საქართველოში საშუალო ხელფასმა 1068 ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა.

2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 236 ლარი (წლიური ზრდა - 11.3%); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა - 7.4%); მშენებლობა - 1 552 ლარი (წლიური ზრდა - 5.9%).





ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან გამსვლელებს გრიპზე შეამოწმებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან სამედიცინო ამბულატორია დგას. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.

მერაბ ქვარაია: ე.წ. „ახალგაზრდულ ორგანიზაციებს“ არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდულ გამოწვევებთან. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დანამატები არიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალ სატელიტებს, ე.წ. „ახალგაზრდულ ორგანიზაციებს" არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდულ გამოწვევებთან. სინამდვილეში, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ან მასთან დაკავშირებული დანამატები არიან,- ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში წერს.

კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო

დღეს დილით სამხარეო ცენტრის სამ თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინება მიუვიდა. მათ შორის არის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე, დალი მოსიაშვილი.

გიორგი გახარია „ფრონტერაზე“: ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხი კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის ინტერესიდან გამომდინარეობს

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი".

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება. 

გახარია კონგრესმენების წერილზე: არასოდეს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების, არც პასუხების გაცემის 

"სტრატეგიულ პარტნიორებს შორის რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, ამ კითხვებზე დავჯდეთ და ვისაუბროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელი სენატორების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა, რაც ჩვენთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენას ნიშნავს

დონორთა ყოველწლიურ ფორუმზე, რომელიც დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, სადისკუსიო პანელის ფორმატში, ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა და ქვეყნის განვითარებისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ, მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ

სულ მცირე, უხერხულია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ, თავიანთი მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი გახარია: სახელმწიფო მხარს უჭერს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას

"საქართველოს მთავრობა სრულად ათვითცნობიერებს იმას, რომ მისი ძირითადი ფუნქციაა, შექმნას შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ საქართველოში საშუალო, მცირე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ ბიზნესს ყველანაირად შეუწყოს ხელი განვითარდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები".

აზარტული თამაშების ზიანის შემცირების მიზნით საპატრიარქოში მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩატარდა.

პრემიერი: წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც და "დასპოილერებაც" - საინტერესო ცხოვრება გველის 

"ცხოვრება მოძრაობაა, ყოველთვის ყველაფერი იცვლება, ყველაფერს უნდა დაველოდოთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

"სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2020 წლის 1 თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

პრემიერი საქართველოში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლაზე: საქართველოს კანონს გვერდს ვერავინ აუვლის 

"საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა. ევროსაბჭოში რუსეთს წევრობა აღუდგა, ეს ფაქტია სამწუხაროდ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საქართველოში დაგემილ ევროსაბჭოს სხდომასა და რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხზე განუცხადა.

 

თალაკვაძე: გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით თანხმობა შედგებოდა, თუმცა ეს შესაძლებლობაც ჩაშალეს

"გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით შეთანხმება შედგებოდა, შევძლებდით თანამშრომლობას და ეს იქნებოდა ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანების წერტილი, თუმცა ოპოზიციამ 20 ივნისის შემდეგაც გააგრძელა დესტრუქცია", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პრემიერი: ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციაა

"ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი გახლავთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა-ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია", -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლარი 0.7 თეთრით გაუფასურდა

29 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8999 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8929 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.70 თეთრი შეადგინა.
 

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს და თუ როდისმე ყოფილა ქვეყანა მზად, დღეს ყველაზე უფრო მზად არის

თუ როდისმე ყოფილა ქვეყანა მზად, დღეს ყველაზე უფრო მზად არის. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ინფექციის შემოსვლის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

პრემიერი: მთავარია ჩვენმა პარტნიორებმა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და რეფორმების შედეგები

"მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, კოლეგებმა, ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და რეფორმების შედეგები",- ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე: იმედია, პარტიები, რომლებიც მშვიდ პოლიტიკაზე არიან ორიენტირებულნი, დესტრუქციულ პროცესებს გაემიჯნებიან

„საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზების შემდეგ ოპოზიციის მიერ დესტრუქციული ქმედებების გაგრძელებამ, დაგვარწმუნა იმაში, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არანაირი თანამშრომლობისთვის მზად არ არის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ქუთაისში საფლავები გაძარცვეს

ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე საფლავები გაძარცვეს. სასაფლაოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წაღებულია ბიუსტები.