შალვა თადუმაძე: ამ დიპლომით „ღია საზოგადოება - საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ წლების განმავლობაში ჩემთან, როგორც იურისტთან, კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული

„ფონდ „ღია საზოგადოებას“ აქვს რეპუტაცია და როდესაც ასეთ რამეს აკეთებენ, ბუნებრივია, უმჯობესი იქნებოდა, არქივში ჩაეხედათ და ენახათ, მქონდა თუ არა დიპლომი მანამდე“, - შალვა თადუმაძემ იურიდიული კომიტეტის მოსმენაზე დეპუტატ ლევან კობერიძეს უპასუხა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ თადუმაძეს ჰკითხა, ხომ არ აჯობებდა, მან დროებით შეიჩეროს უფლებამოსილება და შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც დიპლომის ნამდვილობას დაადგენს.


„მინდა, სამართლებრივად განვიხილოთ ჩემი დიპლომის საკითხი. ეს არ არის დიპლომი, რომელიც მე დღეს მოვიტანე. ეს არის დიპლომი, რომელიც ზუსტად 18 წლის წინათ წარვადგინე სახელმწიფო უწყებაში, კონკურსში მივიღე მონაწილეობა და იმ სახელმწიფო უწყებას მაშინ არანაირი ეჭვის საფუძველი არ ჰქონდა, რადგან მაშინ მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ინსტიტუტი არსებობდა და ასეთი დიპლომი გაიცემოდა. არ მომხდარა ისე, რომ მე ეს დიპლომი სადღაც დავმალე და არ გამოვაჩინე“. - განმარტა თადუმაძემ.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მასთან, როგორც იურისტთან, 4 წელი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული ამ დიპლომის საფუძველზე, ახლა კი აცხადებს, რომ მისი დიპლომი ეჭვს იწვევს.


„დღეს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით ინფორმაცია დევს „ღია საზოგადოება - საქართველოს“ საიტზე, რომელიც ამბობს, რომ ჩემი დიპლომი იწვევს ეჭვს და ძალიან უხერხულია, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას 4 წელი დაკონტრაქტებული ვყავდი, როგორც იურისტი და ადვოკატი, ამ დიპლომისა და ამ ავტობიოგრაფიის საფუძველზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ჩემი კვალიფიკაციითა და დიპლომით კმაყოფილები იყვნენ და ამ ორგანიზაციაში 4 წელი საკმაოდ მაღალანაზღაურებად იურისტად ვითვლებოდი იმ პროგრამებში, რომლებსაც „ღია საზოგადოება - საქართველო“ და „ღია საზოგადოების“ ცენტრალური ოფისი აფინანსებდნენ. ამ ინსტიტუტს რეპუტაცია აქვს და როდესაც ასეთ რამეს აკეთებს, ბუნებრივია, უმჯობესი იქნებოდა, თავის არქივში ჩაეხედა და ენახა, მქონდა თუ არა დიპლომი მანამდე და თუ მქონდა, მაგრამ მაინც ეჭვი გაუჩნდა და დანაშაული დაფარა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, თუ არ მქონდა, აქ ან არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე, იმ კონკრეტულმა პირებმა, რომლებიც ამ დიპლომზე საუბრობენ, არ იციან ის კანონმდებლობა, რომელიც ამ დიპლომის გაცემის საფუძველია. შუალედი არ არსებობს, იმიტომ რომ ამ ფონდებს, მე, როგორც იურისტი და ადვოკატი, ამ დიპლომით ვყავარ აყვანილი“. - განაცხადა თადუმაძემ.


მისივე თქმით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც“ ჰქონდა მასთან ორი წელი კონტრაქტი გაფორმებული იურიდიული მომსახურების გაწევაზე.


„რაც შეეხება მეორე ორგანიზაციას, რომელიც ამ კოალიციის წევრია და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, ეს არის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელსაც ჩემთან ორი წელი ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული იურიდიული მომსახურების გაწევაზე. დღევანდელ განხილვას ესწრება საერთაშორისო ორგანიზაცია „პროლოგის“ დირექტორი, გიორგი ჩხეიძე. ის იყო საკონკურსო კომისიის წევრი, რომელშიც მე ამ დიპლომით და ჩემი ავტობიოგრაფიით გავედი და გავიმარჯვე. ამიტომ, როდესაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩემს დიპლომზე საუბრობს, მე მესმის, რომ მის დღევანდელ თავმჯდომარეს საზოგადოებრივი რეპუტაცია არ აქვს, მაგრამ მე, როგორც იურისტს, რომელიც მივიჩნევ, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ ძალიან ბევრი რამე მივიღე, როგორც იურისტმა, გული მწყდება, როდესაც ეს ორგანიზაცია თავის არქივში არ ეძებს, ვინ არის შალვა თადუმაძე და ქმნის სურათს, თითქოს შალვა თადუმაძე უდიპლომო და თაღლითია. როგორც ვხედავ, აქ შუალედი არ არსებობს. ამ ადამიანებმა ან ეს კანონები არ წაიკითხეს და ისე მოახდინეს ჩემი პერსონალური მონიტორინგი, და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ არაკვალიფიციურები არიან, ხოლო თუკი წაიკითხეს და მაინც მოახდინეს, არაკეთილსინდისიერები არიან“. - განაცხადა თადუმაძემ.


თადუმაძე ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა გადადგეს, როცა არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, სადაც წერია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი ყალბია ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ასეთი განათლება მიეღო.


„მე მესმის ეს დიპლომის ამბავი. ბუნებრივია, თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული, რა მოჰყვებოდა ჩემს დიპლომს. საკუთარი ნებით გამოვაქვეყნე ეს დიპლომი და შევედი ამ კონკურსში. 18 წლის განმავლობაში ჩემი დიპლომი არ დამიმალავს. 1999 წელს ეს დიპლომი წარდგენილი მაქვს თავდაცვის სამინისტროში და პირად საქმეში არსებობს. სწორედ ამ დიპლომით ამიყვანეს რამდენიმე სამსახურში, როგორც კვალიფიციური იურისტი. ამიტომ, ახლა ეს საუბარი, რომ მე უნდა გადავდგე, მიუღებლად მიმაჩნია. რატომ უნდა გადავდგე? გვაქვს რაიმე დოკუმენტი, სადაც წერია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი ყალბია ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ასეთი განათლება მიეღო. მსგავსი საბუთი არ არსებობს. არსად გადადგომას არ ვაპირებ. არ მიცხოვრია ისე, რომ რამე დამემალოს, მით უმეტეს, დიპლომი არ მაქვს დასამალი. 2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობას ვეწევი. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის მისაღები დამოუკიდებელი იურისტი არ ვიყავი. 2006 წელს აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწეოდი, ამ დიპლომით წარვდექი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის საქმიანობის ლიცენზია. ახლა კი იმიტომ, რომ რამოდენიმე არაკვალიფიციური ან არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემს დიპლომზე, ამიტომ ჩემი 18-წლიანი მუშაობა და ის პირობები, რა პირობებშიც ვმუშაობდი, გადავდო და ახლა დაველოდო, საგამოძიებო კომისია აღიარებს თუ არა ჩემს დიპლომს? ახლა ვეტყვით, რომ საგამოძიებო კომისია იტყვის, რომ ეს დიპლომი არის ნამდვილი, იმიტომ რომ არის ნამდვილი! ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს დიპლომი გაიცემოდა კანონის თანახმად, მე მქონდა შესაძლებლობა, ეს დიპლომი მიმეღო. ამ დიპლომით მე ჩემი კარიერა შევქმენი“. - განაცხადა შალვა თადუმაძემ.


ჭოპორტში ახალგაზრდა კაცმა დედა და და მოკლა

ჭოპორტში ახალგაზრდა კაცმა დედა და და მოკლა. 

ჯივიპიმ ზესტაფონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე, წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

ყვარლის სატყეო სააგენტოს უფროსი და სპეციალისტი დააკავეს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს. 

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფიას (სკა) ასახელებს.

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება

განათლების რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის სამინისტრო კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს.

გამყრელიძე კორონავირუსზე: ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი უფრო გაძლიერებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლოებას მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა არ აქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია, მას ტემპერატურა არ აქვს. 

ლევან დავითაშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მაღალი დონის კონფერენცია გახსნა

გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ მაღალი დონის კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რიკ დაემსთან ერთად გახსნა.

ზუგდიდში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ დარჩელში მოხდა.

 

პოლიციამ ქუთაისში "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.გ., „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

თიბისი ბანკმა ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე, განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა.

ომბუდსმენი: მმართველი ძალა და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე თუ ვერ შეთანხმდებიან, ეს ყველასთვის ცუდი იქნება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" და გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გააგრძელებს და შეთანხმებას მიაღწევს.

საქართველოში დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-29 თებერვალს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ბანკში კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი: საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

"საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია".

პარლამენტის თავმჯდომარემ ისრაელის ლიდერთა ცენტრის სტუდენტებს უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად ისრაელის ლიდერთა ცენტრის სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ისრაელის "ახალგაზრდა ელჩების" პროგრამაში მონაწილეობენ.

ნათია თურნავა: აზერბაიჯანთან შავ ზღვაზე განსახორციელებელ ახალ პროექტებზე ვსაუბრობთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.