ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემებზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარეობს პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“.

კონფერენციაში საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ორიაკადემიკოსი, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და 148 მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს.


ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პროფესორმა რევაზ არველაძემ და უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ხარკოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ევგენი სოკოლმა გახსნეს.


კონფერენციაზე მისასლმებელი სიტყვით წარსდგნენ კომპანია „თელასის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე თეიმურაზ გამრეკელაშვილი, კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ განვითარების მენეჯერის მოადგილე ენვერ ჩიჩუა, უკრაინის ნაციონალური უნივერსიტეტი „ოდესის საზღვაო აკადემიის“ პროფესორი მიკოლა მუხა, კომპანია „მონტაჟ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი დავით კახიანი და სტუ-ის ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ბაადურ ჭუნაშვილი.


„კონფერენცია, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს, ენერგეტიკის დარგის ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემურ თემებს ეხება, როგორიცაა: საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის სტრუქტურა და ცვლილებების ტენდენციები, ელექტროენერგიის ტრანზიტი და დანაკარგები გადაცემის ქსელში, ელექტრული რეჟიმების კვლევა, განახლებადი ენერგიების დანერგვა-მართვა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რეაქტიული სიმძლავრის მონიტორინგი, ბუნებრივი გაზის უსაფრთხოდ მოხმარების საკითხები და სხვ. მოხარული ვართ, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერები და ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს, ცოდნას და ვიმსჯელებთ პრობლემების გადაჭრის გზებზე - სწორედ ეს არის კონფერენციის მისია. ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, კონფერენციის ორგანიზატორები არიან უკრაინის ნაციონალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს ენერგეტიკის აკადემია. კონფერენციის მხარდამჭერები კი არიან კომპანიები: „თელასი“, „ენერგო პრო ჯორჯია“, „მონტაჟ ჯორჯია“ და „ელ ინდასტრი ჯორჯია“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.


როგორც უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ხარკოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ევგენი სოკოლმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მეგობრობა და თანამშრომლობა გასულ საუკუნეში დაიწყო და მრავალი ცვლილების მიუხედავად, ეს ურთიერთკავშირი არ შეწყვეტილა. „ჩვენ ვიმსჯელებთ განახლებადი ენერგიების შესახებ, კერძოდ კი მზის ენერგიაზე. ამ კუთხით ჩვენი უნივერსიტეტი მრავალი წელია ნაყოფიერად მუშაობს. ჩამოვიტანეთ მნიშვნელოვანი მასალები იმ კვლევებისა, რომლებზეც უკრაინელი მეცნიერები მუშაობენ.


გვაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ უნიკალური კვლევა, რომელიც ჩვენს კვლევითი ინსტიტუტში მომზადდა. ეს კვლევითი ინსტიტუტი ელექტრომაგნიტურ საკითხებს შეისწავლის - მსოფლიოში სულ ოთხი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც მსგავს საკითხებზე მუშაობს. ჩვენ ვიკვლევთ ელექტრომაგნიტური ტალღებისგან დაცვის შესაძლებლობებს და ელექტრომაგნიტური იმპულსების გავლენებს ატომური აფეთქების დროს. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერები. იმედი გვაქვს, ისინი გააგრძელებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და მეგობრობას. მინდა გაცნობოთ, რომ მომავალ წელს, ივლისში, კონფერენცია სტამბულის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება და დიდი იმედი გვაქვს, მასში მონაწილეობას ისევ მრავალი მეცნიერი მიიღებს“, - განაცხადა ევგენი სოკოლმა.


საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრმა, პროფესორმა რევაზ არველაძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობა გადაუხადა სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. მისი თქმით, „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“ სწორედ საქართველოსთვისაა აქტუალური. „არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ჩავარდა საქართველოს ენერგეტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.


შეგახსენებთ მხოლოდ, რომ 1996 წლიდან ენერგეტიკის დარგის რეფორმირება დაიწყო, რის შედეგადაც, დიდწილად აღდგენილ იქნა დარგი და დაიწყო მისი შემდგომი განვითარება. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეისთვის სწორედ ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისპროპორციაა. სწორედ ამ დეფიციტის შედეგად შეიქმნა ელექტროენერგიის იმპორტის მზარდი ტენდენცია, რაც თავის მხრივ, საგრძნობლად აქვეითებს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ხარისხს. მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ კვლავ დაიწყო ენერგეტიკის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ეს 80-იანი წლების ბოლოს ხდებოდა.


ბრძოლა მიმდინარეობს ერთადერთი სტაბილური ენერგორესურსის - ჰიდროენერგეტიკის გამოყენების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკოსები - პრაქტიკოსები თუ მეცნიერები - მხარს უჭერენ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ეკონომიკურად ეფექტიანი და ეკოლოგიურად მისაღებია. ბრძოლა მიდის არა მარტო დიდი და საშუალო, არამედ მცირე და მხოლოდ ჩამონადენზე მომუშავე სადგურების წინააღმდეგაც. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ენერგიის ისეთი არასტაბილური წყაროები როგორიცაა მზე და ქარი, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში სრულად ვერ შესძლებს ჩაანაცვლოს ენერგიის ტრადიციული წყაროები. თუმცა, არ უნდა ჩამოვრჩეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და დროულად და მაქსიმალურად ავითვისოთ ენერგიის ალტერნატიული წყაროებიც, ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ ენერგოსისტემის მუშაობის მდგრადობას ზიანი არ მივაყენოთ. ამ მიმართულებით ხელისუფლება სერიოზულად მუშაობს - გაფორმებულია რამდენიმე მემორანდუმი და წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს ტენდერი მზის ორი ელექტროსადგურის მშენებლობაზე.


დამუშავებულია და პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის შემდგომ განვითარებას. ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, იმპოტრის მუდმივი ზრდა, რამაც წლიურად 15%-ს გადააჭარბა და ზამთრის სეზონზე კი 30%-ს აღწევს, კარგის მომტანი არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ პრობლემის გადასაწყვეტად რა წინადადებები ექნებათ მეცნიერებს“, - აღნიშნა რევაზ არველაძემ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციების მუშაობა ხუთი მიმართულებით მიმდინარეობს:


ელექტროენერგეტიკული სისტემები, კომპლექსები და ელექტრომოხმარების ტექნოლოგიები; ელექტრომექანიკური სისტემები და ძალური ელექტრონიკა; ენერგოეფექტიანობა, განახლებადი ენერგიის წყაროები, ეკოლოგია და გარემოს დაცვა; ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები ენერგეტიკაში; ენერგეტიკის ეკონომიკა, მენეჯმენტი, მართვა და რეგულირება. სექციებზე მოხსენებით 71 მკვლევარი წარსდგება. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა ნაშრომების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას 10 დოქტორანტი მიიღებს. კონფერენციის თემატიკის შესახებ ჟურნალ „ენერგიის“ სპეციალურ გამოცემებში 93 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა. საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას კომპანიები „თელასი“, „ენერგო პრო ჯორჯია“, „მონტაჟ ჯორჯია“ და „ელ ინდასტრი ჯორჯია“ უწევენ, 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.




კრემლი: ერდოღანისა და პუტინის მოლაპარაკებები ხანგრძლივი და რთული იქნება

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოლაპარაკებები, რომელიც დღეს სოჭში გაიმართება, რუსეთის ლიდერის პრეს–მდივნის დმიტრი პესკოვის აზრით, რთული და ხანგრძლივი იქნება.

რატი იონათამიშვილი ეკა ბესელიას: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით, – ასე უპასუხა უმრავლესობის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც იონათამიშვილს მიმართა: „ნუ სარგებლობდა რაღაცებით“.

მაია ცქიტიშვილი: რუსთავი-თბილისის ავტობანის სადავო მონაკვეთის საკითხს მოსახლეობასთან ერთად გადავწყვეტთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სადავო მონაკვეთის მშენებლობის საკითხს სამინისტრო მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტს.

მაია ცქიტიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლიისთან
გამართა.

მაია ცქიტიშვილი: ფორუმის საშუალებით შესაძლოა გამოვიყენოთ შესაძლებლობები და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე განცხადა რომ "ესაა საშუალება მეტი ინტეგრაცია, მეტი შესაძლებლობები გამოვიყენოთ და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება".

ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რის გამოც სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს.მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეირკიბნენ და განმარტება მოითხოვეს.

შიქსინ ჩენი: საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი შედეგი აქვს

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა, საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვდა.

სეულში ქართული ფილმების დღეები მგაიხსნა

22 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, "Korean Film Archive"-ში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ფილმების დღეები.

ლიუ ჰუი: ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება

თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა ძალიან ბევრ სფეროში

უზბეკეთის პრემიერ- მინისტრის მოადგილემ ელიორ განიევმა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნათია თურნვა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე იქცა რეალურ ბრენდად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, "აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს.

ლიუ ჰუი: წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო მოცულობამ 900 მილიონ დოლარს მიაღწია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნათია თურნავა: რუსეთთან ფრენების აღდგენა ჩვენზე არ არის დამოკიდებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ქართული მხარე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე დიალოგის მომხრეა, თუმცა ეს არ არის საქართველოზე დამოკიდებული.

დავით ნარმანია: ჰესებზე თუ წინააღმდეგობა გვექნება ელექტროენერგია გაძვირდება

"ადგილობრივი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგნი თუ ვიქნებით ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგია აუცილებლად გაგვიძვირდება", -ამის შესახებ სემეკის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი: საქართველოს გაცილებით მეტი შეუძლია თავის პარტნიორებს შესთავაზოს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, აბრეშუმის
გზის რიგით მესამე ფორუმის ფარგლებში გამართულ პირველ პანელზე ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობებზე.

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში შეხვედრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტში ანაკლიის პორტზე სასაუბროდ მისვლას არ აპირებს.

ნურიელ რუბინი: საქართველო ხდება მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი 

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნითი პანელის - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“ ფარგლებში, ნიუ-იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინმა დადებითად შეაფასა ის სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს და ამ კონტექსტში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

ნურიელ რუბინი: საქართველოში განხორცილებული ეკონომიკური რეფორმები მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია

„ქვეყანას დაახლოებით 5 %-იანი ზრდა აქვს და სწორი რეფორმებით უფრო მეტს მიაღწევთ“,- ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ღონისძიების გახსნით პანელზე – „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ნიუ იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა, ნურიელ რუბინმა განაცხადა.

სს „ნიკორამ“ თიბისი კაპიტალის მეშვეობით 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

სს „ნიკორამ“, რომელიც წარმოადგენს „ნიკორა ჯგუფის“ ჰოლდინგურ კომპანიას, 28 მილიონის ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა, რომელთა ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს

ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს.