თბილისში ზანდუკელის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში ზანდუკელის 38 ნომერში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. 

როგორ "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს ჰქონდა, ადგილზე მუშაობდა 5 ბრიგადა. 


ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშვებულა. 


სოზარ სუბარი: ცინიზმის მწვერვალი იყო ის, რომ წინა ხელისუფლებამ C ჰეპატიტზე პატიმრების შემოწმება აკრძალა

„ცინიზმის მწვერვალი იყო ის, რომ წინა ხელისუფლებამ C ჰეპატიტზე პატიმრების შემოწმება აკრძალა. პატიმარს რომ ზუსტად სცოდნოდა, რომ აქვს C ჰეპატიტი, ის ვერ წავიდოდა სტრასბურგში, იმიტომ, რომ ვერ ექნებოდა ამის საბუთი. ეს იყო აკრძალული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეიგონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა. 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ოზურგეთის რაიონში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 11:24 საათზე დაფიქსირდა.

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებს დააფინანსებს

თბილისის მერია მარტიდან გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებს დააფინანსებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 საცხოვრებელ სახლს აშენებს.

ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის სემეკი „მედია კლუბის“ განახლებულ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) პროექტ „მედია კლუბის“ ფარგლებში ტრენინგების ახალ კურსს იწყებს.

ეკონომიკის მინისტრი: დღეისთვის წიაღისეულის მოპოვების 4200 ლიცენზიაა გაცემული

"დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

საკრებულოს დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს 

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს.

დავით სერგეენკო: როდესაც სუბარმა და თალაკვაძემ C ჰეპატიტის პროგრამაზე მუშაობა დაიწყეს, მე მთლად ოპტიმისტურად არ ვუყურებდი, თუმცა ამ პროექტმა ძალიან მალე მოგვცა შედეგი

საქართველომ 2014 წელს მსოფლიოს ყურადღება მიიქცია როგორც ქვეყანამ, სადაც უკვე მიმდინარეობდა მუშაობა ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით, - ამის შესახებ გადაცემა „არენაში“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ისრაელში საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმდებიან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო.

თბილისის აეროპორტში "მარიხუანას" შემოტანის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის ბიძა, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ უმაღლესი რანგის ოფიცერი საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა

სააკაშვილის ბიძა, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ უმაღლესი რანგის ოფიცერი საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა, - ამის შესახებ გადაცემა „არენაში“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ NDI-ს ბოლო კვლევის შეფასებისას განაცხადა.

გოგა ხაინდრავა NDI-ს კვლევაზე: ლორა თორნტონის ოცნება არასოდეს ასრულდება - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მობრუნდება

ლორა თორნტონის ოცნება არასოდეს ასრულდება, როგორც ადამიანი თავის ყურებს ვერ დაინახავს, ისე ვერ მობრუნდება „ნაციონალური მოძრაობა, - ამის შესახებ გადაცემა „არენაში“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ NDI-ს ბოლო კვლევის შეფასებისას განაცხადა.

გაუკუღმართებული ენტერპრენერის სახე - POSTV - ბაჩო ოდიშარიას რევოლვერი

2005 წლის 12 ივნისს პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებს სიტყვით მიმართა სტივ ჯობსმა, იმ დროისთვის მსოფლიოში ალბათ ყველაზე პოპულარულმა ბიზნესმენმა, რომლის ეს გამოსვლაც, დღემდე ითვლება მნიშვნელოვან ინსპირაციულ სიტყვად.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 15-40კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტია

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 65 000 პაციენტი. გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი. პროგრამა გრძელდება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი: პროპორციული არჩევნები გამოსავალი ჰგონიათ, თუმცა ეს ქვეყნისთვის დამანგრეველია

„პროპორციული არჩევნების თემა სიტუაციიდან გამოსავალი ჰგონიათ, თუმცა მე გეუბნებით, რომ ეს არის ქვეყნისთვის დამანგრეველი“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით საპროკურორო საბჭოში დღეს სხდომა გაიმართება

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატურების წარმოსადგენად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, დღეს, 13:00 საათზე, საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს. 

პრემიერის მრჩეველი: ვფიქრობთ, დავოსში გამართული ბიზნესშეხვედრების შედეგად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდება 

"დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრებს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან და ვფიქრობთ, გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განვითარდება სხვადასხვა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განააცხადა.

პრემიერ-მინისტრი დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო.

ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ქონების გასხვისების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას სთავაზობს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ახალ სამთავრობო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელსაც ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები ერთობლივად ამუშავებენ.

თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.