ლარი 0.06 თეთრით გაუფასურდა

9 ოქტომბერისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.9683 ლარია, ევროს 3.2625 ლარი.

თურქული ლირის კურსი 0.5086 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.6270 ლარია.


8 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და  2.9683 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9677 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.06 თეთრი შეადგინა.


გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2625 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2571 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა.


გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5086 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.6270 ლარი ეღირება. 


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, 9 ოქტომბერიდან  შევა ძალაში.
 
 
 
 
 
 
 
 
 


მდინარაძე "პროგრეს ბანკის" საქმეზე: სად იყო შავი ფული, რომ გათეთრებულიყო?

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძე, "პროგრეს ბანკის" მიერ ფულის შესაძლო, გათეთრების შესახებ გავრელებულ ინფორმაცას, არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოების ტერმინით სპეკულირება ხდება.

არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის ეს ბოლო შანსია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილება, არ გაწყვიტოს ხელშეკრულება, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის, ფაქტობრივად, ბოლო შანსია.

"თავს არ მოიკლავდა"- ქუთაისში, 30 წლის კაცის თვითმკვლელობის ოჯახს არ სჯერა

ქუთაისში, გუშინ გარდაცვლილი ზურაბ ჭონიშვილის ოჯახს მისი თვითმკვლელობის არ სჯერა. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ზურაბ ჭონიშვილს პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ არ სჯერა, რომ მისი ის თავს მოიკლავდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისთვის, საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისა და განათლების სფეროს, წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება.

ქრთამის აღებისთვის დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ბრალს არ აღიარებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი მიიჩნევს, რომ შეთქმულების მსხვერპლია.

მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის მაღარეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს.

საქართველოს ელჩი რიგის მერს შეხვდა

15 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე რიგის ახლად არჩეულ მერს, ოლეგ ბუროვს შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ფრანგ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული სტანდარტის ნორმებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის 2019 წლის 16 ოქტომბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

 
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა".

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მართლწესრიგის ოფიცრებმა ძველ თბილისში მუშაობა დაიწყეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონში 60-მა მართლწესრიგის ოფიცერმა დაიწყო მუშაობა.

გრიგოლ ლილუაშვილი: სუს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას".

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წლიურ კონფერენციას და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერითა და შიდა ევროპული ორგანიზაციის ეგიდით, საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენცია და მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა გაიმართება.

სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე, ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, 2020 წელს, ჯაპანიდან-ლანჩხუთის ცენტრამდე მისასვლელი ახალი გზა გაიხსნება. ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა

სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რომელიც საწარმოო დანადგარების შეძენაში დახმარებას ითვალისწინებს.

ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს 12 და 7 წლით პატიმრობა მიესაჯათ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 12 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ხვალ, 17 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 17 ოქტომბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონში, მე-3 კორპუსის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

"გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები" ტრენინგი გურიის მხარეში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას თემაზე "გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები".