დენით თევზაობის პირველივე შემთხვევა, შესაძლოა, 4 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თევზის მასაობრივად განადგურების თავიდან აცილების მიზნით, ელექტროდენით, ელექტროშოკით, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებებით თევზჭერასთან დაკავშირებით, კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.

იმ შემთხვევაში თუ დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, ელექტროდენით თევზაობს პირველივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, სასჯელის ვადა კი, შესაძლო, 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობით განისაზღვროს.


აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით "პირველს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი არჩილ ადამია ესაუბრა. მისი თქმით, კანონის გამკაცრება თევზის მასობრივი განადგურების შეჩერების აუცილებლობით არის გამოწვეული.


"დღეის მდგომარეობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით თევზჭერა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული სხვადასხვა შემთხვევებში. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ პირი განმეორებით ჩაიდენს ადმინისტრაციული დარღვევის შემდეგ ელექტროდენით თევზჭერის ფაქტს უკვე გამოდის სისხლის სამართლის დანაშაული. ამავე დროს, თუ პირი ელექტროდენით თევზჭერისას დაიჭერს დიდი რაოდენობით თევზს, რომლის ზიანის დაანგარიშების შემდეგ გამოვა მნიშვნელოვანი ზიანი ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია, ასევე, როცა პირი თევზაობს  ელქტროდენით აკრძალულ დროს, ან აკრძალულ ადგილზე. სხვა შემთხვევებში თუ ეს სამი კომპონენტი არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში არის 3000 ლარი. ამავე დროს, ელექტროდენის აპარატთან ერთად მოხსენებულია კანონმდებლობაში ასაფეთქებელი, ანუ მომწავლელი  ნივთიერებები და მასობრივი განადგურების თბოსაშუალებები, ანუ ეს სამივე განიხილება, როგორც თევზის მასობრივი განადგურების საშუალება, ვინაიდან ამ მოწყობილების გამოყენებისას გვხვდება, დიდი რაოდენობის თევზის დაღუპვა ან დაზიანება, მაგალითად, ელექტროდენით თევზჭერისას გარკვეულ რადიუსზე ხდება ათეულობით თევზების დაზიანება. თევზის ჭერის ეს მეთოდი არის მძიმე და დიდი ზიანის მომტანი თევზის რესურსისთვის, აქედან გამომდინარე გახდა საჭირო აუცილებლობა იმისა, რომ ელექტროდენის ასევე მომწამლავი და ასაფეთქებელი ნივთიერებებით თევზჭერა გამხდარიყო მთელი წლის განმავლობაში აკრძალული და ამაზე დამდგარიყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა",- განაცხადა ადამიამ.


მისივე თქმით, კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენა უახლოეს პერიოდში იგეგმება.


"ჯერჯერობით მთავრობაზე არ არის წარდგენილი კანონპროექტი, თუმცა ეს საკითხი საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში განიხილება, უახლოეს მომავალში წარდგენილი იქნება სამინისტროში, რის შემდეგაც უკვე დადგენილ პროცედურებს გაივლის და მოხვდება მთავრობის სხდომაზე. კანონში შეტანილი ცვლილების შემთხვევაში, პასუხიმგებლობა იქნება საკმაოდ მკაცრი. შემთხვევაზე პასუხიმგებლობა შესაძლოა განისაზღვროს 6 თვიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით", - განაცხადა არჩილ ადამიამ "პირველთან" საუბარში.


ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკერები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა.

ირაკლი სესიაშვილი: ქვეყანა გააძლიერებს ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემის გარეკანზე ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგო იქნება დატანილი

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში ნაშრომებისა და კვლევების გამოქვეყნების საშუალება ეძლევათ", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

ვოლსკი: ნატოს წევრობის გარდა, საქართველოს უსაფრთხოების სხვა გარანტია არ გააჩნია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

პროკურორი: სასამართლომ სრულად გაიზიარა მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნია მიხეილ კალანდიას მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა ჯგუფურად

„სასამართლომ სრულად გაიზიარა მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნია მიხეილ კალანდიას მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა ჯგუფურად“, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა.

დევნილთა მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს დირექტორმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

 

თენგიზ კალანდია: ჩემი შვილის დაპატიმრებაში ვისაც წვლილი მიუძღვის, ჯოჯოხეთში გავიყოლებ

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია მის შვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.

მიხეილ კალანდიას ძმა: ეჭიდაონ სტრასბურგს, საქართველოში სამართალი არ არსებობს

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი ძმის ლუკა კალანდიას განცხადებით ისინი საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კორონავირუსი - არსებობს თუ არა პანდემიის საფრთხე

გასულ კვირას, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ჩინეთში დღემდე 77 000 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 2 600 გარდაიცვალა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

საქართველოს ეროვნული ლატარია „დინამო სოხუმის“ პარტნიორი გახდა

ხელი მოეწერა საქართველოს ეროვნულ ლატარიასა და „დინამო სოხუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც კომპანია კლუბის მიმართ ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულებას იღებს.

თინათინ ნიბლოშვილი: საკრებულო საბჭოთა ოკუპაციის თემებთან დაკავშირებით, ინტენსიურად მუშაობს

თბილისის საკრებულო სახელდების  და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი "ევროპული საქართველოს"  წევრების მოთხოვნას თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ფრანგული ჯავშნოსანი ესკადრის "ვალდეკ რუსოს" სახელის მინიჭებას გამოეხმაურა.

მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ განაცხადა.

ჯალილ მამედყულიზადეს თბილისური სატირა

საქართველოში გამომავალი ცნობილი გამოცემის „მოლა ნასრედინის“ დამაარსებელსა და რედაქტორს, ჯალილ მამედყულიზადეს 22 თებერვალს 151 წელი შეუსრულდა.

სესიაშვილი: იმედია, ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო სისტემის კომპორომისულ ვერსიაზე შევჯერდებით

"იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციასთან ერთად მოხერხდება კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ძაღლის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის ჯარიმა გაორმაგდება

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოვრელის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირები 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდებიან. ცვლილებას "ნარჩენების მართვის კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები და ავტორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან.

მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორი: გვაქვს მოლოდინი, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული იქნება სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

„დღეს არის სასამართლო განაჩენის გამოცხადების სხდომა. ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მხრიდან იქნება მიღებული ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.