შალვა თადუმაძე: წელიწად-ნახევრის მუშაობის პერიოდში არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი მეთოდით საუბრობენ ჩემს დიპლომზე და ვერავინ დაასახელებს ვერცერთ შემთხვევას, სადაც გენერალურმა პროკურორმა უფლებამოსილებას გადაამეტა

„ვერავინ დაასახელებს ვერცერთ შემთხვევას, სადაც გენერალურმა პროკურორმა უფლებამოსილებას გადაამეტა“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

„ძალიან დიდი და იმაზე მეტი შეურაცხყოფა ავიტანე, რაც, ზოგადად, ამ ფორმატებში მსოფლიოში უნდა არსებობდეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს. ერთი რაღაც მხიბლავს ამ ამბიდან, გენერალურ პროკურორად წელიწად-ნახევრის მუშაობის განმავლობაში გენერალურ პროკურორს ესაუბრებიან 25 წლის წინანდელ შემთხვევაზე და ვერავინ, ვერცერთი პოლიტიკური ფიგურა ვერ იგონებს ამბავს, სადაც გენერალურმა პროკურორმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ვიღაცას ბრალი წარუდგინა ისე, რომ არ ეკუთვნოდა ბრალის წარდგენა ან ვიღაცა გაათავისუფლა იმიტომ, რომ მას გაურიგდა ვინმე გარედან“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.


მისი თქმით, დღევანელ საპარლამენტო მოსმენაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც მის საქმიანობას უკანონობად შეაფასებს.


„მე ძალიან მომწონს ეს პროცესი, არ არსებობს დარბაზში ადამიანი, რომელიც ჩემს საქმიანობაზე იტყვის, რომ ან პოლიტიკური ნიშნით ვახორციელებდი დევნას, ან კანონიერებას ვეფარებოდი და ვამბობდი, რომ კანონში ასე წერია და ამიტომ ვაკეთებ. ყველა ჩემს გადაწყვეტილებაზე გენერალურ პროკურატურაში ვარ პასუხისმგებელი, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველა პროკურორის გადაწყვეტილებაზე ვარ პასუხისმგებელი, მიუხედავად იმისა, ვმონაწილეობდი თუ არა ამ საქმეში ისეთი აქტიურობით, როგორც ვმონაწილეობდი სხვა საქმეებში“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.


მისივე თქმით, იგი პასუხისმგებელია თავის ყველა გადაწყვეტილებაზე.


„მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა არ არსებობს შემთხვევა, როდესაც დღეს მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა კანონის უზენაესობის პრინციპს გადაუხვია. შეიძლება არ ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანურად ეს არის ძალიან დიდი სიმძიმე ჩემთვის, როდესაც მე უნდა მივიღო გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ მე ამ გადაწყვეტილებებს ვიღებ უკომპრომისოდ. მე განვიხილავ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, განვიხილავ თავმჯდომარედაც და მიმაჩნია, როგორც გენერალური პროკურორი ვმსახურობ სახელმწიფოს წინაშე, ისე, რომ ჩემ უკან არ არის არცერთი ამბავი, რომ ვინმეს შალვა თადუმაძის სახელით დაურეკეს, რაღაცა ჩამოართვეს, რაღაცა წაართვეს, რაღაცა გადაიფორმეს, ღამის ნოტარიუსები მოაწყო და ა.შ. იგივენაირად ვაპირებ, გავაგრძელო საქმიანობა სასამართლო სისტემაში და ეს იქნება ის გარანტია, რომელიც 18 წელი მე ჩემი საქმიანობით დავამტკიცე“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.


თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ირაკლი ქარსელაძემ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ ორგანიზებულ პანელზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ მოხსენება გააკეთა.

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დაინტერესებულ მხარეებს აცნობენ

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ.

გიორგი გახარიამ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილა.

არანჩა გონსალესი: ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ციფრულ რეჟიმში სთავაზობს ბიზნესებს საჯარო სერვისების მიღებას

საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა არანჩა გონსალესმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ვაჭრობის სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა.

მაია ცქიტიშვილმა და იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ორი ქვეყანას სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტისთან შეხვედრა გამართა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგილე იონოვ ფრედერიკ აგამ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელობის და ელექტრონული კომერციის განვითარების შესახებ ისაუბრა.

დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა.

ჯონათან ჯანოღლი: საქართველო ადასტურებს მეგობრობას გაერთიანებული სამეფოს მიმართ

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველომ გადმოდგა პირველი ნაბიჯი და ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე მოაწერა ხელი შეთანხმებას, შესაბამისად დაადასტურა მეგობრობა გაერთიანებული სამეფოს მიმართ“.

სტეფანეს ახალი კლიპის „ტანგოს“ პრეზენტაცია გაიმართა

22 ოქტომბერს სტეფანეს ახალი მუსიკალური ვიდეორგოლის „ტანგოს“ პრეზენტაცია გაიმართა. მუსიკალური ვიდეო სპეციალურად adjarabet.com-ის ინტერაქციული ფილმისთვის შეიქმნა.

ნათია თურნავა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი რეალურ ბრენდად იქცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ მნიშვნელოვანია საქართველოს, როლი განახლებული აბრეშუმის გზის ფარგლებში.

ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა.

კრემლი: ერდოღანისა და პუტინის მოლაპარაკებები ხანგრძლივი და რთული იქნება

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოლაპარაკებები, რომელიც დღეს სოჭში გაიმართება, რუსეთის ლიდერის პრეს–მდივნის დმიტრი პესკოვის აზრით, რთული და ხანგრძლივი იქნება.

რატი იონათამიშვილი ეკა ბესელიას: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით, – ასე უპასუხა უმრავლესობის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც იონათამიშვილს მიმართა: „ნუ სარგებლობდა რაღაცებით“.

მაია ცქიტიშვილი: რუსთავი-თბილისის ავტობანის სადავო მონაკვეთის საკითხს მოსახლეობასთან ერთად გადავწყვეტთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სადავო მონაკვეთის მშენებლობის საკითხს სამინისტრო მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტს.

მაია ცქიტიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლიისთან
გამართა.

მაია ცქიტიშვილი: ფორუმის საშუალებით შესაძლოა გამოვიყენოთ შესაძლებლობები და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე განცხადა რომ "ესაა საშუალება მეტი ინტეგრაცია, მეტი შესაძლებლობები გამოვიყენოთ და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება".

ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რის გამოც სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს.მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეირკიბნენ და განმარტება მოითხოვეს.

შიქსინ ჩენი: საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი შედეგი აქვს

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა, საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვდა.

სეულში ქართული ფილმების დღეები მგაიხსნა

22 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, "Korean Film Archive"-ში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ფილმების დღეები.

ლიუ ჰუი: ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება

თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ.