ანრი ოხანაშვილი: სამუშაო ჯგუფში მოსამართლეობის კანდიდატების დიპლომების ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩენილა

განსაკუთრებული აჟიოტაჟი, განსაკუთრებული აქცენტირება, რომ თითქოს ვინმეს დიპლომი არის ყალბი, არ არის ნამდვილი, ეს არ არის სწორი მიდგომა და სწორი ფორმულირება,-აღნიშნული განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უმაღლესი განათლების დიპლომებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელიც დაკომპლექტებულია, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრებით ასევე, სამეცნიერო სფეროს და იურიდიულ დახმარების სამსახურის წარმომადგენლებით დაისვა საკითხი - რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს არ ჰქონდათ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.



„აღნიშნულის შესახებ, როგორც ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, ჩვენ მივმართეთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და კომიტეტმა საჯაროდ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ასევე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლების გამოთხოვის შესახებ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


ოხანაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის შემდგომ შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ წარმოდგენილი ოცი კანდიდატიდან ორ კანდიდატს ჰქონდა 4 + 2 საფეხურიანი სწავლება გავლილი ანუ ბაკალავრიატს+მაგისტრატურა, ხოლო ერთს სამართლის დოქტორის ხარისხი.



„შესაბამისად, კანონმდებლობა პირდაპირ უთითებს, რომ თუ ადამიანი არის მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის, მის დიპლომთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა საჭირო არ არის. ამიტომ სამუშაო ჯგუფმა მიიჩნია, რომ ამ ორ კანდიდატთან მიმართებაში რაიმე დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა არ იყო საჭირო. დანარჩენ თვრამეტ კანდიდატთან დაკავშირებით საკითხი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით არ დასმულა. ამ თვრამეტ კანდიდატს სწავლა დამთავრებული ჰქონდა რეფორმამდე კერძოდ, ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი სწავლება. ვინაიდან ხუთწლიანი საფეხური მიიჩნევა მაგისტრთან გათანაბრებულად, ანუ მაგისტრის ხარისხის მქონე დიპლომად, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები არ გაგვჩენია დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია - კონკრეტული კანდიდატების ერთსაფეხურიანი სწავლება ხომ შეესაბამება მაგისტრის ხარისხს ან მასთან გათანაბრებულ დიპლომს. ამ კითხვით ჩვენ მივმართეთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრს არა გუშინ ან დღეს არამედ, ბევრად ადრე ვიდრე გარკვეულწილად, ეს აჟიოტაჟი ატყდებოდა. ვინაიდან ეს არის სტანდარტული პროცედურა. ვინაიდან სამუშაო ჯგუფმა ჩათვალა, რომ საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა - ხომ სრულად შეესაბამება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.


მისი თქმით, არის გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზი.


„მაგალითად, ერთ-ერთ კანდიდატს, რომელსაც მითითებული აქვს სკოლის დამთავრების წელი ამავდროულად, ფიქსირდება, რომ სწავლობდა უნივერსიტეტში. ეს საკითხები ტექნიკური ხარვეზია თუ რას უკავშირდება, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ კანდიდატს შევეკითხებით თუმცა, ასეთი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სამუშაო ჯგუფმა და შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით მოგვეთხოვა ინფორმაცია - კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხომ არის სრულად შესაბამისობაში კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.



ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ყველა კანდიდატს აღნიშნული ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებითაც დავუსვათ შეკითხვები. მთავარი ჩვენი მოცემულობა და შეკითხვა განათლების ეროვნული ხარისხის ცენტრთან იყო ის, რომ ერთსაფეხურიანი სწავლება, რომელიც ამ კანდიდატებმა გაიარეს და ეს ფაქტები დასტურდება, აქ კითხვის ნიშნები არ ჩნდება - ხომ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. თუკი რომელიმე კანდიდატთან მიმართებაში ეს იქნება გასაჟღერებელი, ჩვენ რა თქმა უნდა გავაჟღერებთ აღნიშნულ საკითხებს და მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს ჩვენს შეკითხვებზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


ნინო ჯავახაძე: სახალხო დამცველის აპარატთან ერთად წარმატებული ღონისძიებები გავატარეთ წამების და არაადამიანური მოპყრობის სრულად აღმოფხვრისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საერთაშორისო კონფერენციაში - "პრევენციის ეროვნული მექანიზმების გავლენის შეფასება და გაძლიერება“ მიიღო მონაწილეობა. ნინო ჯავახაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

გივი მიქანაძემ პარლამენტის აპარატის უფროსების ასოციაციის წევრებს პარლამენტის სასწავლო ცენტრში განხორციელებული რეფორმები გააცნო

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, საპარალამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში, მიმდინარე პარლამენტის აპარატის უფროსების ასოციაციის შეხვედრაში ღებულობს მონაწილეობას.

ომბუდსმენი: სახელმწიფო, შესაძლოა, იყოს ბრალდებული იმაში, რომ მან პირის სიცოცხლის უფლება დაარღვია

სახალხო დამცველი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას, დეტალურად შეისწავლის.

არჩილ თალაკვაძე: საჭიროა მეტი დამოუკიდებლობა მივცეთ მარეგულირებელს და მოვიყვანოთ ერთიან სტანდარტში ორივე მარეგულირებლის პროცედურები

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკავაძემ მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა.

მაია ცქიტიშვილი: ამერიკელების ადგილი, რა თქმა უნდა, არის შავ ზღვაში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს, რომლის თქმითაც ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის.

საქართველოს ცხრაგზის ჩემპიონი ვალერი პერხტერევი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

"უშუს-სანდას" საქართველოს 9 გზის ჩემპიონი ვალერი პერხტერევი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. ჩემპიონატი ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში 19-24 ოქტომბერს გაიმართება.

„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება სამუხრუჭე ხუნდებზე

„თეგეტა მოტორსი“ პრემიუმ ხარისხის ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს.

მარნეულში შუახნის კაცი დაჭრეს

მარნეულში შუახნის კაცი დაჭრეს. ინფორმაცია "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

არჩილ თალაკვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს დიეგო კოლკას შეხვდა.

მდინარაძე "პროგრეს ბანკის" საქმეზე: სად იყო შავი ფული, რომ გათეთრებულიყო?

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძე, "პროგრეს ბანკის" მიერ ფულის შესაძლო, გათეთრების შესახებ გავრელებულ ინფორმაცას, არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოების ტერმინით სპეკულირება ხდება.

არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის ეს ბოლო შანსია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილება, არ გაწყვიტოს ხელშეკრულება, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის, ფაქტობრივად, ბოლო შანსია.

"თავს არ მოიკლავდა"- ქუთაისში, 30 წლის კაცის თვითმკვლელობის ოჯახს არ სჯერა

ქუთაისში, გუშინ გარდაცვლილი ზურაბ ჭონიშვილის ოჯახს მისი თვითმკვლელობის არ სჯერა. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ზურაბ ჭონიშვილს პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ არ სჯერა, რომ მისი ის თავს მოიკლავდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისთვის, საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისა და განათლების სფეროს, წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება.

ქრთამის აღებისთვის დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ბრალს არ აღიარებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი მიიჩნევს, რომ შეთქმულების მსხვერპლია.

მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის მაღარეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს.

საქართველოს ელჩი რიგის მერს შეხვდა

15 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე რიგის ახლად არჩეულ მერს, ოლეგ ბუროვს შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ფრანგ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული სტანდარტის ნორმებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის 2019 წლის 16 ოქტომბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

 
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა".