ირაკლი კობახიძე: 2016 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას, რომელშიც რუსეთის დუმის სამი დეპუტატი მონაწილეობდა, მათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდათ

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ინტერესი, რომ საქართველოში აუცილებლად ჩატარებულიყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ვინაიდან სურდათ გიგი წერეთლის გაყვანა ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რომ გადმოვიტანოთ 2016 წლის ის მოცემულობა 2019 წლის 20 ივნისს, ზუსტად ისეთივე ეფექტით შეიძლებოდა არეულობის სცენარის დაგეგმვა, როგორც დაიგეგმა 2019 წელს, თუმცა მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ტელევიზიას ამის ინტერესი არ ჰქონდა.


„2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდა, მონაწილეობდა რუსეთის დუმის სამი დეპუტატი, რომლებსაც ჰქონდათ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. ქართულმა მხარემ მაშინაც დააყენა მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები არ ჩამოსულიყვნენ საქართველოში, თუმცა ეუთოს პოზიცია იყო ხისტი. კერძოდ, ეუთო ამბობდა, რომ ყველა ის პირი, რომელიც არის შესაბამისი ქვეყნის დელეგაციის წევრი, უნდა ჩამოსულიყო და ამაზე მაშინ ქართულმა მხარემ და ქართულ მხარეში იგულისხმება როგორც მმართველი ძალა, ისე ოპოზიცია, ქართული მხარე ამ ყველაფერს დასთანხმდა - წინა მოწვევის პარლამენტზეა საუბარი, დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიცია რაც დღეს არის, იგივე იყო, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ და ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კანონის დარღვევაზე დაეხუჭათ თვალი. მოცემულობა იყო საკმაოდ მძიმე, თუმცა მაშინ ინტერესი იყო პოლიტიკური. თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ინტერესი, რომ საქართველოში აუცილებლად ჩატარებულიყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ვინაიდან სურდათ გიგი წერეთლის გაყვანა ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე და, ბუნებრივია, საქართველოში მეტი შანსი ჰქონდა გიგი წერეთელს, ვიდრე სხვა ქვეყანაში.


რომ წარმოვიდგინოთ, რომ გადმოვიტანოთ 2016 წლის ის მოცემულობა 2019 წლის 20 ივნისს, ზუსტად ისეთივე ეფექტით შეიძლებოდა არეულობის სცენარის დაგეგმვა, როგორც დაიგეგმა 2019 წელს, თუმცა მაშინ ინტერესი არ ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, არც მის ტელევიზიას. შესაბამისად, ეს სცენარი არც დაიგეგმა და არც განხორციელდა. მედიაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და როგორც წავა სცენარი, როგორც დაიგეგმება, ისე ხორციელდება. მე არ ვამტყუნებ პარლამენტის მაშინდელ ხელმძღვანელობას, ან რომელიმე პოლიტიკოსს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება საქართველოში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თბილისში ხდება უფრო ძლიერად იმ გზავნილების გაჟღერება, რომლებსაც აჟღერებ ლონდონში, პარიზში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც შეიძლება ჩატარდეს საპარლამენტო ასამბლეა. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, სწორი და პრაგმატული, თუმცა როცა ორ მოვლენას ვადარებთ, ბუნებრივია, პარალელის საშუალება არის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, სამივე დეპუტატი, რომლებიც 2016 წელს ჩამოვიდნენ, საკმაოდ სკანდალური ფიგურები იყვნენ, მაგალითად კოვალიოვი და სლუცკი.


„სამივე დეპუტატი იყო საკმაოდ სკანდალური და ოდიოზური, რომლებიც 2016 წელს ჩამოვიდნენ. ერთ-ერთი იყო კოვალოვი, რომელიც გახლდათ „ეფესბეს“ ხელმძღვანელი, პირდაპირ რუსეთის უსაფრთხოება ჩამოვიდა და გარდა იმისა, რომ „ეფესბეს“ ხელმძღვანელი იყო და უშიშროების გენერალი, მას არაერთ სკანდალურ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო იყო ესტონეთში საკმაოდ მძიმე პროვოკაცია, რომელიც მონუმენტს უკავშირდებოდა. ანუ ასეთი ოდიოზური პირი ჩამოვიდა საქართველოში და სლუცკი იყო ერთ-ერთი მათგანი, მასაც ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, „ელდეპეერის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც სხვა ტიპის სკანდალებშიც არის გახვეული და გამოირჩევა თავისი ძალიან მძიმე განცხადებებით საქართველოს მიმართ. მოცემულობა მსგავსი იყო მაშინ, თუმცა საინფორმაციო ველში არც მოხვედრილა რეალურად ეს საკითხი. ერთადერთი თქვენ შეგიძლიათ გუგლში ნახოთ, ერთი-ორი ნიუსი შეიძლება ამოგიგდოთ, სადაც მარტივად არის საუბარი იმაზე, რომ ქართულმა მხარემ თავიდან სცადა მოთხოვნის დაყენება, ეუთომ უარი თქვა და ქართული მხარე დასთანხმდა თვალის დახუჭვას იმაზე, რომ ოკუპაციის კანონი იყო დარღვეული და როდესაც იგივე ადამიანები აკრიტიკებენ მართლმადიდებლური ფორუმის საქართველოში ჩატარებას, მათი კრიტიკა არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო.

შმიტი: 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა გააცნობიერა, რომ არც ისეთი ძლევამოსილი ჯარი ჰყავს

"ყველაზე ცხადი და პირდაპირი საფრთხე ისაა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, რომელიც ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას აგრძელებს", - ამის შესახებ ამერიკის "წამოწყებათა ინსტიტუტის" მკვლევარმა გარი შმიტმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია

ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - "ფალავნობა 2019" გაიმართა, რომლის გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა.

მე-100 საჯარო სკოლასა და "მწვანე სკოლაში" ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს

მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო როგორც "მწვანე სკოლის" ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ მე-100 საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა.

ცაციაშვილი "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტზე: არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვნის მიერ აღიარებითი ჩვენება არ ყოფილა დაფიქსირებული

"არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვნის მიერ აღიარებითი ჩვენება არ ყოფილა დაფიქსირებული", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. 

ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

ღამის საათებში 17 დეკემბერს  ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება.

პროკურატურა: გამოძიებას ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს დადებულ ხელშეკრულებებზე კითხვები გააჩნია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოკითხვის მიზნით პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ PIA.GE -ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. 

გიგა ბოკერია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

წალენჯიხაში ქალი ხევში ჩავარდა

წალენჯიხაში, ხევში ჩავარდნილი შუახნის ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პრეზიდენტი ექიმ გაფრინდაშვილის საკითხზე: ყველა ის კონტაქტი გამოვიყენე რაც მქონდა და გამაჩნია 

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შობა-ახალი წლის პერიოდში მაინც მოხერხდება და აქედან მინდა მის ოჯახს მხნეობა ვუსურვო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ბერაია: საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად

„საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად“,- ასე გამოეხმაურა სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებას.

ნინო ცაციაშვილი: როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ხორციელდებოდა

"როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ხორციელდებოდა", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა "მწვანე სკოლაში"
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა. 

შსს "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ელიზაბეთ რუდი: მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა.

 

ევროკავშირის ელჩი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრაზე: მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ დიალოგი მარტივი იყო 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით თანხმობა არსებობს.

არჩილ თალაკვაძე: ერთადერათი რაც შემიძლია, არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს საჩუქრად კომპასი გადავცე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "სამოქალაქო მოძრაობის" კამპანიას - "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარი"  გამოეხმაურა.

უსუფაშვილი: შეხვედრაზე, ხელისუფლებამ პირველად განაცხადა, "დიახ, არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება სწორი არ იქნება" 

"დღეს პირველად თქვეს, რომ ცვლილება საჭიროა, თუმცა ამ ცვლილების კონკრეტულ მოდელად ჩვენს შეთავაზებულ არცერთ მოდელზე არ თანხმდებიან", - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძე: არგუმენტების გათვალისწინებით მრავალმანდატიან სისტემაზე შეთანხმება მიღწეული არ არის

"დღევანდელ შეხვედრაზე არგუმენტები წარმოვადგინეთ, რომლის მიხედვითაც მრავალმანდატიანი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

წულუკიანი: მრავალმანდატიან სისტემაზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

"ვიმსჯელეთ მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც მსოფლიოს ცოტა ქვეყანაში, ავღანეთსა და ერაყში არსებობს, ვთქვით, რომ საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა მისაღები ვერ იქნება",- ამის შესახებ ვიცე - პრემიერმა იუსტიციის მინისტრამ თეა წულუკიანმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძე მმართველ გუნდზე: მრავალმანდატიან ოლქებზე კატეგორიულ უარზე არიან   

"ერთი სასიქადულო რამ ნამდვილად გავიგეთ, ყველა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც უკმაყოფილო არიან იმ სისტემით, რომელიც არსებობს",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"არა ბათუმის ჩაბეტონებას" - იდეით საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა

დღეს ბათუმის რივიერაზე "არა ბათუმის ჩაბეტონებას" - იდეით ახალგაზრდული საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანე მომავლი" დაფუძნდა.