შალვა თადუმაძე: არსად წასვლას და გადადგომას არ ვაპირებ

„არსად წასვლას და გადადგომას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ შალვა თადუმაძემ დღეს საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

„მესმის და თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული ამ დიპლომის ამბავი, საკუთარი ნებით გამოვაქვეყნე ეს დიპლომი და შევედი იმ კონკურსში. არა ერთხელ მაქვს გამოქვეყნებული ეს დიპლომი, სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობთ, მათ შორის იმ კონკურსში, რომელიც მონიტორინგის კუთხით განვახორციელეთ ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რამდენად ობიექტურად ხდება ადამიანების საჯარო სამსახურში აყვანა.


18 წლის განმავლობაში მე ჩემი დიპლომი არ დამიმალავს და ახლა არ მოვიტანე. 1999 წელს ეს დიპლომი წარდგენილი მაქვს თავდაცვის სამინისტროში და პირად საქმეში არსებობს. არსებობენ ოფიცრები, პირები, რომლებიც მე სამსახურში მიყვანდნენ როგორც კვალიფიციურ იურისტს.


ამიტომ, ახლა ეს საუბარი, რომ მე უნდა გადავდგე, მიუღებელია. რატომ უნდა გადავდგე, იმიტომ რომ ვიღაც ეჭვიანობს? რა საგამოძიებო კომისიაზეა საუბარი? არსებობს რამე დოკუმენტი, სადაც წერია რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი? ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ასეთი განათლება მიეღო და ასეთი დიპლომი აეღო?


არსად გადადგომას არ ვაპირებ, არ მიცხოვრია ისე, რომ რამე დამემალოს, მითუმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი. 2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობას ვეწევ,. არც ერთი ხელისუფლებისთვის დამოუკიდებელ იურისტად მისაღები არ ვიყავი. 2006 წელს აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწევი. ამ დიპლომით წარვდექი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის საქმიანობის ლიცენზია.


ახლა იმიტომ, რომ რამდენიმე ან არაკეთილსინდისიერი ან არაკვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემს დიპლომზე, ამიტომ 18 წელი ჩემი მუშაობა, აღარ ვიხსენებ რა მუშაობები და რა პერიოდები მაქვს გადატანილი იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ვმუშაობდი, ეს უნდა გადავდო და ახლა დაველოდო საგამოძიებო კომისია იტყვის თუ არა დიპლომი არის ნამდვილი.


ახლავე გეუბნებით, რომ საგამოძიებო კომისია იტყვის, რომ ეს დიპლომი არის ნამდვილი. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს დიპლომი გაიცემოდა კანონის თანახმად, მე მქონდა შესაძლებლობა ეს დიპლომი მიმეღო, მე ეს დიპლომი მივიღე და მე ჩემი კარიერა შევქმენი“, - განაცხადა თადუმაძემ.


დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ. 


რატი იონათამიშვილი ეკა ბესელიას: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით, – ასე უპასუხა უმრავლესობის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც იონათამიშვილს მიმართა: „ნუ სარგებლობდა რაღაცებით“.

მაია ცქიტიშვილი: რუსთავი-თბილისის ავტობანის სადავო მონაკვეთის საკითხს მოსახლეობასთან ერთად გადავწყვეტთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სადავო მონაკვეთის მშენებლობის საკითხს სამინისტრო მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტს.

მაია ცქიტიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლიისთან
გამართა.

მაია ცქიტიშვილი: ფორუმის საშუალებით შესაძლოა გამოვიყენოთ შესაძლებლობები და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე განცხადა რომ "ესაა საშუალება მეტი ინტეგრაცია, მეტი შესაძლებლობები გამოვიყენოთ და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება".

ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რის გამოც სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს.მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეირკიბნენ და განმარტება მოითხოვეს.

შიქსინ ჩენი: საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი შედეგი აქვს

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა, საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვდა.

სეულში ქართული ფილმების დღეები მგაიხსნა

22 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, "Korean Film Archive"-ში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ფილმების დღეები.

ლიუ ჰუი: ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება

თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა ძალიან ბევრ სფეროში

უზბეკეთის პრემიერ- მინისტრის მოადგილემ ელიორ განიევმა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნათია თურნვა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე იქცა რეალურ ბრენდად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, "აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს.

ლიუ ჰუი: წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო მოცულობამ 900 მილიონ დოლარს მიაღწია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნათია თურნავა: რუსეთთან ფრენების აღდგენა ჩვენზე არ არის დამოკიდებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ქართული მხარე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე დიალოგის მომხრეა, თუმცა ეს არ არის საქართველოზე დამოკიდებული.

დავით ნარმანია: ჰესებზე თუ წინააღმდეგობა გვექნება ელექტროენერგია გაძვირდება

"ადგილობრივი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგნი თუ ვიქნებით ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგია აუცილებლად გაგვიძვირდება", -ამის შესახებ სემეკის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი: საქართველოს გაცილებით მეტი შეუძლია თავის პარტნიორებს შესთავაზოს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, აბრეშუმის
გზის რიგით მესამე ფორუმის ფარგლებში გამართულ პირველ პანელზე ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობებზე.

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში შეხვედრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტში ანაკლიის პორტზე სასაუბროდ მისვლას არ აპირებს.

ნურიელ რუბინი: საქართველო ხდება მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი 

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნითი პანელის - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“ ფარგლებში, ნიუ-იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინმა დადებითად შეაფასა ის სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს და ამ კონტექსტში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

ნურიელ რუბინი: საქართველოში განხორცილებული ეკონომიკური რეფორმები მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია

„ქვეყანას დაახლოებით 5 %-იანი ზრდა აქვს და სწორი რეფორმებით უფრო მეტს მიაღწევთ“,- ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ღონისძიების გახსნით პანელზე – „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ნიუ იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა, ნურიელ რუბინმა განაცხადა.

სს „ნიკორამ“ თიბისი კაპიტალის მეშვეობით 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

სს „ნიკორამ“, რომელიც წარმოადგენს „ნიკორა ჯგუფის“ ჰოლდინგურ კომპანიას, 28 მილიონის ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა, რომელთა ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს

ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს.

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.