შალვა თადუმაძე: საქმე გვაქვს ან არაკვალიფიციურობასთან, ან არაკეთილსინდისიერებასთან, ძალიან ვწუხვარ, რომ სახალხო დამცველი ამ ფერხულში ჩაება

„2018 წლის ზაფხულამდე არცერთ ადამიანს არ გასჩენია კითხვა ჩემი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით“, - ასე უპასუხა შალვა თადუმაძემ სახალხო დამცველის წარმომადგენელს დიპლომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

„საქმე გვაქვს ან არაკვალიფიციურობასთან, ან არაკეთილსინდისიერებასთან. ძალიან ვწუხვარ, რომ სახალხო დამცველი ამ ფერხულში ჩაება. როდესაც სახალხო დამცველის შესაბამის უწყებას კითხვები უჩნდება მოქმედი გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით, მან ჯერ კანონმდებლობა უნდა ნახოს. ამ კანონმდებლობის თანახმად, მე შემეძლო ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა სწავლება. ის, რომ 1997 წლის სასწავლო წელთან დაკავშირებით ინსტიტუტმა დაამტკიცა პროგრამა, ეს საერთოდ არ ვრცელდება 1994 წელს ჩაბარებულ სტუდენტებზე. თქვენ, ასევე, არ ნახეთ დიპლომის შევსების წესი, რომლის პირველი კრიტერიუმი ითვალისწინებს შემდეგ ფაქტს, რომ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ფაქტობრივი მდგომარეობა, როდის გაიცა დიპლომი. და მეორე, რაც ასევე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, ეს არის სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა. იგივე დაწესებულებას აქვს ინფორმაცია, რომ მანამდე, ანუ 1997 წლის კანონამდე, სასწავლო პროგრამას ამტკიცებდა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი. როდესაც ამ კანონმდებლობას ნახავდით და წაიკითხავდით, მერე უნდა გაგჩენოდათ კითხვები. თქვენ ეს არ გააკეთეთ და დასვით კითხვა გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც, სახალხო დამცველის სტანდარტი არის, რომ ნებისმიერი კითხვა უნდა დასვას მტკიცებულებებისა და შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, თანაც ისე, რომ კანონიც წაკითხული ჰქონდეს და შესაბამისი დოკუმენტებიც“. - განაცხადა თადუმაძემ.


არანჩა გონსალესი: ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ციფრულ რეჟიმში სთავაზობს ბიზნესებს საჯარო სერვისების მიღებას

საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა არანჩა გონსალესმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ვაჭრობის სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა.

მაია ცქიტიშვილმა და იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ორი ქვეყანას სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტისთან შეხვედრა გამართა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგილე იონოვ ფრედერიკ აგამ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელობის და ელექტრონული კომერციის განვითარების შესახებ ისაუბრა.

დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა.

ჯონათან ჯანოღლი: საქართველო ადასტურებს მეგობრობას გაერთიანებული სამეფოს მიმართ

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველომ გადმოდგა პირველი ნაბიჯი და ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე მოაწერა ხელი შეთანხმებას, შესაბამისად დაადასტურა მეგობრობა გაერთიანებული სამეფოს მიმართ“.

სტეფანეს ახალი კლიპის „ტანგოს“ პრეზენტაცია გაიმართა

22 ოქტომბერს სტეფანეს ახალი მუსიკალური ვიდეორგოლის „ტანგოს“ პრეზენტაცია გაიმართა. მუსიკალური ვიდეო სპეციალურად adjarabet.com-ის ინტერაქციული ფილმისთვის შეიქმნა.

ნათია თურნავა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი რეალურ ბრენდად იქცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ მნიშვნელოვანია საქართველოს, როლი განახლებული აბრეშუმის გზის ფარგლებში.

ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა.

კრემლი: ერდოღანისა და პუტინის მოლაპარაკებები ხანგრძლივი და რთული იქნება

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოლაპარაკებები, რომელიც დღეს სოჭში გაიმართება, რუსეთის ლიდერის პრეს–მდივნის დმიტრი პესკოვის აზრით, რთული და ხანგრძლივი იქნება.

რატი იონათამიშვილი ეკა ბესელიას: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით, – ასე უპასუხა უმრავლესობის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც იონათამიშვილს მიმართა: „ნუ სარგებლობდა რაღაცებით“.

მაია ცქიტიშვილი: რუსთავი-თბილისის ავტობანის სადავო მონაკვეთის საკითხს მოსახლეობასთან ერთად გადავწყვეტთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სადავო მონაკვეთის მშენებლობის საკითხს სამინისტრო მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტს.

მაია ცქიტიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლიისთან
გამართა.

მაია ცქიტიშვილი: ფორუმის საშუალებით შესაძლოა გამოვიყენოთ შესაძლებლობები და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე განცხადა რომ "ესაა საშუალება მეტი ინტეგრაცია, მეტი შესაძლებლობები გამოვიყენოთ და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება".

ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რის გამოც სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს.მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეირკიბნენ და განმარტება მოითხოვეს.

შიქსინ ჩენი: საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი შედეგი აქვს

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა, საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვდა.

სეულში ქართული ფილმების დღეები მგაიხსნა

22 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, "Korean Film Archive"-ში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ფილმების დღეები.

ლიუ ჰუი: ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება

თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა ძალიან ბევრ სფეროში

უზბეკეთის პრემიერ- მინისტრის მოადგილემ ელიორ განიევმა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნათია თურნვა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე იქცა რეალურ ბრენდად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, "აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს.

ლიუ ჰუი: წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო მოცულობამ 900 მილიონ დოლარს მიაღწია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.