკავშირებით. ამ დროისთვის, კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა  პრაქტიკულად დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ ბაგირების გაჭიმვა. აღნიშნულ პროცესში უკვე ჩართულია ფრანგული კომპანია ,,ტექ-კაბელი“ და სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის ბოლოს ვვარაუდობთ“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარბეის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.


საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა.


ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივად ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს.  პროექტის დასრულების შემდეგ კი, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.


 


არჩილ თალაკვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს დიეგო კოლკას შეხვდა.

მდინარაძე "პროგრეს ბანკის" საქმეზე: სად იყო შავი ფული, რომ გათეთრებულიყო?

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძე, "პროგრეს ბანკის" მიერ ფულის შესაძლო, გათეთრების შესახებ გავრელებულ ინფორმაცას, არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოების ტერმინით სპეკულირება ხდება.

არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის ეს ბოლო შანსია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილება, არ გაწყვიტოს ხელშეკრულება, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის, ფაქტობრივად, ბოლო შანსია.

"თავს არ მოიკლავდა"- ქუთაისში, 30 წლის კაცის თვითმკვლელობის ოჯახს არ სჯერა

ქუთაისში, გუშინ გარდაცვლილი ზურაბ ჭონიშვილის ოჯახს მისი თვითმკვლელობის არ სჯერა. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ზურაბ ჭონიშვილს პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ არ სჯერა, რომ მისი ის თავს მოიკლავდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისთვის, საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისა და განათლების სფეროს, წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება.

ქრთამის აღებისთვის დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ბრალს არ აღიარებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი მიიჩნევს, რომ შეთქმულების მსხვერპლია.

მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის მაღარეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს.

საქართველოს ელჩი რიგის მერს შეხვდა

15 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე რიგის ახლად არჩეულ მერს, ოლეგ ბუროვს შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ფრანგ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული სტანდარტის ნორმებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის 2019 წლის 16 ოქტომბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

 
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა".

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მართლწესრიგის ოფიცრებმა ძველ თბილისში მუშაობა დაიწყეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონში 60-მა მართლწესრიგის ოფიცერმა დაიწყო მუშაობა.

გრიგოლ ლილუაშვილი: სუს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას".

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წლიურ კონფერენციას და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერითა და შიდა ევროპული ორგანიზაციის ეგიდით, საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენცია და მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა გაიმართება.

სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე, ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, 2020 წელს, ჯაპანიდან-ლანჩხუთის ცენტრამდე მისასვლელი ახალი გზა გაიხსნება. ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა

სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რომელიც საწარმოო დანადგარების შეძენაში დახმარებას ითვალისწინებს.

ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს 12 და 7 წლით პატიმრობა მიესაჯათ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 12 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ხვალ, 17 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 17 ოქტომბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონში, მე-3 კორპუსის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.