ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic-ი მესამე სტატიას აქვეყნებს

„5 Things to know before your first Georgian feast“-ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა National Geographic საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

National Geographic-ის ჟურნალისტმა, ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და ამჯერად მკითხველს ქართული სუფრის ტრადიციებისა და კერძების შესახებ მოუთხრო.


„საქართველოში ყოფნისას მე დამპატიჟეს ათობით სუფრაზე არა მხოლოდ მეზობლებმა და მეგობრებმა, არამედ სრულიად უცხო ადამიანებმაც. ვიყავი საქართველოს მთიან ნაწილშიც- ხევსურეთში. ქართულ სუფრასთან როდესაც მოხვდებით თქვენ დააგემოვნებთ უამრავ ნაციონალურ კერძს, მაგრამ ყველაზე გამორჩეულია მწვადი , ხაჭაპური და ხინკალი.


ქართული სუფრა შედგება უამრავი სხვა უგემრიელესი კერძისგან. ქართული სუფრის ტრადიციაა, რომ სუფრას აუცილებლად უნდა ჰყავდეს თამადა, ქართული სუფრიდან უკმაყოფილო არავინ მიდის“- წერს ტარა იზაბელა ბარტონი.


National Geographic-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ის მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ 5 სტატია გამოქვეყნდება.


„ტურისტულად სტრატეგიულ ქვეყნებში საქართველოს შესახებ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ საპრომოციო აქტივობებს. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და გავლენიან გამოცემა National Geographic-ის პლათფორმაზე, რომელსაც ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიონი მკითხველი ჰყავს საქართველოს შესახებ კამპანია წარმატებით მიმდინარეობს.


National Geographic-ის სტატიები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის მნიშვნელოვან ზრდას და პოზიციონირებას მიზნობრივ ბაზრებზე“. -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.


მაია ცქიტიშვილი: ფორუმის საშუალებით შესაძლოა გამოვიყენოთ შესაძლებლობები და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე განცხადა რომ "ესაა საშუალება მეტი ინტეგრაცია, მეტი შესაძლებლობები გამოვიყენოთ და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება".

ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რის გამოც სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს.მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეირკიბნენ და განმარტება მოითხოვეს.

შიქსინ ჩენი: საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი შედეგი აქვს

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა, საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვდა.

სეულში ქართული ფილმების დღეები მგაიხსნა

22 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, "Korean Film Archive"-ში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ფილმების დღეები.

ლიუ ჰუი: ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება

თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა ძალიან ბევრ სფეროში

უზბეკეთის პრემიერ- მინისტრის მოადგილემ ელიორ განიევმა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნათია თურნვა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე იქცა რეალურ ბრენდად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, "აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს.

ლიუ ჰუი: წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო მოცულობამ 900 მილიონ დოლარს მიაღწია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნათია თურნავა: რუსეთთან ფრენების აღდგენა ჩვენზე არ არის დამოკიდებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ქართული მხარე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე დიალოგის მომხრეა, თუმცა ეს არ არის საქართველოზე დამოკიდებული.

დავით ნარმანია: ჰესებზე თუ წინააღმდეგობა გვექნება ელექტროენერგია გაძვირდება

"ადგილობრივი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგნი თუ ვიქნებით ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგია აუცილებლად გაგვიძვირდება", -ამის შესახებ სემეკის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი: საქართველოს გაცილებით მეტი შეუძლია თავის პარტნიორებს შესთავაზოს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, აბრეშუმის
გზის რიგით მესამე ფორუმის ფარგლებში გამართულ პირველ პანელზე ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობებზე.

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში შეხვედრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტში ანაკლიის პორტზე სასაუბროდ მისვლას არ აპირებს.

ნურიელ რუბინი: საქართველო ხდება მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი 

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნითი პანელის - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“ ფარგლებში, ნიუ-იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინმა დადებითად შეაფასა ის სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს და ამ კონტექსტში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

ნურიელ რუბინი: საქართველოში განხორცილებული ეკონომიკური რეფორმები მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია

„ქვეყანას დაახლოებით 5 %-იანი ზრდა აქვს და სწორი რეფორმებით უფრო მეტს მიაღწევთ“,- ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ღონისძიების გახსნით პანელზე – „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ნიუ იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა, ნურიელ რუბინმა განაცხადა.

სს „ნიკორამ“ თიბისი კაპიტალის მეშვეობით 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

სს „ნიკორამ“, რომელიც წარმოადგენს „ნიკორა ჯგუფის“ ჰოლდინგურ კომპანიას, 28 მილიონის ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა, რომელთა ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს

ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს.

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.

გურამ მაჭარაშვილი გიორგი მიქაუტაძეს: "რა იყო ის გარემოება, რის გამოც თქვენ, ასე უაპელაციოდ წარმოადგინეთ 10 კაციანი სია საქართველოს პარლამენტში?"

"თვლიდით თუ არა და რა იყო ის გარემოება, არგუმენტები და საფუძველი, რის გამოც თქვენ, იქ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ასე უაპელაციოდ და განხილვების გარეშე წარმოადგინეთ 10 კაციანი სია საქართველოს პარლამენტში?", - აღნიშნული კითხვებით პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მიმართა.

მამუკა მდინარაძემ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს სასამართლო სისტემაში მმართველობითი ფორმების შეფასების კითხვით მიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს 2012 წლამდე და მის შემდგომ პერიოდში სასამართლო სისტემის მმართველობის ფორმების შეფასების კითხით მიმართა.

გიორგი გახარია: ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, ჩვენი ქვეყანა რეგიონში უნიკალურია

"საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.